LIFE
7 საახალწლო რიტუალი ესპანელებისგან, რათა 2023 წელს, ჯანმრთელობა, სიყვარული და ფული მოიზიდოთ
- 24.12.2022
-
შამპანურის ჭიქაში ჩაამატეთ *ოქრო*
ესპანეთში მიაჩნიათ, რომ შამპანურის ჭიქაში ოქროს ბეჭდის ან რაიმე ოქროს სამკაულის ჩაგდება და მისგან დალევა იგივეა, რაც ახალი წლის ღამეს, თვით *სიმდიდრის* დალევა.
-
მომავალი წლისთვის, მეუღლეს ხომ არ ეძებთ?
თუ მომავალ წელს გსურთ დაოჯახება, ან იმ ერთადერთი და განსაკუთრებული ადამიანის პოვნა, მაშინ ახალი წლის ღამეს, სანამ 00:00 გახდება, წამებით ადრე, სკამზე უნდა იჯდეთ და ახალი წლის შემოსვლასთან ერთად, სამჯერ სწრაფად უნდა ადგეთ და დაჯდეთ. ზედიზედ.
დიახ, როგორც მიხვდით, საკმაოდ სწრაფად უნდა იმოქმედოთ!
-
მოიშორეთ ენერგია, რომელიც აღარ გჭირდებათ.
ამისათვის საჭიროა *გაასუფთაოთ* სახლის ყველა კუთხე. მათ შორის, ცოცხით ჩამოწმინდოთ ჭერი, კარ-ფანჯრის ჩარჩოები, გამოგავოთ იატაკი - თანაც, არც ავეჯის ქვეშ შეძრომა არ დაგავიწყდეთ.
სიმბოლურად, ესაა რიტუალი, რომელიც გამოხატავს წინა წლის ნეგატიური ენერგიის მოშორებას.
-
მეტი იის და ოქროს ფერები!
საახალწლო სუფრა აუცილებლად გააფორმეთ იასამნისფერი და ოქროსფერი ელემენტებით. ესპანელები მიიჩნევენ, რომ ესაა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის ფერები.
-
ჩაიცვი რაღაც ახალი.
ეს შესაძლოა აქამდეც გსმენიათ: ახალი წლის ღამეს, ჩაიცვით რაღაც ახალი, სასურველია, წითელი ფერის - ასე მარტივად მოიზიდავთ კეთილდღეობას და ვნებას. სრულიად ახალი ნივთები დაგეხმარებათ, რომ ახალი წელი წარსული პრობლემების გარეშე დაიწყოთ.
-
გააჩუქეთ ის, რაც აღარ გჭირდებათ.
გაათავისუფლეთ თქვენი ცხოვრება ყველაფრისგან, რაც არ გჭირდებათ. იქნება ეს ტანსაცმელი, წიგნები, ჭურჭელი თუ ნებისმიერი რამ.
ეს საქველმოქმედო ქცევა, ახალი წლის ბედნიერი დასაწყისის აუცილებელი წინაპირობაა.
-
როდესაც შუაღამე დადგება, მიირთვით ყურძენი.
ახალი წლის დადგომამდე მიირთვით ყურძენის 12 ლებანი, თანაც სათითაოდ. დაიმახსოვრეთ, თითოეულ ყოველ ყურძენს, ერთი სურვილი უნდა სთხოვოთ.
ეს შესანიშნავი გზაა, რათა მკაფიოდ განსაზღვროთ თქვენი მომავალი წლის პრიორიტეტები.
თემები: