სტილი
2023 წლის მოდის 12 მარტივი ხრიკი - დეტალს შეუძლია შეცვალოს ყველაფერი!
- 20.01.2023
მოდური ქალების გარდერობი სავსეა კარგი ნივთებით, თუმცა ძალიან ხშირად, მაინც ვამბობთ, რომ „ჩასაცმელი არაფერი მაქვს“. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ უბრალოდ ამოვწურეთ ამა თუ იმ ნივთის ბუნებრივი პოტენციალი. ცხადია, ეს ნივთები არ უნდა მოვიშოროთ - ჩვენ მათ ახალი სიცოცხლე უნდა ვაჩუქოთ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ შეგვეშინდეს ექსპერიმენტების, გავითვალისწინოთ მიმდინარე ტენდენციები და ყველა ნაცნობი ნივთი, კიდევ ერთხელ მოვირგოთ - ამჯერად, განსხვავებულად. წლის დასაწყისი კი, სტილის გაკვეთილების იდეალური დროა!
თქვენს წინაშეა 2023 წლის მოდის 12 მარტივი ხრიკი, რომელიც თქვენს გარდერობს ახლებურად დაგანახებთ.
- თეთრი წინდები და მოკასინები - დაიმახსოვრეთ, ესაა კომბინაცია, რომელიც აუცილებლად უნდა მოირგოთ.
- ჯინსი ჯინსზე - ერთი შეხედვით თამამი, თუმცა დახვეწილი და ტრენდული გადაწყვეტილებაა.
- უარი თქვით ელეგანტურ შავ ლუქზე და მის ნაცვლად, შოკოლადისფერი აირჩიეთ!
- ვინ თქვა, რომ ძლიერი მხრების სილუეტი ტრენდული აღარაა?
- ყველაზე თამამებმა კი, მამაკაცური აქსესუარები უნდა მოირგონ - ჰალსტუხსა და მეტალის ჯაჭვზე რას იტყოდით?
- დარჩით თქვენი საყვარელი ნივთების ერთგული: მოირგეთ ჯინსის შარვალი, თეთრი მაისური, ლამაზი ქურთუკი და ყველაზე კომფორტული ფეხსაცმელი.
- იყავით მონოქრომული, თუმცა, აირჩიეთ განსხვავებული ქსოვილი და მასალა.
- და ნუ შეგეშინდებათ მკვეთრი ფერის, გამომწვევი აქსესუარის.
- მოირგეთ სპორტული ფეხსაცმლის ყველა ორიგინალური ვარიაცია.
- ქურთუკი კი, არც მეტი და არც ნაკლები, წელზე შემოიხვიეთ!
- განაგრძეთ მარადიული ჯინსის ქურთუკის ტარება, თუმცა უპირატესობა დიდ ზომას მიანიჭეთ.
- და მბზინავი ფეხსაცმლით გაახლეთ ნებისმიერი კლასიკური სილუეტი!
დიახ, სულ ესაა! ყველაფერი ახალი ხომ, კარგად დავიწყებული ძველია!
თემები: