3 ყველაზე დრამატული ზოდიაქოს ნიშანი ასტროლოგიაში - ისინი აზვიადებენ ყველაფერს!
- 19.11.2021
დრამა მრავალი ფორმით არსებობს. ზოგჯერ, ეს ნიშნავს სკანდალების მოწყობას, ხოლო ზოგჯერ ცრემლების შადრევანს; ხშირად კი, დრამა სხვა არაფერია, თუ არა ყურადღების ცენტრში ყოფნის დაუძლეველი სურვილი. თუ ეს სიტუაციები თქვენთვის კარგად ნაცნობია, გილოცავთ! თქვენ დრამის ნამდვილი დედოფალი ხართ!
მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ზოგიერთი ადამიანი, უბრალოდ, დრამისთვისაა შექმნილი. და მოდით, კარგად გავიცნოთ ისინი!
1. კირჩხიბი
კირჩხიბს არ ეშინია დაუკავშირდეს საკუთარ ემოციებს. თანაც, როგორიც არ უნდა იყოს ისინი. ის პიროვნულად მიზანდასახულია, რაც შესანიშნავია, მაგრამ ზოგჯერ, ეს დადებითი თვისება, შესაძლოა უმიზნო კონკურენტუნარიანობაში გადაიზარდოს.
ყოველთვის, როდესაც მისი ხასიათი „დრამატულ“ განწყობაზე გადავა, ის უბრალოდ ისტერიკულ პრინცესად (დიახ, მაშინაც კი, თუ ის მამაკაცია!) გადაიქცევა. ამ დროს, არ აქვს მნიშვნელობა, მან უბრალოდ საწადელს ვერ მიაღწია, თუ მხოლოდ ემოციებითაა სავსე, კირჩხიბი უბრალოდ თავს კარგავს.
ამ დროს, იდეალური გამოსავალი, მისი რეალობაში დაბრუნებაა. ხოლო თუ მოცემულ მომენტში შეუძლებელია, ჩვენი რჩევაა გაიქცეთ, თანაც, რაც შეიძლება შორს!
2. ლომი
ლომი არის საუკეთესო დრამის დედოფალი, ვინც კი ოდესმე დაბადებულა!
მას უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ცხოვრებაში მაღალი სტანდარტები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იცის - ის უბრალოდ საუკეთესოს იმსახურებს. თუმცა, ის ფაქტი, რომ ვნებიანობასა და დრამატულობას შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება, ლომმა ამ დრომდე ვერ გაარკვია.
მას შეუძლია გახდეს ამპარტავანი და ეგოისტური, თანაც იმ დონეზე, რომ სამყაროში მიმდიანრე ყველა მოვლენა საკუთარ თავს დაუკავშიროს! მაგრამ თუ იმას მისცემ, რაც მას სურს, ის დამშვიდდება... საბოლოოდ.
3. მორიელი
სიტყვა „ვნება“ მორიელისთვის არის შექმნილი. თუმცა ეს გრძნობა, შეიძლება მრავალი ფორმით გამოვლინდეს...
ჩვეულებრივ, ის ყველაზე მეტად სექსით და ცხოვრებისეული საიდუმლოებებით არის გატაცებული, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს ვნება, რაღაც უფრო მძიმე ფორმით ვლინდება. მისი ხასიათიდან გამომდინარე, ბევრს არ უკვირს, რომ ნერვიულობის დროს, მორიელი ცოტათი ემოციური და აგრესიული გახდება...
დიახ, სწორედ მიხვდით - თუ ის გაბრაზებულია, ვინც მასთან ახლოსაა, უბრალოდ უნდა გარბოდეს. რადგან მისი ბრაზი გადაიქცევა რაღაც ზედმეტად დრამატულ და ძალადობრივ მოვლენად. მასთან მსჯელობას, ნამდვილად სჯობს უბრალოდ გაიქცეთ და გამოქვაბულში დაელოდოთ, თუ როდის გადაივლის ქარიშხალი.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, მორიელი, ლომი, კირჩხიბი