2022 წლის თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
- 02.02.2022
თებერვალი პასუხისმგებლობით სავსე ნოტაზე დაიწყო - ახალი მთვარე მერწყულში 1 თებერვალს დაემთხვა. ეს მთვარე მოგიტანთ სურვილს იოცნებოთ, დაგეგმოთ და დასახოთ თქვენი მიზნები, ხოლო 4 თებერვლის შემდეგ, როდესაც მერკური რეტროგრადულ მოძრაობას დაასრულებს - იმოქმედოთ. ახლა, თქვენი ყურადღების ქვეშ მოექცევა ყველა ის პროექტი, იდეა თუ ურთიერთობა, რაც მერკურისა და ვენერას რეტროგრადულობის დროს შეფერხდა. რაც შეეხება 14 თებერვალს - სწორედ ამ დროს, მერკური გადავა მერწყულში, რაც ინოვაციური იდეებსა და გაზრდილი სოციალური ენერგიის წინაპირობაა. სიყვარულის დღეს ნამდვილად ოპტიმისტურად იგრძნობთ თავს!
16 თებერვალი შესანიშნავი მომენტი იქნება შემოქმედებითი და საქმიანი პროექტების დასასრულებლად, რადგან სავსე მთვარე ლომში წარმატებული დასასრულების საწინდარია! 18 თებერვალს კი, მზე თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადავა და ახალი, მეოცნებე და ემპათიური სეზონი დაიწყება. თუმცა მანამდე, წინ ენერგიული და აქტიური თებერვალია....
ვერძი
ძვირფასო ვერძებო, ამ თვეში ფოკუსირება მოახდინეთ ჯგუფურ პროექტებზე და ხალხის შთაგონებისკენ მიმართეთ თქვენი ცეცხლოვანი ხასიათი. ეს შესანიშნავი დროა თქვენი გუნდის, მეგობრების ან საზოგადოების წარმართვისთვის. მოგვიანებით, აუცილებლად დაიმსახურებთ შექებას, რაც საბოლოოდ გაგრძნობინებთ საკუთარ ძალას. დიახ, ჩვენ ვიცით, რომ ბოლო პერიოდში თავდაჯერების ნაკლებობას უჩივით, ამიტომ გამოიყენეთ ამ თვის ჯადოსნური ენერგია! დარწმუნდით, რომ თქვენთან ერთად, ყურადღების ცენტში მოაქცევთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ერთად მუშაობდნენ. ასე, სასურველ სიყვარულს და პატივისცემასაც მიიღებთ!
კურო
ძვირფასო კუროებო, წინ ამბიციური თვე გელით, მაგრამ ამასთან, ეს იქნება გამოწვევების და პრიორიტეტების დასახვის თვეც. დაუთმეთ დრო ფიქრს, ოცნებასა და ენერგიის მობილიზებას - რაც არ უნდა მიუწვდომელი ჩანდეს თქვენი მიზანი, სწორი ტაქტიკის საშუალებით, თვის ბოლო ის თქვენი რეალობა იქნება. ეცადეთ, არ უგულებელყოთ თქვენი კეთილდღეობა ფინანსური და მატერიალური მიზნების მისაღწევად. დასვენება და ოჯახის გარემოცვაში გატარებული დრო საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ ემოციური წონასწორობა და მკაფიოდ განსაზღვროთ თქვენი გეგმები.
ტყუპები
ძვირფასო ტყუპებო, ამ თვეში შესაძლოა რაიმე ახალი ისწავლოთ ან სრულიად განსხვავებული პერსპექტივით დაინახოთ მოვლენები. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ცხოვრება მარადიული გაკვეთილია. ჩაუღრმავდით იმ საკითხებს, რომლებიც თქვენს ინტერესს იწვევს, გახსენით გონება და დასვით კითხვები. თქვენი ძირითადი რწმენები სწორედ მაშინ შეიცვლება, როდესაც სამყაროს ახალ გზებს აღმოაჩენთ. სულ მალე აღმოაჩენთ, რომ თქვენი საუბარი შთაგონებითა და ენერგიითაა სავსე, ხოლო თქვენი ინტელექტი იმაზე მეტია, ვიდრე სწორი ფაქტების ცოდნა. დიახ, ეს იდეებისა და შთაგონების პერიოდია!
კირჩხიბი
ძვირფასო კირჩხიბებო, ამ თვეში ღრმა და ინტიმური კავშირების დამყარებაზე იქნებით ორიენტირებული. დაიმახსოვრეთ, ინტელექტუალური კავშირი საუკეთესო გზაა ურთიერთობების დასაწყებად. ჩვენ კი გპირდებით, რომ ამ თვეში დაწყებული ურთიერთობები, აუცილებლად გადაიქცევა მნიშვნელოვან კავშირებად. გახსენით თქვენი თავდაცვის მექანიზმი და გაუზიარეთ სხვა ადამიანებს რა გიყვართ, რაზე ოცნებობთ და რას გეგმავთ. ფრთხილად შეაფასეთ ახალი ადამიანები - ვინ იცის, იქნებ სულ მალე თქვენი ცხოვრების მთავარ ადამიანად გადაიქცნენ... საკუთარი გულწრფელობით გააკვირვეთ სხვა ადამიანები, სამყარო კი, აუცილებლად დააფასებს თქვენს მცდელობას!
ლომი
ძვირფასო ლომებო, ვალენტინობის დღე უბრალოდ განსაკუთრებული იქნება! თქვენ შეძლებთ ურთიერთობას შემდეგ ეტაპზე გადაყვანას და სერიოზული პარტნიორული ვალდებულებების აღებას. მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერია გყავდეს ის ადამიანი, რომელიც მთელი გულით გიყვარს და რომელსაც უყვარხარ, შეეცადეთ მხოლოდ მასზე არ იყოთ ორიენტირებული. მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს ცხოვრებაში სხვა ადამიანებიც არსებობენ, არ შეწყვიტოთ საკუთარი თავის გახარება, შეინარჩუნეთ ცეცხლი, რომელიც გწვავათ და გახსოვდეთ, რომ რას ფიქრობთ საკუთარ თავზე, ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვების მოსაზრებები.
ქალწული
ძვირფასო ქალწულებო, ეს თებერვალი გთავაზობთ შესანიშნავ შესაძლებლობას, რომ ხელახლა გააცოცხლოთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი. სცადეთ ახალი ვარჯიში, ჭამეთ ახალ რესტორანში ან დაეხმარეთ სხვა ადამიანებს. თქვენ აღმოაჩენთ, რომ როდესაც თქვენი გონებრივი დატვირთვა მცირდება, მაშინ ენერგიით ივსებით. უარი თქვით სტანდარტული მუშაობის პრინციპზე, მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, იაქტიურეთ, შეცვალეთ თქვენი ყოველდღიურობა და დაინახავთ, თუ რა მშვენიერია ცხოვრება. მაგრამ ამასთან დაინახავთ, თუ რამდენი ენერგია, რესურსი და მიზანი გაქვთ...
სასწორი
ძვირფასო სასწორებო, ზოგჯერ ადამიანებმა, რომლებსაც თქვენი მხარდაჭერა ან მოტივაცია სჭირდებათ, არ იციან როგორ მოითხოვონ ეს. დაუბრუნდით თქვენს მეგობრებს და საზოგადოებას, სწორედ ისევე შთააგონეთ ისინი, როგორც შთააგონებთ საკუთარ თავს. გაუზიარეთ თქვენი იდეები ან შემოქმედებითი პროექტები ადამიანებს, რათა მათ ცხოვრებაში სიხარული და სილამაზე შემოიტანოთ. მოყევით ის შთამაგონებელი ისტორიები, თუ როგორ გადალახეთ თქვენი გამოწვევები. მოემზადეთ, რომ ამ თვეში, უამრავი ახალი ადამიანი შემოვა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გავა. გახსოვდეთ, რომ მეგობრობის დასრულება იმის მანიშნებელია, რომ თქვენ ორივემ ერთმანეთისგან ისწავლეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო...
