LIFE

ჩურჩულის მეთოდი: მანიფესტაციის მარტივი გზა, რომელიც 2023 წელს, სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ

ჩურჩულის მეთოდი: მანიფესტაციის მარტივი გზა, რომელიც 2023 წელს, სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ

უკვე დაისახეთ 2023 წლის მიზნები? მაშინ ჩვენ მათ მიღწევაში დაგეხმარებით!


ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენს ცხოვრებას ფიქრები განსაზღვრავენ. მანიფესტაცია კი, ამ ფიქრების დალაგების, მატერიად გადაქცევის ეფექტური საშუალებაა. ესაა პროცესი, რომელსაც ყველა ჩვენგანი მიმართავს - უმრავლესობა კი, გაუცნობიერებლად. ასევე, ცნობილია, რომ მანიფესტაცია უნდა განხორციელდეს გარკვეული გზით, ათა მისი შედეგები ხილული გახდეს.

თუ აქამდე არ შეგიმჩნევიათ, რომ ის, რასაც თქვენი გონებით აკეთებთ, მანიფესტაციაა ან აქამდე ამ პროცესისთვის სახელი არ დაგირქმევიათ, მაშინ ჩვენ შემოგთავაზებთ მანიფესტაციის მარტივ გზას, რომელიც თქვენს ფიქრებს, კიდევ უფრო მალე გადააქცევს რეალობად. 

 
  • რა არის ჩურჩულის მეთოდი“?

პირველ რიგში, გადაწყვიტეთ რისი მიზიდვა გსურთ, რა არის თქვენი სურვილი. შესაძლოა, ეს იყოს სამსახურში დაწინაურება, ან თქვენი რომანტიკული ცხოვრების გაუმჯობესება.

როგორც კი გადაწყვეტთ, რა არის ის, რაც მართლა გსურთ, დაჯექით წყნარ ადგილას, შეწყვიტეთ ფიქრი სხვა საკითხებზე და წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვენი მიზნის რეალობად გადაქცევა.

მაგალითად, თუ სამსახურში დაწინაურება გსურთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინაშე თქვენი უფროსი დგას. შემდეგ, წარმოიდგინეთ, რომ ის თქვენკენ იხრება და შეგიძლიათ ყურში ჩასჩურჩულოთ ნებისმიერი რამ, რაც გსურთ. სწორედ აქედან იწყება მაგია - სამჯერ უთხარით ის, რაც სურთ, რომ მოხდეს:

დააწინაურე [თქვენი სახელი], დააწინაურე [თქვენი სახელი], დააწინაურე [თქვენი სახელი]“.

შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ თავდაჯერებული შედიხართ თქვენს სამსახურში და თქვენი უფროსი დაწინაურების შესახებ ინფორმაციას გამცნობთ.

მნიშვნელოვანია, რომ ეჭვი არ შეგეპაროთ - ის, რაც მანიფესტაციის დროს ჩაუთქვით, აუცილებლად შესრულდება.

გაახილეთ თვალები - ახლა თქვენ წარმატების გზაზე ხართ.

 
  • ეს მეტისმეტად მარტივია იმისთვის, რომ იყოს სიმართლე არა?

ექსპერტებიც კი ამბობენ, რომ ეს აპრობირებული მეთოდია.

დალილა სალგეირო, ევოლუციური ასტროლოგი და The Manifesting App-ის დამფუძნებელი, ამბობს:

ამ პროცესში მთავარი არის ის არის, რომ თქვენ უნდა გაათავისუფლოთ საკუთარი თავის ეჭვებისა და უარყოფითი მოლოდინებისგან. თქვენ უნდა გჯეროდეთ, რომ ეს მოხდება. იმისთვის, რომ მანიფესტაციამ ნამდვილად იმუშაოს, თქვენ უნდა წარმოიდგინოთ საკუთარი თავი იმ სიტუაციაში, რომელიც გსურთ, რომ იყოთ.

წარმოიდგინეთ თქვენი თავი იმ პოზიციაზე, რომელზეც ახლახანს გადაგიყვანეს. წარმოიდგინეთ როგორი შეგრძნება იქნება, რისი გაკეთება მოგიწევთ, რამდენს გამოიმუშავებთ.

ეს საშუალებას გაძლევთ მიუახლოვდეთ იმ განცდას, რომელიც გსურთ რომ თქვენი რეალობა გახდეს. თქვენ არ უნდა იფიქროთ, რომ ეს შეუძლებელია. მიზიდულობის კანონის თანახმად, თქვენ უნდა დაუახლოვდეთ იმ ენერგიას, რომელიც გსურთ, რომ მიიზიდოთ“.