LIFE

7 წიგნი, რომლებიც რთულ კითხვებზე პასუხის პოვნაში დაგეხმარებათ

7 წიგნი, რომლებიც რთულ კითხვებზე პასუხის პოვნაში დაგეხმარებათ

დღეს ახალი რაღაცების გასაგებად უამრავი გზა არსებობს - პოდკასტები, ვიდეოები თუ საინტერესო სტატიები. თუმცა თვითგანვითარებისთვის წიგნი მაინც შეუცვლელია.

ზოგჯერ ჭკვიანური წიგნების კითხვა რთულია და გზაში გვებეზრდება. ამიტომ, ჯობს ისეთი წიგნებით დაიწყოთ, რომლებიც მარტივი ენითაა დაწერილი. ამ სიით სწორედ ასეთი წიგნები შევარჩიეთ: სამყაროს გაჩენიდან დაწყებული, ცხოვრების აზრის პოვნით დამთავრებული.

აინ რენდი - „პირველწყარო“

აინ რენდი ბევრი მდიდარი და წარმატებული ადამიანის საყვარელი მწერალია (მაგალითად, სტივ ჯობსისა და დონალდ ტრამპის).

„პირველწყარო“ ღრმა შინაარსის წიგნია, ძალიან მარტივად იკითხება. ავტორი ყვება იმაზე, თუ როგორ იპოვო საკუთარი თავი, როგორ იყო შინაგანად თავისუფალი და რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი ინტერესების დაცვა.

პაოლო კოელიო - „ალეფი“

კოელიოს წიგნებს მთელ მსოფლიოში კითხულობენ (მისი თაყვანისმცემლები არიან მადონა, უილ სმიტი და ბილ კლინტონიც).

„ალეფი“ ავტობიოგრაფიული რომანია. მთავარი პერსონაჟი გრძნობს, რომ მისი ცხოვრება ჩიხში შევიდა და ვეღარ ვითარდება. ამიტომ ის მოგზაურობას იწყებს. წიგნი დაგეხმარებათ, დაფიქრდეთ ცხოვრების აზრზე და დაიბრუნოთ სულიერი წონასწორობა.

ლორან გუნელი - „ღმერთი ყოველთვის ინკოგნიტოდ მოგზაურობს“

თუ ცხოვრებაში გზა აგერიათ და აღარ იცით, საით წახვიდეთ, ეს წიგნი სწორედ თქვენთვისაა. ის გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერად იქცა.

წიგნი გვასწავლის, როგორ გავიხაროთ უბრალო წვრილმანებით და როგორ ვიპოვოთ ცხოვრების აზრი მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ ყველაფერი დავკარგეთ. სიუჟეტი ძალიან სწრაფად ვითარდება და ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

ელინორ ჰოჯმან პორტერი - „პოლიანა“

მართალია, ეს საბავშვო წიგნია, მაგრამ დიდებმაც აუცილებლად უნდა წაიკითხონ. ის გვასწავლის, როგორ ვიაზროვნოთ პოზიტიურად, რის გამოც მას ფსიქოლოგებიც ხშირად უწევენ რეკომენდაციას.

მთავარი გმირი პატარა გოგონა პოლიანაა, რომელსაც მშობლები დაეღუპება. მიუხედავად უამრავი გაჭირვებისა, ის იგონებს თამაშს - ყველაფერ ცუდში იპოვოს რაღაც კარგი. ეს თამაში მასაც ეხმარება და მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც ცვლის.

იუვალ ნოი ჰარარი - „საპიენსი ადამიანის მოკლე ისტორია“

ბილ გეითსმა თქვა, რომ ამ წიგნს უკაცრიელ კუნძულზეც კი წაიღებდა. ის ძალიან უბრალო ენით ხსნის კაცობრიობის მთელ ისტორიას - პირველი ადამიანების გაჩენიდან დღევანდელ ტექნოლოგიებამდე.

ავტორი საინტერესოდ ყვება, როგორ შეიქმნა რელიგიები, სახელმწიფოები და ფული, და რას უნდა ველოდოთ მომავალში.

ნილ დეგრას ტაისონი და დონალდ გოლდსმიტი - „ყველაფრის ისტორია“

თუ წინა წიგნი ადამიანების ისტორიაზე იყო, ეს წიგნი მთელი სამყაროს გაჩენაზეა. ავტორები მოკლედ და გასაგებად ყვებიან, რა ხდებოდა დიდი აფეთქებიდან სიცოცხლის გაჩენამდე.

წიგნიდან გაიგებთ უამრავ საინტერესო ფაქტს კოსმოსზე და იმაზე, თუ როგორ აკეთებენ მეცნიერები დიდ აღმოჩენებს.

რეი ბრედბერი - „451º ფარენჰეიტით“

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც წიგნები აკრძალულია და მათ წვავენ, ხოლო ადამიანებს მხოლოდ ტელევიზორის ყურების უფლება აქვთ. სწორედ ასეთ მომავალზე წერს რეი ბრედბერი.

ეს წიგნი გვაფიქრებს იმაზე, თუ რამხელა ძალა აქვს ცოდნას და რაემართება საზოგადოებას, თუ ის წიგნების კითხვასა და ფიქრზე უარს იტყვის.