მორიელი
ძვირფასო მორიელებო, იმისათვის, რომ მიაღწიოთ დიდ წარმატებას პროფესიულ ცხოვრებაში, თქვენ უნდა გქონდეთ სტაბილური და ჯანსაღი საფუძველი პირად ცხოვრებაში. დროა სერიოზულად მოეკიდოთ სახლში არსებულ არეულობასა და ნეგატიურ ენერგიას. სწორედ ეს თრგუნავს თქვენს ემოციებსა და აზროვნებას. პრიორიტეტად აქციეთ კარგად ყოფნა და შეეცადეთ, კომფორტულად იყოთ საკუთარ ტყავში. გადაწყვეტილება, რომ პირველ ადგილზე საკუთარი თავი უნდა დააყენოთ, შესაძლოა სხვებმა არასწორად გაიგონ, მაგრამ ეს დაგეხმარებათ გონებრივი სიმშვიდის მოპოვებაში და პროფესიული წარმატების მიღწევაში.
მშვილდოსანი
ძვირფასო მშვილდოსნებო, მოსალოდნელია, რომ თქვენი სოციალური ცხოვრება ბევრად უფრო დატვირთული გახდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ხალხი თქვენი იდეებით იქნება აღფრთოვანებული. თქვენი განმანათლებლური პერსპექტივა და შთამაგონებელი საუბრები ლიდერის პოზიციაში ჩაგაყენებთ. მოსალოდნელია, რომ ადამიანები დაინტერესდებიან თქვენი რჩევებითა და რეკომენდაციებით. თუმცა, გახსოვდეთ, რომ იყოთ არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ მოსწავლე - ყოველთვის არის რაღაც, რისი სწავლაც სხვებისგან შეგიძლიათ...
თხის რქა
ძვირფასო თხის რქებო, ამ თვეში მიჰყევით ნებისმიერ იდეას, რათა შეძლოთ დამატებითი შემოსავალის მიღება. იპოვნეთ სწორი ბალანსი, რათა მოულოდნელი შესაძლებლობების გამოტოვების გარეშე შეძლოთ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება. უთხარით „დიახ“ ახალ შემოთავაზებებს - სწორედ ინოვაციური და ოპტიმისტური ცვლილებები დაგეხმარებათ მოაგვაროთ ფინანსური პრობლემები და შექმნათ მატერიალური უსაფრთხოება.
მერწყული
ძვირფასო მერწყულებო, პირველ რიგში, გილოცავთ დაბადების დღეს! ეს თქვენი დროა, ამიტომ ამ თვეში ხელახლა დაუკავშირდებით იმას, რაც საკუთარ ძალას, საკუთარ უნიკალურობას გაგრძნობინებთ. იყავით ავთენტური, შეცვალეთ საკუთარი სტილი, გაიხსენეთ დიდი ხნის დავიწყებული ბავშვობის ოცნებები და აირჩიეთ ჯანსაღი ჩვევები. ამ გზით შეძლებთ გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება. ამ თვეში მოგიწევთ დაამყაროთ სრულყოფილი ბალანსი ურთიერთობებსა და დამოუკიდებლობას შორის. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენს პარტნიორს, პიროვნული განვითარებისთვის, ისევე სჭირდება თავისუფლება, როგორც თქვენ. იპოვეთ გზა, რომ გახდეთ ერთმანეთის მოგზაურობის ნაწილი ისე, რომ ერთმანეთს სული არ შუეხუთოთ.
თევზები
ძვირფასო თევზებო, ამ თვეში თქვენ შეპყრობილი იქნებით სხვების მხარდაჭერის სურვილით, მაგრამ თუ ფრთხილად არ იქნებით, ამ გზაზე, შესაძლოა, პირადი თავისუფლების გრძნობა დაკარგოთ. გააძლიერეთ პირადი საზღვრები, რათა შეინარჩუნოთ სწორი ბალანსი თქვენს გონებრივ და ფიზიკურ სამყაროებს შორის. ივარჯიშეთ, რათა ისე გასცეთ რჩევები, ემოციები და რესურსები, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოთ. დაეხმარეთ ყველას, ვინც თქვენს თანადგომას საჭიროებს, მაგრამ გაეცალეთ მათ, როდესაც შენიშნავთ, რომ პრობლემის მთელი სიმძიმე თქვენს მხრებზეა გადმოტანილი...
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია