ჰოროსკოპი

რატომ აქვთ ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე დიდი გული? 19 ჭეშმარიტება ლომების შესახებ...

რატომ აქვთ ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე დიდი გული? 19 ჭეშმარიტება ლომების შესახებ...

1. ლომების იღბლიანი რიცხვებია 1, 4 და 6.

2. ლომები ცეცხლოვანი და თავდაჯერებული არსებები არიან. თითქმის შეუძლებელია ვინმემ მათ ხიბლს შეეწინააღმდეგოს.

3. ლომები ბუნებით ლიდერები არიან. მათ სჯერათ, რომ ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ და მათთვის არ არსებობს პასუხი „არა“ და „ვერ“. ისინი ბევრს შრომობენ საკუთარი მიზნების მისაღწევად და არასოდეს ნებდებიან.

4. ლომები უაღრესად ერთგულები არიან ყველაფრის მიმართ, რასაც აკეთებენ და ამ მიდგომით ცდილობენ გახდნენ საუკეთესო ადამიანები.

5. ლომები უზომოდ კეთილი და თავაზიანი ადამიანები არიან. მაგრამ მათი განწყობა მთლიანად დამოკიდებულია სიტუაციასა და სხვა ადამიანებზე. ხოლო თუ თქვენ შეეცდებით მათი სიკეთით ბოროტად ისარგებლოთ, ისინი ყოველგვარი ყოყმანისა და სინანულის გარეშე გაგიშვებენ.

6. ლომები ამაყები არიან, ზოგჯერ კი ამპარტავნებიც კი. ისინი არავის მისცემენ თავზე გადავლის უფლებას. ისინი უბრალოდ ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგანან.

7. ლომები შესანიშნავი საყვარლები არიან. მაგრამ, მათ არ ეშინიათ მარტოობის. უყვართ ცეცხლოვანი, ვნებიანი და დამათრობელი ურთიერთობები. ამიტომ ისინი არასოდეს თანხმდებიან ნაკლებს.

8. როცა ლომს უყვარს, უყვარს ძლიერად. მისთვის მხოლოდ ერთი მიდგომა არსებობს: „ყველაფერი ან არაფერი“ და თქვენგანაც იგივეს მოითხოვს.

9. ლომებს საკუთარ თავში დარწმუნებული, თავდაჯერებული, ადამიანები იზიდავთ. მათ სჯერათ, რომ თავდაჯერებულობა, ადამიანის ყველაზე სექსუალური თვისებაა.

10. ლომებს ეზიზღებათ მატყუარა, თაღლითი და მანიპულატორი ადამიანები. ისინი დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს და არავის აძლევენ ზემოქმედების უფლებას.

11. ლომები ძლიერი და თავდაჯერებული ადამიანები არიან და შეუძლიათ თითქმის ყველას გაუგონ. მათ გვერდით ყოფნა, უბრალოდ კომფორტის და სითბოს ფეიერვერკია.

12. ლომები ყოველთვის გამოწვევის წინაშე დგანან და ბოლომდე იბრძვიან. მათ აქვთ თანდაყოლილი მოთხოვნილება, მოიგონ ყველა ბრძოლა, რომელიც ცხოვრების გზაზე შეხვდებათ.

13. ლომები სულით დიდი ბავშვები არიან. ისინი არასდროს იზრდებიან და აღფრთოვანების განცდა მათთვის ყველაზე მეტად ნიშნავს. მათ აუცილებლად აქვთ ბავშვობისდროინდელი ჰობი, რომელიც დღემდე ძვირფასია.

14. ლომების ფერი ოქროსფერია.

15. ლომების მთავარი ნაკლი ისაა, რომ ისინი ხშირად უკიდურესად რადიკალურები არიან. ისინი ყველგან ეძებენ ყურადღებას და როდესაც მას ვერ იღებენ, ისინი უბრალოდ მიდიან...

 16. ლომების ანატომიური უბანია გული. ამბობენ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ყველაზე დიდი გული აქვთ.

 17. ლომებს უყვართ კომპლიმენტები და კეთილი სიტყვებით. მათ უნდათ, რომ ყველამ შეამჩნიოს მათი განსაკუთრებული თვისებები.

18. ლომები რთული არსებები არიან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ხშირად აღიქმება, როგორც ზედაპირული და ეგოისტი პიროვნება. სიმართლე ისაა, რომ გულის სიღრმეში, ის გაცილებით მეტია.

19. ლომების ნამდვილი პიროვნება იმალება მანამ, სანამ უფრო ღრმა დონეზე არ გაიცნობთ. ისინი გარკვეულწილად დაუცველი, იდუმალი და ძნელად შესაცნობი ადამიანები არიან. მაგრამ, როდესაც ლომის გულს გაიცნობთ, ისინი სამუდამო კვალს დატოვებენ თქვენს გულზე.