ჯერ არ დაგიგეგმავთ ვალენტინობის დღე? Glovo, Tnet და VISA შეყვარებული მომხმარებლებისთვის გაერთიანდნენ
- 09.02.2023
სიყვარულის დღე ახლოვდება და ყველა შეყვარებულ ადამიანს, ტრადიციული კითხვა აწუხებს: როგორ გავახარო საყვარელი ადამიანი? როგორ დავგეგმო ვალენტინობის საღამო? რა ვაჩუქო? თუ ეს კითხვები თქვენთვის ძალიან ნაცნობია, მაშინ, გამოგვყევით.
მართალია ყვავილები და შოკოლადები ცუდი იდეა არ არის, მაგრამ ჩვენ თქვენთვის განსხვავებული, ორიგინალური და რაც მთავარია, დაუვიწყარი იდეები გვაქვს. თანაც, ხელმისაწვდომი - Glovo, Tnet და VISA ხომ შეყვარებული ერთგული მომხმარებლებისთვის გაერთიანდნენ! მაგრამ, მოდით, ჯერ მთავარ კითხვებს დავუბრუნდეთ...
როგორ გავახარო საყვარელი ადამიანი?
ამ კითხვაზე ორიგინალურ პასუხს ნამდვილად ვერ შემოგთავაზებთ. საყვარელი ადამიანის გასახარებლად, საჭიროა მხოლოდ თქვენი ყურადღება, ზრუნვა და მონდომება.
როგორ დავგეგმო ვალენტინობის საღამო?
ყველამ იცის, რომ საუკეთესო საჩუქარი, რომელიც შეიძლება საყვარელი ადამიანისგან მიიღო, ესაა დრო და ყურადღება. ამიტომ, ვალენტინობას, ჩვენ გთავაზობთ, რომ რომანტიკული საღამო დაგეგმოთ. თუ ვახშამი სანთლის შუქზე და რომანტიკული კომედიის კინო სეანსი თქვენთვის ტრადიციად იქცა, მაშინ, ქალაქგარეთ გატარებული საღამო, ნამდვილად გაახარებს თქვენს შეყვარებულს.
სად ნახავ საუკეთესო შეთავაზებებს თუ ფასდაკლებებს სასტუმროებსა და კურორტებზე? ამის პასუხი უკვე მრავალი წელია იცით - SWOOP-ზე. მაგრამ, წელს პირველად, ამ საოცარი შეთავაზებების ნახვა, უკვე Glovo-ზეა შესაძლებელი.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის - Glovo-ზე ვაუჩერის შეძენისას 1+1 აქციით ისარგებლებთ. ანუ, ნებისმიერი ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში, რომელიც ერთ ადამიანზეა გათვლილი, მეორე ავტომატურად თქვენი გახდება.
მაგრამ დაიმახსოვრეთ, აქ უფრო მოკრძალებული რომანტიკული საღამოს ბევრ სხვა ვარიანტსაც შეარჩევთ: რომანტიკული ვახშამი თუ მხიარული კარაოკე ბარი? არჩევანი თქვენზეა, თუმცა, იქნებ სახლში გეგმავთ დაუვიწყარი საღამოს მოწყობას და ჯერ არ იცით, რა აჩუქოთ...
რა ვაჩუქო საყვარელ ადამიანს?
ვალენტინობის საღამო რომ კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდეს, აუცილებელია საჩუქარი. საჩუქრის არჩევას ერთი ოქროს წესი აქვს: მნიშვნელობა არ აქვს თქვენ რა მოგწონთ, მთავარია, რა მოსწონს თქვენს განსაკუთრებულ ადამიანს. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ ის თქვენ ხართ, მისი სამოსი გაცვიათ, მისი ცხოვრებით ცხოვრობთ - ახლა უკვე იცით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი გააბედნიეროთ:
იქნებ ისეთი სუნამოს შერჩევა გსურთ, რომელიც შეყვარებულ ადამიანს რომ თავბრუს კიდევ უფრო დაახვევს? თავის მოვლის საშუალებები და კოსმეტიკა? სიყვარულის დღის სიმბოლოდ ქცეული წითელი ტუჩსაცხი? მუსიკალური ინსტრუმენტები? წიგნები? ან იქნებ, ტრენდული ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი.
ამ შემთხვევაშიც Glovo დაგეხმარებათ: შეარჩიეთ საჩუქარი VENDOO-ზე, გადაიხადეთ VISA ბარათით და მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი, რომელიც Glovo-ს ანგარიშზე მომენტალურად აისახება. აქ ნამდვილად ნახავთ ყველაფერს, რაც საყვარელი ადამიანის გასახარებლადაა საჭირო.
ვფიქრობთ, ეს სტატია ნამდვილად დაგეხმარებათ იმაში, რომ ვალენტინობის დღე, უბრალოდ რომანტიკულ თავგადასავლად გადააქციოთ. თქვენ კი, საუკეთესო შეყვარებულის სტატუსი (სამართლიანად!) დაიმსახუროთ.
თემები: სიყვარული