სასუსნავების ჰოროსკოპი: რომელი საჭმელი შეგეფერებათ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
- 28.10.2021
ვერძი - კარტოფილის ჩიპსები
ვერძი ცნობილია, როგორც ცეცხლოვანი და ვნებიანი ნიშანი. მაგრამ არსებობს მათი თვისება, რომელიც ყველაზე ნაკლებად განიხილება - ისინი ძალიან ერთგულები არიან! კარტოფილის ჩიპსები, თავის მხრივ, ალბათ ყველაზე კლასიკური სასუსნავია. საჭმელი, რომელსაც არასოდეს ღალატობენ. სწორედ ამიტომ ის, ვერძის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ერგო.
კურო - კრეკერები
ეს არის ნიშანი, რომელსაც არ ეშინია დაკარგოს საკუთარი თავი და ამ პროცესში ძალიან გაერთოს. სწორედ ამიტომ, მათთვის კრეკერები იდეალური სასუსნავია!
ტყუპები - ტკბილ-მჟავე ჟელატინი
ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე სახალისო ისეთი რამეებია, რაც ორ განსხვავებულ ელემენტებს აერთიანებს: ტკბილსა და მჟავეს, ცივსა და ცხელს. იგივე შეიძლება ითქვას ტყუპებზე და მათი პიროვნების მრავალფეროვნებაზე. ამიტომაც, რა უნდა იყოს მათთვის უფრო შესაფერისი, ვიდრე ტკბილ-მჟავე ჟელატინი?
კირჩხიბი - მაფინი
ეს ძალიან მარტივია - ცნობილია, რომ კირჩხიბი ყველაზე ტკბილი და ემოციური ქმნილებაა, რომელსაც დამშვიდების საოცარი უნარი აქვს. სწორედ ისევე, როგორც თბილი მაფინების მოტკბო სურნელს...
ლომი - მზესუმზირა
ლომებს ძალიან ძლიერი, მაგნიტური ხასიათი აქვთ. ბუნებრივია, ამ ნიშანზე ფიქრისას ყოველთვის მზიანი სანაპირო, ცხელი ზაფხული და უდარდელი მოგონებები ასოცირდება. მოგონებები, რომელსაც ყველაზე მეტად უხდება მზესუმზირის კნაწუნი...
ქალწული - მარილიანი პრეცელი
პრეცელი კიდევ ერთი კლასიკური საჭმლის მაგალითია. საკმაოდ ნოყიერი, ტრადიციული და თანაც, მარილის იდეალური რაოდენობით. სწორედ ისეთივე, როგორიც ქალწულია!
სასწორი – თხილეულის მიქსი
ალბათ ეს არის ყველაზე პრაქტიკული, ჯანსაღი და სასარგებლო საჭმელი ამ სიაში. ასეთ სასუსნავს კი იდეალურად ეხამება სასწორი - ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის რას ნიშნავს ბალანსი.
მორიელი - ცხარე ჩიპსები
ცნობილია, რომ მორიელებს ყველაზე მეტად ინტენსიური ემოციები უყვართ. ანალოგიურად, მათ მოსწონთ გემო, რომელიც წყურვილის უსასრულო შეგრძნებას წარმოქმნის. გემო, რომელთან ყველაზე ახლოსაც ცხარე ჩიპსებია.
მშვილდოსანი - ხრაშუნა ორცხობილა
მშვილდოსანი, ალბათ, ყველაზე მხიარულია ზოდიაქოს ნიშანია. მათ ყველაზე მეტად წვეულებები უყვართ - ცოტა არაჯანსაღი, ცოტა დინამიკური და ძალიან სახალისო. ზუსტად ისეთივე, როგორიც ხრაშუნა ორცხობილაა.
თხის რქა - კრეკერი
ეს არის ნიშანი, რომელიც ცნობილია როგორც პრაქტიკული, მიზანმიმართული და შრომისმოყვარე. ანალოგიურად, კრეკერი-თევზები არის საჭმელი, რომელიც წლების განმავლობაში აკმაყოფილება სასუსნავების მოთხოვნილებას. დიდი მადლობა, კრეკერებო!
მერწყული - პოპკორნი
მერწყული ჰაერის ნიშანია და ისაა ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი, მხიარული და მრავალმხრივი ნიშანი. პოპკორნი კი ჰაეროვანი საჭმელია, რომელიც მუდამ მზადაა ხელიდან დაგვისხლტეს და სხვა მიმართულებით გაეშუროს. ზუსტად ისევე, როგორვ მერწყული.
თევზები - ჟელიბონი
ჟელიბონი რბილი, ტკბილი, ფერადი და, ბავშვობური სასუნავნია. შესაბამისად, კი ძალიან ნოსტალგიურიც. თევზებიც ნიშანზეც ხომ სწორედ იგივე ითქმის?
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია