წყვილების უმეტესობა ურთიერთობაში სირთულეებს აწყდება. ხანდახან ჩნდება რუტინა, რომელიც იწყებს მოძველებას და რომანტიკა სადღაც ქრება, მაგრამ ეს დასასრული ჯერაც არ არის. როგორ უნდა აღადგინოთ ურთიერთობის ბალანსი და თავიდან გააღვივოთ რომანტიკა, ვნება და ხიბლი?„წარმატებული ქორწინება მოითხოვს ბევრჯერ შეყვარებას ერთიდაიგივე ადამიანზე“ - მინიონ მაკლაფლინი.
-
შეეცადეთ დაამატოთ ცოტა „სანელებელი“
სიახლე მნიშვნელოვანია და რომანტიკულ ურთიერთობაში სიახლე შეიძლება აუცილებელი და საინტერესო იყოს. შესთავაზეთ ახალი ნივთები თქვენს პარტნიორს და გააკვირვეთ სასიამოვნო სიახლეებით. დაგეგმეთ რამე ახალი აქტივობები და ყოველდღიურ რუტინას შემატეთ ცოტა „სანელებელი“.
-
სიურპრიზი
გაანებივრეთ პარტნიორი სიურპრიზებით, რითაც მას ძალიან მოხიბლავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული რა სიურპრიზი ესიამოვნება, უმჯობესია იკითხოთ ირიბად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაგეყაროთ და იმედგაცრუებულიც დარჩეთ, რაც ზიანს მიაყენებს თქვენს მიზანს - ცეცხლის გაღვივებას.
-
დაიწყეთ წვრილმანებით
შეგიძლიათ დაიწყოთ წვრილმანებით, რომლებიც ადვილად მოერგება თქვენს რუტინულ დღეს.
ასე მაგალითად, იფიქრეთ ახალი დესერტის მომზადებაზე ან უყიდეთ პატარა საჩუქარი, სახლისკენ მიმავალ გზაზე. ეს შეიძლება იყოს საყვარელი და ლამაზი პატარა დეტალი, რამაც დაგაფიქრათ პარტნიორზე. ამით ის მიხვდება, რომ თქვენ მისთვის დრო დახარჯეთ, მასზე იფიქრეთ. გვერწმუნეთ, ასეთი ჟესტი ხშირად ძვირფას საჩუქარზე მნიშვნელოვანია.
-
დაგეგმეთ პაემანი ძველი დროის მსგავსად
კარგი ვარიანტია დაუბრუნდეთ საწყისს და დაგეგმოთ თარიღი, რომელიც მოგაგონებთ იმ პერიოდებს, როდესაც პირველად დაიწყეთ პაემანზე სიარული. ამოქექეთ მეხსიერებიდან თქვენი შეხვედრის პირველი დღეები და დააკვირდით სახეზე, როგორ გრძნობს თავს ის.
-
დაალაგეთ პრიორიტეტები
გამუდმებით ერთ ადგილს ტკეპნით და სიახლე არაფერი გაქვთ? სასწრაფოდ გადადეთ ყველა საქმე და იმუშავეთ საკუთარ თავზე, პრიორიტეტად დაისახეთ ახალი იდეების ძიება და უნარების შეძენა. აღზარდეთ საკუთარი თავი, რათა თქვენი ურთიერთობა მეტად გაძლიერდეს.
-
ესაუბრეთ თქვენს პარტნიორს
ურთიერთობა არ შეიძლება დაბალანსდეს ერთი ადამიანის მიერ. ერთად, ბევრად მარტივად შეძლებთ პრობლემის აღმოჩენას და მოგვარებას. მოუყევით თქვენს იმპულსებზე და მოუსმინეთ მასაც. ეს არის საუკეთესო გზა იმის გასარკვევად, თუ სად არის თქვენი „აქილევსის ქუსლი“ - თქვენს ურთიერთობაში, თქვენს რუტინულ სამუშაო დღეებში თუ თქვენს ზარმაცულ კვირა დღეებში.
-
არ დაზოგოთ დრო და ენერგია
არსებობს ბევრი რამ, რაც შეიძლება თქვენთვის სასარგებლო იყოს, ან/და პირიქით. სწორად დაგეგმეთ პრიორიტეტები და არასოდეს დანებდეთ. სწრაფად და გონივრულად განაგრძეთ ახალი გადაწყვეტილებებისა და შესაძლებლობების ძიება. ჩადეთ დრო და ენერგია თქვენს ურთიერთობაში და შედეგიც არ დააყოვნებს.
თემები: წყვილი, თავდაჯერებულობა