LIFE

11 ფრაზა, რომელიც დაგეხმარება გახდე საკუთარი თავის მიმართ კეთილი ადამიანი

11 ფრაზა, რომელიც დაგეხმარება გახდე საკუთარი თავის მიმართ კეთილი ადამიანი

1. პრაქტიკასთან ერთად, უკეთეს შედეგს მივიღებ.

ეს ბევრად უფრო ჯანსაღია, ვიდრე იმის თქმა, რომ პრაქტიკასთან ერთად, სრულყოფილ შედეგს მივიღებ.

2. არ არის აუცილებელი, რომ ყველა ნაკლი ან სისუსტე, ან ყველა მიმდინარე პრობლემა, აქ და ახლავე მოგვარდეს.

თუ უშუალო საფრთხე არ არსებობს, მაშინ უმჯობესია ახლა დავისვენო, გამოვიძინო, ენერგია მოვიკრიბო და მოგვიანებით, ნელ-ნელა გავუმკლავდე ყველა დაბრკოლებას.

3. მირჩევნია ვიყო უნაკლო.

მართალია მე არ ვარ სრულყოფილი, თუმცა მის გარეშეც შემიძლია წარმატების მიღწევა. თერაპევტები გვასწავლიან, რომ გამოვიყენოთ სიტყვა „მირჩევნია“ და დავივიწყოთ ისეთი ბრძანებითი სიტყვები, როგორებიცაა „უნდა“ და „აუცილებლად“.

4. ნეგატიური ემოციები, რომლებსაც ვგრძნობ (იმედგაცრუება, შფოთვა, სევდა და სხვა), მტკივნეულია.

მიუხედავად იმისა, რატომ ვგრძნობ მათ, მაინც მტკივა. ვწუხვარ, რომ ასეთი ემოციები მაქვს. მე შემიძლია ისევე გავამხნევო საკუთარი თავი, როგორც საუკეთესო მეგობარი. მაგალითად, ვუთხრა საკუთარ თავს: „ვწუხვარ, რომ ეს მოხდა“ ან „ვწუხვარ, რომ ახლა ამდენი საქმე გაქვს“.

5. ყველა ადამიანი უშვებს შეცდომებს.

შეცდომა ადამიანურია. მართალია მირჩევნია არ დავუშვა შეცდომები, მაგრამ ვუშვებ და მომავალშიც აუცილებლად დავუშვებ. 

6. შეცდომების თავიდან აცილება ძალიან ძვირი ჯდება.

თუ შეცდომის თავიდან აცილებას ვცდილობ, მაშინ ძალიან ბევრს ვფიქრობ და ძალიან ბევრ ენერგიას ვუთმობ. ეს კი, ხელს მიშლის დრო დავუთმო იმას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. მცირე შეცდომა საშიში სულაც არ არის.

7. ... ადამიანურია. ჩასვით აქ ყველაფერი, რაც მოგწონთ. მაგალითად, „შეცდომის განმეორება, ადამიანურია“.

8. მე ვგეგმავ, რომ ჩემი თავის მიმართ გამოვხატო სიყვარული, სიკეთე და თანადგომა.

მე ვგეგმავ, რომ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ასე მაკლია, ჩემს თავს თავადვე შევთავაზო.

9. ნორმალურია, თუ ცხოვრებაში ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის.

მართალია ამით იმედგაცრუებული ვარ და ვისურვებდი, რომ სხვაგვარად ყოფილიყო, მაგრამ ცხოვრება ასეთია - მოულოდნელი უსიამოვნებები, უბრალოდ გარდაუვალია.

10. რა არის საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც, საკუთარი თავისთვის ახლა შემიძლია?

მე მაქვს უფლება, გავაკეთო ის, რაც ჩემი თავისთვის საუკეთესოა. იქნება ეს დასვენება, განტვირთვა თუ არაფრის კეთება. მე მაქვს უფლება მივყვე საკუთარ სურვილებს. 

11. ხვალ ახალი დღეა. ყოველი დღის ბოლოს მე ვამბობ, რომ გავაკეთე ყველაფერი, რაც მოცემულ მომენტში შემეძლო.

შესაძლოა, ხვალ უფრო მეტი ან უფრო ნაკლები შევძლო. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ხვალ ახალი დღეა, რომ ხვალ ახალი შესაძლებლობების დრო დგება.