მართალია, ზაფხული სულ ახლახანს დაიწყო და შეიძლება 2020 წლის შემოდგომის ტრენდებზე საუბარი უადგილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მომდევნო სეზონისთვის მზადება სწორედ ახლა იწყება. შესანიშნავი დროა იმ ტრენდების გასაცნობად, რომლებიც თქვენს ნიუს ფიდს ძალიან მალე გადაავსებენ. თანაც, ვის არ უნდა პირველმა მოირგოს სეზონის ტრენდი?
გაიცანით 2020 წლის შემოდგომის მაკიაჟის 10 მთავარი ტრენდი, რომელიც სექტემბრიდან ყველას საუბრის თემა იქნება.
1. Smokey Eyes, რა თქმა უნდა, ამ სეზონზეც ტრენდული იქნება. ოღონდ პატარა ცვლილებით: შავი ფერი აუცილებლად მუქი ლურჯით უნდა ჩაანაცვლოთ!
2. თვალის თეთრი ფანქარი - ამაში არაფერი განსაკუთრებული, თუმცა ამ სეზონზე თვალის ქვედა ქუთუთოს ნაცვლად, თეთრი ფანქრით ზედა ქუთუთო უნდა შეიღებოთ. თანაც, რაც შეიძლება მკვეთრად!
3. Nude Lips - როგორც კი თქვენი კანის ტონის შესაბამის, მაქსიმალურად ბუნებრივი ფერის ტუჩსაცხს იპოვით, უბრალოდ ვერასოდეს დაივიწყებთ. ის იდეალურია ნებისმიერი მაკიაჟისთვის.
4. ნარინჯისფერი თვალის ლაინერი - დიახ, ნამდვილად საინტერესო შემოდგომა გველოდება!
5. მუქი ტუჩსაცხი კვლავ ძალიან ტრენდული იქნება. თანაც, რაც მუქი, მით უკეთესი.
6. მკვეთრი, მანათობელი თვალის ჩრდილები ნამდვილად გაანათებს შემოდგომის ღრუბლიან ამინდებს;
7. პრიალა ტუჩსაცხი არ აპირებს ბოლო სეზონებზე გამყარებული პოზიციების დათმობას. დიახ! პრიალა ტუჩები კვლავ ტრენდი იქნება.
8. თვალის ჩრდილი ორ ფერში შესანიშნავი გზაა ლუქში დამატებითი ფერების შემოსატანად. თანაც, ძალიან მხიარულია!
9. ვარდისფერი ფერუმარილი, რა თქმა უნდა, ძალიან კლასიკურია. მაგრამ ამ სეზონზე ტრენდული ძალიან, ძალიან, ძალიან ვარდისფერი ფერუმარილია.
10. წითელი ტუჩსაცხი - ეს უკვე კლასიკაა. ის რაც იყო, არის და მუდამ იქნება N1 ტრენდი. სეზონის, ამინდისა და სტილის მიუხედავად!
თემები: მაკიაჟი, სილამაზე ყველა ასაკში, ტრენდი, კოსმეტიკა, 2020 წელი
<a href="https://www.cosmopolitan.com/">https://www.cosmopolitan.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია