LIFE

ციფრული და სტარტ-აპ ეკოსისტემების ხელშემწყობი პროექტები 

ციფრული და სტარტ-აპ ეკოსისტემების ხელშემწყობი პროექტები 

ბილაინმა 2022 წელს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის და ციფრული ეკოსისტემის სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები შეაჯამა.  კომპანიისთვის განათლების ხელმისაწვდომობა, ახალი თაობის მხარდაჭერა და მათი საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა, ციფრულ ეკოსისტემის განვითარებაზე ზრუნვა  მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, გასულ წელს ბილაინის მხარდაჭერით არაერთი აქტივობა განხორციელდა.


2022 წელს,
ბილაინის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო ფონდ-ის Educare Georgia ინიციატივით, ქართულად ითარგმნა  კიდევ ორი კურსი: კოსმოლოგია და ელექტრონული ინჟინერია. პროექტი  ორიენტირებულია, ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საქართველოში ყველასთვის გახადოს მსოფლიო დონის განათლება ხელმისაწვდომი. ხანის აკადემიის ვებ-გვერდის მეშვეობით, შეგიძლიათ ქართულ ენაზე სასურველი მიმართულებით მიიღოთ ცოდნა. ბილაინი აგრძელებს Educare Georgia-სთან თანამშრომლობას და სხვა საგნების ვიდეო გაკვეთილების ქართულად თარგმნას.

2022 წლის, 28-30 იანვარს, თბილისში,  Global Game Jam-ის 48-საათიანი ჰაკათონი გაიმართა. ასევე ღონისძიება, პარალელურ რეჟიმში, მსოფლიოს 600-ზე მეტ ლოკაციაზე ჩატარდა. ჰაკათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების გენერირებას, დაეხმაროს მონაწილეებს ახალი შესაძლებელობების და საინტერესო კონტაქტების შეძენაში. მობილური თამაშების პლატფორმა, ბილაინის ციფრული ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, კომპანიას ადგილობრივ ჰაკათონებში გამარჯვებულ მონაწილეებთან, წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.

გასული წლის 21 ივლისს, პირველად საქართველოში, სტრატ-აპ ბიუროს ორგანიზებით, Arrival-თან პარტნიორობით და ბილაინის მხარდაჭერით,  Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი მარცხის ისტორიები გაუზიარეს და ორგანიზატორებთან ერთად პირველად შექმნეს ქართული მეტავერს ღონისძიების პრეცედენტი. Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერიაა, რომელზეც სპიკერები დამსწრეებს საკუთარ ბიზნეს და პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებენ. მეტავერსი კი ის ვირტუალური სივრცეა, რომელიც მომხმარებლებს და შემქმნელებს კავშირის დამყარების შესაძლებლობას აძლევს.

2022 წლის ოქტომბერში, პლანეტის ყველაზე მასშტაბური ჰაკათონის NASA Space Apps Challenge 2022-ის ქართულ გამოშვების ღონისძიება გაიმართა, რომლის მხარდამჭერი ტრადიციულად ბილაინი გახლდათ. კონკურსის გამარჯვებული TON 618- გახდა, რომელმაც საჩუქრად მიიღო 5000 ლარი და შესაძლებლობა, რომ პროექტი NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ კონკურსზე წარადგინოს. NASA Space Apps ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია ჰაკათონის კონკურსანტებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და დედამიწის და კოსმოსის ყველაზე დიდ გამოწვევებს მოუძებნონ ინოვაციური გადაწყვეტა.

22-23 ოქტომბერს, თბილისში, კომპანია DeGameFi-ს ორგანიზებით წლის ყველაზე მასშტაბური ვებ3 კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 5 სხვადასხვა შინაარსის სივრცე: ბიზნეს ექსპო, სტარტ-აპ კონკურსის ოთახი, ტექ ოთახი, ნფტ გალერეა და სპეციალური სტუმრების ზონა. ღონისძიებამ გაერთიანა 1000 მეტი ადამიანი, ექსპერტ სპიკერები, საერთაშორისო და ადგილობრივი საინვესტიციო ფონდები, საერთაშორისო ვებ3 პროექტები, სახელმწიფო ინსტიტუტები და სხვა. აღნიშნულ ღონისძიებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში ციფრული სამყაროს შესახებ ცოდნის ამაღლებასა და ინტერესის გაღვივებაში.


17-19 ნოემბერს,  ForSet-ის ორგანიზებით  და ბილაინის მხარდაჭერით  Datafest Tbilisi 2022 გაიმართა. DataFest Tbilisi  გასულ წელს, უკვე მეექვსედ უმასპინძლა სტუმრებს. ფესტივალის ფარგლებში 5 თემის გარშემო ასობით სტუმარი და 40-ზე მეტი სპიკერი შეიკრიბა. მონაცემთა კონფერენციაზე ვორკშოპები და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლები, დისკუსიები და დატათონები რამდენიმე მიმართულებაზე იყო ფოკუსირებული: მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა ანალიზი და ღია მმართველობა, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი.

2022 წლის მიწურულს, ბილაინთან პარნიორობით კავკასიის რეგიონში კიდევ ერთი ყველაზე დიდი ტექ კონფერენცია - TOUCH გაიმართა. ღონისძიებამ სულ 1200-ზე მეტ დელეგატს, 55+ სპიკერსა და 35 მეტ პარტნიორს უმასპინძლა, ჩატარდა 5 ვორქშოფი, 46 ქინოუთ სესია და 6 პანელური დისკუსია. წელს TOUCH22-ს 4 მთავარი მიმართულება ჰქონდა არჩეული: ტექნოლოგიები, დიზაინი, ბიზნესი და მომავალი. სწორედ ამ თემების გარშემო გაერთიანდა სამიტის თითოეული აქტივობა.