სიყვარული, ფინანსები და ჯანმრთელობა: სექტემბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
- 01.09.2021
ვერძი
ვერძებო, ამ თვეში თქვენი სიცოცხლის სურვილი ცხოვრების ორგანიზების და დალაგების ძლიერ მოთხოვნილებაში გადაიზრდება. ახლა, თქვენ გაქვთ შესასრულებელი საქმეების საკმაოდ გრძელი სია და მზად ხართ მოქმედებისთვის. 6 სექტემბრის ახალი მთვარე დაგეხმარებათ ჩაებათ ისეთ რუტინაში, რომელიც თქვენს გონებრივ და ემოციურ შიმშილს გააქრობს - განაახლეთ სახლის ან ოფისის ინტერიერი, დაუბრუნდით იოგას ვარჯიშებს და აღიარეთ, რომ ის, რაც თქვენი აზრით მოსაწყენია, რეალურად კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. 14 სექტემბერს მარსი სასწორის ნიშანში გადავა, (არ დაგავიწყდეთ, 22-ში სასწორის სეზონი იწყება!), რაც გიბიძგებთ მეტად ჩაებათ სხვების პრობლემებსა თუ ცხოვრებაში. ამიტომ ეცადეთ, რომ თვის პირველ ნახევარში, მხოლოდ საკუთარ თავზე და საჭიროებებზე იფიქროთ. როგორც მიხვდით, თვის მეორე ნახევარში ამის დრო და რესურსი ნამდვილად არ გექნებათ...
კურო
კუროებო, აუცილებლად დარწმუნდით, რომ დააფასებთ ამ თვის პატარა მომენტებს. სექტემბრის დაწყებისთანავე, თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა სასწორის ნიშანში იქნება და ეს ყოველდღიური სილამაზის დანახვაში დაგეხმარებათ - იყიდეთ ახალი ტანსაცმელი, მიიღეთ ვიტამინები, დაუბრუნდით დავიწყებულ სოციალურ მედიას, მაგრამ ამასთანავე, იმუშავეთ დღიური რუტინის გაუმჯობესებაზე და მოემზადეთ გრძელი ზამთრისთვის. 6 სექტემბრის ახალმთვარეობაზე აუცილებლად დაფასდება თქვენი მცდელობები და საკუთარი შრომის ნაყოფით შეძლებთ დატკბობას. ხოლო 10 სექტემბერს, როდესაც ვენერა მორიელში გადავა, თქვენს ცხოვრებაში ახალი რომანტიკული ეტაპი დაიწყება, რაც თვის ბოლომდე გაგრძელდება. თუ არ ხართ დარწმუნებული, ურთიერთობის რა ეტაპზე ხართ ახლა, ეს გავლენა სიმართლის გარკვევასა და სასურველი პასუხების მიღებაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
ტყუპებო, ზაფხულის მთელი ტურბულენტობის შემდეგ, სექტემბერი გაცილებით ნელი ტემპით გრძელდება. თქვენი მმართველი პლანეტა მერკური სასწორში - თქვენი შემოქმედების სექტორში მთელი თვის განმავლობაში დარჩება! მაგრამ 6 სექტემბრის ახალი მთვარე მოგცემთ საშუალებას ამოისუნთქოთ და საკუთარ თავს გარკვევის საშუალება მისცეთ - თქვენ გაქვთ უფლება დატოვოთ ის სამსახური, სადაც ბედნიერი არ ხართ, ან დროზე ადრე დახუროთ ლეპტოპი ან უბრალოდ მეტად იფიქროთ საყვარელ საქმიანობებსა და შემოქმედებით პროექტებზე. ახლა თქვენი ემოციური დაკმაყოფილებისა და მშვიდი დასვენების დრო მოვიდა.
კირჩხიბი
კირჩხიბებო, თვის ბოლოს, როდესაც მთვარე ფაზის დასასრულს მიაღწევს, თქვენი სასიცოცხლო ენერგია სრულად ამოწურული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი სეზონის პირველი თვეა, ნუ აიძულებთ საკუთარ თავს ახალი ფურცლის გადაშლას - თქვენ ჯერ მზად არ ხართ ამისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 6 სექტემბრის ახალი მთვარე თქვენს ახლო ურთიერთობებსა და კომუნიკაციებს სუფთა ჰაერით აავსებს, თქვენ მაინც ვერ იქნებით კომფორტულად ახალ ენერგიებში. ხოლოდ 20 სექტემბრის სავსე მთვარე დაგანახებთ გზას იმ გრძელვადიანი მიზნებისა თუ პროექტებისკენ, რაზეც ყოველთვის ოცნებობდით. ვის აინტერესებს როგორ აპირებთ საოცნებო ადგილზე მოხვედრას, უბრალოდ მკაფიოდ წარმოიდგინეთ ის ცხოვრება, რომელიც ასე ძალიან გსურთ. სექტემბრის დაბალი ენერგიის შემდეგ, მაღალი ენერგიებისა და მოქმედებების დროც დადგება...
ლომი
ლომებო, თქვენთვის ქალწულის სეზონი ყოველთვის მოსაწყენია, რადგან აგვისტოს მხიარულების შემდეგ, იძულებული ხართ შეისვენოთ. მაგრამ ამ სეზონზე, 6 სექტემბრის ახალი მთვარე სასიამოვნოდ გაგაოცებთ - ის დაგეხმარებათ შეწყვიტოთ ფიქრი იმ ყველაფერზე, რაც არ მოგწონთ და კონცენტრირდეთ იმაზე, რაც გაბედნიერებთ. თქვენი ოცნებებისკენ მიმავალი გზა ნამდვილად მოითხოვს დეტალებზე ორიენტირებას - მაშინ, რატომ არ უნდა გამოყოთ ბიუჯეტი და რეალურად დაადგეთ ამ გზას? 22 სექტემბერს, მას შემდეგ რაც სასწორის სეზონი დაიწყება, თქვენი ყურადღება ისევ თქვენს სოციალურ ცხოვრებაზე იქნება ორიენტირებული. თუმცა ეს პერიოდი მაინც ახლობლებთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე იქნება დაშენებული და არა თქვენს რეალურ სურვილებზე. ამიტომ, შეეცადეთ არ დაკარგოთ საკუთარი გულისთქმა.
ქალწული
ეს თქვენი სეზონია, ქალწულებო და მთელი ზოდიაქო შემოგვიერთდება, რათა თქვენი მარადიული ორგანიზების მცდელობა რეალობად გადაიქცეს. კარგი გრძნობაა, როცა ყველაფერში მართალი ხართ, არა? 6 სექტემბრის ახალი მთვარე მოგიტანთ მაქსიმალურ თავდაჯერებასა და ყოველდღიურ სიმშვიდეს. ახლა თქვენ მოგზაურობთ საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად და თვითშეფასების ასამაღლებლად. თქვენი მმართველი პლანეტა მერკური სიმდიდრის სექტორში მთელი თვის განმავლობაში დარჩება, ამიტომ ფული, ბიუჯეტი და აქტივები მუდმივად ყურადღების ცენტრში იქნება. ხოლო 27 სექტემბერს, როდესაც მერკური რეტროგრადული გახდება, ფინანსური გეგმების გაწერა მოგიწევთ. თქვენი ახალი მანტრაა: არ არის საჭირო აჩქარება...
სასწორი
ო, სასწორებო, ახლა დაბადების დღისთვის ემზადებით, ამიტომ თავს ძალიან ლამაზად და თავდაჯერებულად გრძნობთ. 6 სექტემბრის ახალი მთვარე პირდაპირ თქვენს ქვეცნობიერ ასპექტს დაარტყამს, ამიტომ, ეს ხელსაყრელი დროა შემოქმედებითი პროექტის დასაწყებად, ბუნებასთან დასაკავშირებლად და სამყაროსეული სიყვარულის გამოსავლენად. ამ დღეებში, თქვენს ფიქრებში მხოლოდ სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა იტრიალებს, ამიტომ დაგეგმეთ, როგორ გააძლიეროთ ჯანმრთელი ჩვევები და გადააწყოთ თქვენი რუტინა. 10 სექტემბერს ვენერა მორიელში გადავა, ამიტომ ყველაფერი ცოტა უფრო მწარე გახდება როგორც თქვენს სასიყვარულო ცხოვრებაში, ასევე თქვენს ფინანსურ საკითხებში. 20 სექტემბერის სავსე მთვარის მესიჯი კი მარტივი იქნება: თქვენ ყოველთვის არ გჭირდებათ სიჩქარე, რათა სასურველი შედეგს მიაღწიოთ.
მორიელი
სექტემბრის დაწყებისთანავე, თქვენ იმუშავებთ ზეგანაკვეთურად, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველა თქვენი მეგობარი, კოლეგა ან ახლობელი ბედნიერია. ახლა თქვენ ცდილობთ შეავსოთ პანდემიის დროს დაკარგული სოციალური დრო. 6 სექტემბრის ახალი მთვარე დაგანახებთ, რომ კავშირები იმაზე უფრო ადვილია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ - თქვენ არავის დავიწყებიხართ! ხოლო 10 სექტემბერს, როდესაც ვენერა მორიელში გადავა, თქვენ გახდებით ის ადამიანი, ვისაც ყველა ეძებს და ვისთან საუბარიც ყველას სურს. მაგრამ თვის შუა რიცხვებში, თქვენ უკანდახევისა და პრივატულობის განწყობაზე დადგებით. ამ ეტაპიდან, ყურადღება გაამახვილეთ იმ ურთიერთობებზე, რომლის შენარჩუნებაც კულისებიდან შეგიძლიათ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, ქალწულის სეზონი ნამდვილად დიდ სარგებელს მოუტანს თქვენს კარიერას. თვის დაწყებისთანავე იგრძნობთ, რომ ყველა ადამიანი თქვენს რჩევას ელოდება. ნუ შეგეშინდებათ, მართალია ძალიან გიყვართ პოეტური გაზვიადება, თუმცა თქვენ ყველა კითხვაზე იპოვით პრაქტიკულ პასუხს. 6 სექტემბრის ახალი მთვარე იქნება თქვენი შესაძლებლობა აიღოთ მართვის სადავეები და გააძლიეროთ თქვენი ავტორიტეტი. შესაბამისად კი, მოიპოვოთ სასურველი წარმატება. ხოლო 22 სექტემბერს, როდესაც სასწორის სეზონი დაიწყება, ყურადღების ცენტრში კვლავ სოციალური ცხოვრება და გართობა მოექცევა. მზად ხართ მუშაობისთვის?
თხის რქა
თხის რქებო, 6 სექტემბრის ახალი მთვარე დაგეხმარებათ იფიქროთ რისი სწავლა და რა გაკვეთილის მიღება გსურთ. თუ თქვენ განიხილავდით დიდ კარიერულ ცვლილებას, მსხვილი პროექტის დაწყებას ან განათლებაში დაბრუნებას, მაშინ ეს წლის ყველაზე ხელსაყრელი მომენტია. თუმცა დაიმახსოვრეთ, თქვენ არ შეგიძლიათ დიდი იდეის განხორციელება, თუ დეტალებს არ დააკვირდებით. ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ქალწული პედანტური ენერგია. მიუხედავად იმისა, რომ 20 სექტემბრის სავსე მთვარეს „დიდი შვებულება“ შეამოქვს თქვენს ცხოვრებაში, სასწორის სეზონის დაწყებისთანავე კიდევ უფრო რადიკალური და მნიშვნელოვანი კარიერული ნაბიჯის გადადგმა მოგინდებათ.
მერწყული
მერწყულებო, დაიმახსორეთ, რომ ქალწულის სეზონი არის ჩვენი შრომის ნაყოფის აღების და ზამთრის სამზადისის პერიოდი. რადგან ქალწული თქვენი საერთო რესურსების სახლს გააქტიურებს, ამ პერიოდში დიდ პროექტებს უნდა ელოდოთ. ამიტომ კარგად იფიქრეთ იმ საოცარ მიზნებზე, რისი მიღწევაც შეგიძლიათ. 10 სექტემბერს, ვენერა მორიელის ნიშანში გადავა, ეს კი განახლებულ ენერგიებს და ახალ კარიერულ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. თუ თქვენ განიხილავდით სამსახურს შეცვლას ან ახალ პოზიციაზე გადასვლას, მაშინ 20 სექტემბრის სავსე მთავრე იდეალური დრო იქნება ფინანსური საუბრებისთვის. დიახ, თქვენი უდარდელი ზაფხული ნამდვილად დასრულებულია!
თევზები
ქალწულის სეზონი დინამიკაში მოიყვანს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობებს. თქვენ ახლა ნამდვილად მოიპოვებთ დოქტორის ხარისხს პირად, ოჯახურ, სასუყვარულო და საქმიან ურთიერთოებში. თუ გაინტერესებდათ, არის თუ არა შესაფერისი დრო ახალი პარტნიორობისთვის, 6 სექტემბრის ახალი მთვარე მტკიცე „დიახ“-ს შემოგთავაზებთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ თვის უმეტესი ნაწილი გაჩერებული ხართ თქვენი საყვარელი ადამიანების გადასარჩენად, 20 სექტემბრის სავსე მთვარე თევზებში თავდაჯერების ამაღლებასა და საკუთარ თავში დაბრუნებაზე მიუთითებს. აი ახლა კი, ნამდვილად შეძლებთ ამოსუნთქვა!
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია