ყველა ადამიანს სილამაზის თავისებური აღქმა აქვს. თუმცა, ყველა ადამიანი თანხმდება იმაზე, რომ ლამაზი და ჯანმრთელი კანი, სილამაზის უმთავრესი კრიტერიუმია.
მისი მოვლა, თავის მოვლის მეთოდებს შორის ყველაზე საყურადღებო და მნიშვნელოვანია. TREND. გთავაზობთ სახის მოვლისთვის აუცილებელი და საჭირო საშუალებების ჩამონათვალს:
1. ნატურალური და ორგანული სახის მატონიზირებელი საშუალება
იმის გამო, რომ სახის ტონირება უპირველესი და უმნიშვნელოვანესი პროცედურაა სახის მოვლის მეთოდებს შორის, განსაკუთრებით კი ორგანული და ნატურალური ინგრედიენტების შემცველი, გთავაზობთ მის დასამზადებელ რეცეპტს:
ამისათვის დაგჭირდებათ:
1/2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
1/2 ფინჯანი მწვანე ჩაი
1/4 ჭიქა წყალი
შეურიეთ ყველა ჩამოთვლილი ერთმანეთს და მიიღებთ ნატურალურ ტონიკს, რაც თქვენს კანს ძალიან ეფექტურ შედეგს მოუტანს.
2. სახის ნიღაბი კანის სიგლუვისთვის
კანის ბრწყინვალებისთვის, კვირაში ერთხელ აუცილებელია სახის ნიღბის გამოყენება. გთავაზობთ ნატურალური ნიღბის დასამზადებელ რეცეპტს:
ამისათვის დაგჭირდებათ:
საფუარი
ვარდის წყალი
ლიმონის წვენი
შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ მანამ, სანამ არ გაშრება, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ!
3. კანის მოვლა ძილის დროს
თუ ახალგაღვიძებულზე ბრწყინვალე და ჯანსაღი კანი გსურთ, მოგიწევთ, ძილის წინ მარტივი პროცედურის განხორციელება.
თქვენ დაგჭირდებათ:
C ვიტამინის კაფსულები
1/2 ჭიქა წყალი
შეურიეთ 10 კაფსულა C ვიტამინი წყალს და დააკვირდით, რომ ბოლომდე გაიხსნას. წაისვით მიღებული მასა ბამბის ფირფიტით სახეზე და გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. ჩამოიბანეთ დილით
ჩვენ მიერ შემოთავაზებული მეთოდები ყველანაირ კანის ტიპს უხდება. ასე, რომ იზრუნეთ თქვენი კანის სილამაზეზე სახლის პირობებშიც და დარჩით განსაკუთრებულად ლამაზები!
თემები: კანის მოვლა, თავის მოვლა, კანი, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, რჩევები, ლამაზი კანი, ვარდის წყალი
allwomenstalk.com