ყველა ქალს ჰქონია მომენტი, როცა სარკეში ჩაუხედავს და უფიქრია, რომ ცოტა მეტი თმა არ აწყენდა. საქმე ყოველთვის ღეროების რაოდენობაში როდია - ხშირად პრობლემა თმის სტრუქტურა და არასწორად შეჭრილი ფორმაა.
სწორად შერჩეულ ვარცხნილობას შეუძლია სრულიად შეცვალოს სიტუაცია - ყოველდღიური წვალების, დამძიმებული სპრეებისა და თმის დაგრძელების გარეშე. აი, 5 ფორმა, რომელიც თმას ვიზუალურად ბევრად უფრო სქელსა და ჯანსაღს გამოაჩენს.
1. სწორი, ბლაგვი ბობი (Straight Bob)
ეს ვარცხნილობა თხელი თმისთვის ნამდვილი ხსნაა. მთავარი საიდუმლო თმის ბოლოების აბსოლუტურად სწორ, მკვეთრ ხაზშია. როცა ბოლოები თანაბრად არის შეჭრილი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თმა ძირებიდან ბოლოებამდე თანაბრად სქელი და მჭიდროა.

-
რჩევა: თმა გვერდზე გადაიყავით - ასე სიმეტრია დაირღვევა და თმის ძირები ავტომატურად აიწევს.
-
ოპტიმალური სიგრძე: ბობი ნიკაპის გასწვრივ ან ოდნავ ქვემოთ უნდა მთავრდებოდეს. უფრო გრძელი თმა უკვე მძიმდება და მოცულობას კარგავს.
2. ფენებიანი ვარცხნილობა / "კიბე" (Layered Cut)
შრეებად შეჭრილი თმა მოცულობის შესაქმნელად საუკეთესო ხერხია. თხელი თმის შემთხვევაში მოკლე შრეები ქვედა, უფრო გრძელ თმას ეყრდნობა და მაღლა წევს.

-
მთავარია ტექნიკა: გადასვლები უნდა იყოს ძალიან რბილი და ბუნებრივი, რომ "საფეხურები" უხეშად არ გამოჩნდეს.
-
მაქსიმალური ეფექტი: განსაკუთრებით კარგად მუშაობს, როცა თმა შედარებით მოკლედ იჭრება კეფასა და თხემზე - ეს ვარცხნილობას ძირებიდანვე ანიჭებს ფორმას.
3. პიქსი (Pixie) - მოკლე, ტექსტურული ვარცხნილობა
ნუ შეგაშინებთ თმის მოკლედ შეჭრა. მოკლე თმა მსუბუქია, საკუთარი წონით ქვემოთ არ ეშვება და ბუნებრივად ინარჩუნებს სიმრგვალესა და მოცულობას.

-
ტექსტურის ძალა: კარგი სტილისტი თმას ერთ სიგრძეზე კი არ ჭრის, არამედ ქმნის სხვადასხვა სიგრძის "ცოცხალ" ღეროებს, რომლებიც ერთმანეთს ედება და სქელი თმის ილუზიას ქმნის.
-
დაგრძელებული ჩელკა: წარბებამდე ე.წ. "ჩელკა" თხელ თმას განსაკუთრებით უხდება - ის წინა მხარეს ანიჭებს მოცულობას, კეფა კი მსუბუქი და ჰაეროვანი რჩება.
4. "შეგი" (Shaggy) - მსუბუქი, ქაოსური შრეები
ეს ვარცხნილობა ეფუძნება კონტრასტს: მოცულობითი ზედა ნაწილი და შედარებით თხელი, დაფილირებული ბოლოები.

-
რატომ მუშაობს: აქცენტი კეთდება სახის ირგვლივ შეიჭრილ ღეროებსა და ჩელკაზე. როცა სახის გარშემო თმა მოცულობითად და ტექსტურულად გადმოდის, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთლიანად თმა ძალიან ბევრი და სქელია.
5. "რვაფეხა" (Octopus Cut)
ეს სტილი "შეგის" თანამედროვე ვარიაციაა. თხემზე ინარჩუნებს მრგვალ, "ქუდისებრ" მოცულობას, ხოლო ქვედა ღეროები ჩამოშლილია მსუბუქ შრეებად. ვარცხნილობა თმას ანიჭებს როგორც სიმჭიდროვეს, ისე თანამედროვე, ოდნავ დაუდევარ და ეფექტურ იერს.

„ჩოლკა“ და სახის ზონის საიდუმლო
დეტალებს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს:
-
სწორი ან ტექსტურული "ჩოლკა“ სახის ზონაში თმას ვიზუალურად ამჭიდროვებს.
-
ორად გაყოფილი ჩოლკა ("ფარდა") ან გრძელი, გვერდზე გადაწეული ჩოლკა თვალის ყურადღებას ეგრევე წინა პლანზე იპყრობს. თუ წინა ნაწილი სქელი და სტრუქტურულია, ტვინს ავტომატურად ექმნება შთაბეჭდილება, რომ მთლიანად თმა ასეთივე უხვია.
-
საფეთქლები: საფეთქლებზე თმა ხშირად მეჩხერია, გამოცდილი სტილისტი იქ ოდნავ მეტ სიგრძეს ტოვებს, რომ კანმა არ გამოანათოს.
3 შეცდომა, რომელიც თმის მოცულობას კლავს
-
ზედმეტი სიგრძე: როგორც კი თმა ბეჭებს ცდება, საკუთარი წონით ქვემოთ ეწევა და ძირების მოცულობა საერთოდ ქრება.
-
სტილისტთან ვიზიტის გადადება: გაყოფილი და გათხელებული ბოლოები თმას უფრო ვიწრო და აწეწილ იერს აძლევს. ბოლოების რეგულარული გაფორმება აუცილებელია.
-
არასწორი გაშრობა: თუ ფენს ზევიდან ქვემოთ მიმართავთ, თმა ძირებშივე ჩაწვება. მოცულობის მისაღებად თმა უნდა გააშროთ ძირების წამოწევით, ჰაერის ნაკადის ქვემოდან ზემოთ მიმართვით.
თემები: თმა, ვარცხნილობა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია