LIFE

გახდი საკუთარი თავის სანტა და მოიგე iPhone 14

გახდი საკუთარი თავის სანტა და მოიგე iPhone 14

ბილაინმა მუსიკის, მედიისა და ტექნოლოგიების მსოფლიოში წამყვან კომპანპანიასთან, Stingray Group Inc. ერთად წინასაახალწლოდ აბონენტების სურვილების ასრულება გადაწყვიტა და ამისთვის სახალისო გათამაშება დაიწყო, რომლის გამარჯვებულსაც საოცნებო პრიზს, iPhone 14-ს გადასცემს.

გათამაშება 25 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია, ხოლო არასრულწლოვანს მშობლის/კანონიერი მეურვის თანხმობა დასჭირდება.


გათამაშების პირობები ძალიან მარტივია:

  • გაიაქტიურე ბილაინის ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც საჩუქრად Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტი მოჰყვება.
  • გადმოწერე Stingray Music-ის აპლიკაცია და გაიარე მარტივი ავტორიზაცია.
  • აპლიკაციაში აირჩიე შენი ფავორიტი მუსიკალური არხი და საჯაროდ გააზიარე ფეისბუქის პირად გვერდზე ჰეშთეგით #BeelineMusic
  • გათამაშების გამარჯვებული გახდება ის ადამიანი, ვინც 25 დეკემბრის ჩათვლით გაზიარებულ პოსტზე ჯამურად ყველაზე მეტ რეაქციას დააგროვებს.
  • აუცილებელია, რომ შენს მიერ გაზიარებული პოსტი საჯარო იყოს.
     


პრიზის მისაღებად გამარჯვებულმა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად სიმ ბარათი უნდა წარადგინოს.


Stingray Music მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურად მისთვის შექმნილ სიმღერების კრებულს, მომხმარებლის მიერვე მოძებნილი შემსრულებლების მიხედვით. ამასთან, მხოლოდ „ბილაინის“ აბონენტებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ  Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტით, რომელის სხვა შემთხვევაში თვეში $3.99-ი ღირს. პრემიუმ პაკეტი უზრუნველყოფს მაღალ გარჩევადობას და მუსიკის მოსმენას რეკლამის გარეშე.

Stingray Music-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android სისტემაზე.