ჯანმრთელობა

როგორ გავუმკლავდეთ ნაბახუსევს დღესასწაულების შემდეგ?

როგორ გავუმკლავდეთ ნაბახუსევს დღესასწაულების შემდეგ?

ახალი წლის სუფრა, გართობა და საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება, ნამდვილად წლის ფავორიტი მომენტია. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით, შემდეგ დღეზე - ნაბახუსევი ის პრობლემაა, რომელიც 1 იანვარს, ჩვენს უმეტესობას აწუხებს.

 
  • დალიეთ სითხეები

ალკოჰოლის შარდმდენი საშუალებაა, რის შედეგადაც, ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხე იკარგება. თუ ნაბახუსევზე, ასევე განიცდით ოფლიანობას, დიარეას და გულისრევას, შესაძლოა თქვენი სხეული გაუწყლოების პრობლემის წინაშე დადგეს. ამიტომ, გაღვიძებისთანავე მიიღეთ სუფთა წყალი, რათა თქვენმა ორგანიზმმა, წყლის ბალანსი აღიდგინოს.
  • მიირთვით ნახშირწყლები

ალკოჰოლი, ასევე, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, რაც იწვევს დაღლილობას და თავის ტკივილს. დამატებით, სასმლის ჭარბი მოხმარებისას, ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ საკვების მიღება. ნახშირწყლოვანი საკვები კი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ნაბახუსევის დისკომფორტს.
  • მიირთვით ჩა ან ყავ

ყავაში და ჩაიში არსებული კოფეინი მოქმედებს როგორც მასტიმულირებელი საშუალება. ის დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ დაღლილობის შეგრძნებას.
  • დაისვენე

იმისთვის, რომ ორგანიზმი ნაბახუსევიდან გამოვიდეს, აუცილებელია დასვენება. შეეცადეთ, რომ რაც შეიძლება მეტ ხანს გამოიძინოთ.
  • გაიხსენეთ კოჭა, იგივე ჯანჯაფილი

ჯანჯაფილი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ამიტომ, ის ბუნებრივად გაგათავისუფლებთ ალკოჰოლის ტოქსიკური ზემოქმედებისგან. ასევე, ის ეფექტურად ებრძვის ნაბახუსევის ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა, გულისრევა და დიარეა.  
  • გამოიჩინეთ მოთმინება

ნაბახუსევის შემდეგ, სრული რეაბილიტაციისთვის, სხეულს სულ მცირე 24 საათი სჭირდება. ამ დროის განმავლობაში, ორგანიზმი უნდა განთავისუფლდეს ალკოჰოლის ყველა ტოქსიკური ქვეპროდუქტისგან, დატენიანდეს, აღიდგინოს ღვიძლის ფუნქცია და ენერგია.

მხოლოდ ამის შემდეგ, თქვენ შეძლებთ დაუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს და ვინ იცის, იქნებ მეორე ნაბახუსევისთვისაც დაიწყოთ მზადება!