პროფესიით იურისტი მირანდა შელია წლებია რაც მოსკოვში ცხოვრობს და სილამაზის ინდუსტრიას ემსახურება. ბიუთი ბლოგერი რამდენიმე წელია რაც ქალებს ჩაცმისა და თავის მოვლის შესახებ საინტერესო რჩევებს საკუთარი ინსტაგრამის გვერდიდან უზიარებს

„მიყვარს ადამიანებისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარება და მსიამოვნებს თუ ეს ინფორმაცია მათ რამეში დაეხმარებათ“ - ამბობს მირანდა trend-თან ინტერვიუში.

- როგო ფიქრობ, რატომ არის მნიშვნელოვანი როგორ გამოიყურება ქალი?

- მე მგონია რომ ყველა ქალი უნდა გამოიყურებოდეს ლამაზად, მოვლილად და მოხდენილად, რაც შეეხება ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს, მიმაჩნია, რომ ქალები ამ გზით გამოხატავენ საკუთარ ინდივიდუალურობას და ხასიათს.

- როგორი არჩევ/აწყობ ლუქებს?

- ყოველთვის ჩემი ხასიათის და განწყობის მიხედვით.

- რას ურჩევ ქალებს...

- პირველ რიგში გიყვარდეთ და დააფასეთ საკუთარი თავი.

- რომელია შენი საყვარელი დიზაინერი?

- მომწონს ყველაფერი რასაც აკეთებს ენტონი ვაკარელო. რც შეეხება სტილს, ყველანაირი შეიძლება მოვირგო, გააჩნია რა განწყობაზე ვარ.

- 5 ნივთი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს გარდერობში...

- ერთი საბაზისო პატარა შავი კაბა, ტყავის პიჯაკი, ჯინსის შარვალი რომელიც თქვენ გიხდებათ, საშუალო ზომის უნივერსალური ჩანთა და შავი ქუსლები.

- ბოლო პერიოდის ამოჩემებული ნივთები.

- ტყავის პიჯაკი, ბოტეგას „ბასანოშკები“

- როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

- ქეჟუალი.

- 3 ოქროს წესი ტანსაცმლის არჩევისას.

- გლავნოე ნე პერებორშიტ.