1. ტელევიზიამ და კინომ ხელი შეუწყო დეკორატიული კოსმეტიკის პოპულარიზაციას
1950-იან წლებში, ქალებმა თვალის ფანქრის, ფერუმარილისა და ტუჩსაცხის აქტიური გამოყენება დაიწყეს. ამის მიზეზი ისაა, რომ სწორედ ამ პერიოდში გახდა ტელევიზია განსაკუთრებით პოპულარული - ფერად კინოეკრანზე გამოსახული მსახიობი ქალები სილამაზის ახალ სტანდარტად გადაიქცნენ.
სწორედ 50-იანი წლების შემდეგ მოიპოვა დეკორატიულმა კოსმეტიკამ დაუჯერებელი პოპულარობა და ქალების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად გადაიქცა.
2. იდეალურ სხეულის ტიპს ცნობილი ადამიანები ქმნიან
თუ დღევანდელ სილამაზის სტანდარტებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ „ქვიშის საათი“ სხეულის ყველაზე პოპულარული ფორმაა - წვრილი წელი და ფეხები, დიდი ზომის მკერდი და საჯდომი.
თუმცა თხელი სხეულის პოპულარიზაცია 1950-60-იან წლებში დაიწყო. ბრიჯიტ ბარდო, ოდრი ჰეპბერნი და სოფი ლორენი - სილამაზის ახალი სტანდარტები სწორედ მათი ვიზუალის გავლენაა. შედეგად კი, 1990-იანებში ზედმეტად გამხდარი, „0 ზომის“ სხეული გადაიქცა საოცნებო სხეულად. ეს ტრენდი კი ნაომი კემპელმა, კეიტ მოსმა და კლაუდია შიფერმა შექმნეს.
3. თანამედროვე საზოგადოება ცდილობს აღიაროს, რომ სილამაზეს სტანდარტები სულაც არ სჭირდება
დღეს ყველაზე ტრენდულია სილამაზის უნივერსალურობის აღიარება. მნიშვნელობა არ აქვს კანისა თუ თმის ფერს, სიმაღლეს, წონასა თუ სხეულის ფორმას, ყველა ქალი ლამაზია. განსაკუთრებით ხშირად შეხვდებით განსხვავებული სილამაზის მოდელებს სხვადასხვა ფოტოსესიებში, ჭარბწონიან ქალებს პოდიუმზე და არასრულყოფილი პარამეტრების მოდელებს რეკლამებში.
თანამედროვე საზოგადოება ცდილობს აღიაროს, რომ სილამაზეს სტანდარტები სულაც არ სჭირდება.
თემები: მოდა, ტრენდი, ვარსკვლავების ჩაცმულობა
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>