მზის სხივების ზემოქმედება
ჩვენი სხეული მზის სინათლეს იყენებს სახელმძღვანელოდ, რომ გავიგოთ როდის უნდა დავიძინოთ და როდის გავიღვიძოთ. დღის განმავლობაში მზის ზემოქმედება ჩვენს სხეულს ფხიზლად, ენერგიით ამყოფებს და უზრუნველყოფს ცოდნას, რომ საღამოს ძილის დროა. თუ დღის განმავლობაში საჭირო დროს გაატარებთ გარეთ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ, ეს ხელს შეუწყობს ბუნებრივი რიტმების მოწესრიგებას.
მყარი და კომფორტული საწოლი
ჩვენ უკეთ გვეძინავს გრილ, კარგად განიავებულ ოთახში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საწოლი თბილი ტემპერატურის იყოს. ოდნავ დაბალი ტემპერატურის შენარჩუნება გვეხმარება უფრო სწრაფად დავიძინოთ. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია კომფორტული საძილე ადგილი, მყარი ლეიბით, გადასაფარებლების სწორი რაოდენობითა და კარგი ბალიშებით.
ივარჯიშეთ დღის განმავლობაში
ფიზიკური ვარჯიშით ჩვენი სხეული იღლება, განსაკუთრებით კი ისეთი ინტენსიური ვარჯიშით, როგორიცაა კარდიო. სისტემატიური ვარჯიშის შემთხვევაში, სხეული უფრო მეტად იქნება მიდრეკილი ძილისა და დასვენებისკენ, რაც აუცილებლად გააუმჯობესებს ძილის ხარისხს.
ამასთან, მნიშვნელოვანია, დაძინებამდე ივარჯიშოთ მინიმუმ 5-7 საათით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაძინებისას უფრო ენერგიული იქნებით, ვიდრე დაღლილი.
ძილის რუტინა
კარგი ძილის რუტინა, ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სჯობს წინასწარ განსაზღვროთ დრო დასაძინებლად და გაღვიძებისთვის. ივარჯიშეთ ძილის რუტინის ჩამოსაყალიბებლად და აუცილებლად შენიშნავთ ძილის ხარისხის გაუმჯობესებას.
ცხელი შხაპი ძილის წინ
ცხელი აბაზანა ან შხაპი ძილის წინ აძლიერებს სისხლის ნაკადს, ამცირებს კუნთების დაღლილობას, ამშვიდებს სახსრებს და სხეულს. საღამოს რიტუალური აბაზანის შემდეგ კი უფრო სწრაფად და ღრმად დაიძინებთ.
თემები: ძილი, რჩევები ქალებს, პრობლემები, რჩევები, ძილის რეჟიმის დარღვევა
<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია