LIFE
ის, თუ რას ამბობ, შენს ცხოვრებას განსაზღვრავს: თუ შეცვლი სიტყვებს, შეიცვლება შენი გრძნობები, ურთიერთობები და მთლიანად ცხოვრება
- 08.02.2023
როდესაც ჩვენ ვცვლით ჩვენს სიტყვებს, ვცვლით აზრებს და ვცვლით ცხოვრებას.ნეგატიური აზროვნების შაბლონის ცვლილება, თანმიმდევრულ და მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ესაა ცვლილება, რომელიც ყველა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან შენი ცხოვრება ზუსტად ისეთივეა, როგორც შენ ფიქრობ. ფიქრების ცვლილება კი, სიტყვებიდან იწყება. ამიტომ, ის, რასაც ამბობ და ის, რასაც საკუთარ თავს ეუბნები, შენს ცხოვრების განმსაზღვრელი ერთეულია.
-
„არ შემიძლია“ / „მე შემიძლია“
პოზიტივზე ფოკუსირება და ხმამაღლა თქმა, რისი გაკეთება შეგიძლია არის საუკეთესო გზა დაინახო შენი ძლიერი მხარეები. თუკი გამუდმებით იმაზე ფიქრობ, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია, ეს ნიშნავს, რომ გამუდმებით შენს სისუსტეებზე და ნაკლოვანებებზე ფიქრობ.
ნაცვლად იმისა, რომ გაიხსენო ყველაფერი ის, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია, დაფიქრდი (და წარმოთქვი) , რამდენი რამეა, რისი გაკეთებაც ნამდვილად შეგიძლია. ამ სიტყვებს სიმშვიდე, სიხარული და ბედნიერება მოაქვთ.
-
„მე ვერ შევძელი“ / „მე მივაღწიე“
სინამდვილეში, ცხოვრებაში უფრო მეტი წარმატება გვაქვს, ვიდრე წარუმატებლობა. ჩვენ მიდრეკილნი ვართ ხაზგასმით აღვნიშნოთ ის, რაც ვერ შევძელით, მაგრამ დავივიწყოთ ის, რასაც უკვე მივაღწიეთ.
ამიტომ, გაიხსენე შენი წარმატებები, თამამად ისაუბრე მათზე და გამარჯვებულის პერსპექტივით იყურე ცხოვრებას.
-
„მე არ ვარ“ / „მე ვარ“
ისეთი მარტივი აფირმაციები, როგორებიცაა - მე მშვიდი ვარ, მე ძლიერი ვარ, მე ბედნიერი ვარ, მე კმაყოფილი ვარ, მე კეთილი ვარ, მე მოსიყვარულე ვარ - ძალიან ეფექტური საშუალებაა, რათა დავინახოთ ყველა ის ძლიერი მხარე, რაც უკვე გვაქვს ან რაც გვინდა, რომ გვქონდეს.
აფირმაციები გვეხმარება, რომ დილა ღიმილიანი განწყობითა და მადლიერების გრძნობით დავიწყოთ. პარალელურად კი, გავიხსენოთ მიზანი, რომლისკენაც ასე ჯიუტად მივდივართ.
-
„მეზიზღება“ / „მიყვარს“
სიძულვილი ხომ ძალიან ძლიერი სიტყვაა, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენება. ეს სიტყვა მძიმე, შემზღუდველი ემოციების და რაც მთავარია, ნეგატიური ქცევის საფუძველია. ამასთან ერთად, ის არღვევს ჩვენს სიმშვიდეს და იპარავს ჩვენს სიხარულს. ამიტომ, ბევრად სწორია ვფოკუსირდეთ იმაზე, რაც გვიყვარს და არა იმაზე, რაც გვძულს.
-
„მე ვერ შევძლებ“ / „მე შევძლებ“
ნებისმიერი სურვილი თუ ოცნება, ისე წარმოთქვით, რომ ის მიღწევადია და ნუ შეგეშინდება, რომ ის არ მოხდება - „მე ვიპოვი ჩემი ცხოვრების სიყვარულს“, „მე მექნება ჩემი საოცნებო სამსახური“, „მე მექნება ყველაფერი, რაც მთელი გულით მინდა“.
ეს სიტყვები ამაღლებს ჩვენს განწყობას, კვებავს ჩვენს სულს და გვეხმარება ყოველდღიურად დავინახოთ შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს ოცნებასთან მიგვიყვანს.
თემები:
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია