LIFE

Rakuten Viber-ის ფუნქციები სწავლას კიდევ უფრო ამარტივებს

Rakuten Viber-ის ფუნქციები სწავლას კიდევ უფრო ამარტივებს

ციფრულმა ეპოქამ კომუნიკაცია და ორგანიზება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. აღმოაჩინეთ "Rakuten Viber", მრავალფუნქციური საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც სრულყოფილ კამპანიას გაგიწევთ სასწავლო პროცესში. ამიტომ Rakuten Viber-ს შეუძლია თქვენს საკლასო არსენალში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს.

სანდო შეხსენება

არსებობს  წიგნები და რვეულები, რომლებიც ჯერ კიდევ გვჭირდება? სხვა სასკოლო ნივთები? ხვალ რამდენი გაკვეთილი გვაქვს?

ყოველდღიურად  ძალიან ბევრი რამის დამახსოვრება გვიწევს.  სწორედ აქ შემოდის Rakuten Viber-ის My Notes.  თითოეული დავალების დოკუმენტაციასთან და შესრულებისას მათ მონიშვნასთან ერთად, თქვენ ასევე შეგიძლიათ, დააყენოთ შეხსენების ფუნქცია თითოეული მათგანისთვის,

გადააგზავნოთ თქვენი სამუშაოების სია სხვა კონტაქტებთან ან საერთო ჯგუფში, დროული კომუნიკაციისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია - თუ ვინმე გამოგიგზავნით Rakuten Viber შეტყობინებას ინსტრუქციებით, მაგალითად, რისი ყიდვა გჭირდებათ, შეგიძლიათ გადააგზავნოთ ეს შეტყობინება My Notes-ზე და ავტომატურად აქციოთ შესასრულებელ დავალებად.

 

 

გადამწყვეტი ინფორმაციის წყარო

კონცენტრაციის დაქვეითება ხანდახან ყველას ემართება, ზუსტად მაშინ, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი უნდა დავიმახსოვროთ.   კონცენტრაცია მხოლოდ მაშინ ეცემა, როცა რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გვახსოვდეს. რა გვაქვს საშინაო დავალებად?  რა უნდა მოიტანოს მან ხვალ სკოლაში? როდის არის ტესტი? ამ დროს Rakuten Viber ჯგუფები გვევლინება მაშველად!

შეგიძლიათ შექმნათ ჯგუფური ჩატი კლასის წევრებისთვის თუ მშობლებისთვის და მიიღოთ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, რაც გამოტოვეთ.  არ ინერვიულოთ, რომ ვინმე  გარეთ  დარჩება.

თქვენ  შეგიძლიათ დაამატოთ 250-მდე მომხმარებელი Rakuten Viber ჯგუფში.

თუ მასწავლებელი ხართ, Rakuten Viber-მა თქვენთვის იდეალური ინსტრუმენტი შექმნა, რათა გაუზიაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს კლასს - შექმნებით Rakuten Viber-ის საზოგადოება, დაამატეთ სტუდენტები ან მშობლები და დააყენეთ ის ისე, რომ მხოლოდ თქვენ (ადმინისტრატორს) შეგეძლოთ ინფორმაციის განთავსება. ამ გზით თავიდან აიცილებთ ჩვეულ „ხმაურს“, რომელიც  ჩატში ხალხთა სიმრავლით იქმნება და დარწმუნებული იქნებით, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას არავინ გამოტოვებს. კარგი ის არის, რომ მაშინაც კი, თუ თქვენ ვერ შეძლებთ ვინმეს საზოგადოებაში დაუყოვნებლივ ჩართვას, როდესაც მოსწავლე მოგვიანებით შემოგიერთდებათ, ის შეძლებს ყველა განთავსების ნახვას.

ორივე ჯგუფური ჩატი და საზოგადოება საშუალებას გაძლევთ სთხოვოთ ყველა მონაწილეს გამოთქვან აზრი გამოკითხვების საშუალებით. და თუ გსურთ შეამოწმოთ რამდენად ყურადღებით მოისმინეს და დაიმახსოვრეს მასალა - თქვენ გაქვთ ტესტის ფუნქცია, რათა სწრაფად შეამოწმოთ მათი ცოდნის დონე.
 

გაზიარება- ზრუნვაა

აკადემიური მუშაობის პროცესში, ფაილებისა და დოკუმენტების გაზიარება ყოველდღიური აუცილებლობაა. Rakuten Viber  საშუალებას გაძლევთ  გააგზავნოთ და მიიღოთ სხვადასხვა ფორმატის ფაილები, რაც ლექციების ჩანაწერების, პრეზენტაციების ან ცნობარების გაცვლას ამარტივებს.  ეს ფუნქცია ყველა საჭირო რესურსზე მარტივ წვდომას უზრუნველყოფს, რათა  სწავლა გაგიადვილდეთ.

ადგილი გართობისა და მოგონებების შესაქმნელად

თუ  კი მოგწონთ ვიდეო, რომელიც მთელ კლასთან ერთად გადაიღეთ  -აქციეთ ის GIF-ად და შექმენით მთელი ჯგუფისთვის ხანგრძლივი მოგონება. Rakuten Viber  საშუალებას გაძლევთ  თქვენი ფოტოები თუ ვიდეოები GIF-ებად აქციოთ  და სხვებს გაუზიაროთ.

ასევე, სტიკერების შემქმნელის ფუნქციის საშუალებით შეგიძლიათ სტიკერები თანაკლასელებისთვის შექმნათ, მათი გამონათქვამებისა თუ ყველაზე სასაცილო ციტატების გამოყენებით, ან  ეს შესაძლებლობა თქვენი მასწავლებლების განცხადებების გასაზიარებლად გამოიყენოთ.

უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ  სხვების პატივისცემას და საუკეთესო ზრახვებს  უნდა მოემსახუროს!

გარდა ამისა, სტიკერების ბაზარზე შეგიძლიათ  ამ სეზონის უნიკალური Back2School სტიკერები იპოვოთ, რომლებიც ახალი სასწავლო წლის პირველ დღეებს გააფერადებს.

ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას

ნუღარ დაკარგავთ  დროს  თქვენ მიერ  გაზიარებული ინფორმაციის  მოსაძებნად.  სმარტფონს იყენებთ, ტაბლეტს თუ კომპიუტერს?  Rakuten Viber ხელმისაწვდომია მრავალ პლატფორმაზე.

 ეს მრავალპლატფორმული თავსებადობა, მიუხედავად თქვენი მოწყობილობისა,  თქვენს შეტყობინებებზე წვდომას და კავშირზე ყოფნას  უზრუნველყოფს 

და მაშინაც კი, თუ არ გახსოვთ, ვისთან გაცვალეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ძებნის ფუნქცია  ყველაფერს გაგიადვილებთ - შეიყვანეთ უკვე დამახსოვრებული  საკვანძო სიტყვები და ჩამოიშლება ყველა ჩატი, რომლებშიც ისინი მოიძებნება. თქვენ ადვილად იპოვით იმას, რაც გჭირდებათ.

რაც მთავარია, ყველაფერი, რასაც ამბობთ, დაცულია

ყველა თქვენი აუდიო და ვიდეო ზარი, ასევე, ჯგუფური ჩატი პირადულია და ასეც დარჩება. პირადი ჩატები ხილულია მხოლოდ თქვენთვის და იმ პირისთვის, ვისაც ეკონტაქტებით.   არავის აქვს მათზე წვდომა და არც სადმე ინახება. იგივე ეხება   თქვენს ფოტოებს, დოკუმენტებსა და ვიდეოებს. Rakuten Viber-ის ერთი  ბოლოდან მეორემდე  დაშიფვრა, უზრუნველყოფს თქვენი პირადი საუბრების უსაფრთხოებას.

დასასრულს, Rakuten Viber  სასკოლო პერიოდისთვის, შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომელიც   კომუნიკაციისა და ორგანიზაციის ფუნქციების ფართო სპექტრს გთავაზობთ  და  სტუდენტებისა და მასწავლებლების საჭიროებებს მაქსიმალურად აკმაყოფილებს. მისი მოსახერხებელი ინტერფეისი, კონფიდენციალურობის ფუნქციები და მრავალფეროვნება  მას საუკეთესო არჩევანად აქცევს, რათა მთელი სასწავლო წლის განმავლობაში,  დარჩეთ კავშირზე, იყოთ  ორგანიზებული და პროდუქტიული. ამ ყველაფერმა Rakuten Viber ერთ-ერთ საყვარელ საკომუნიკაციო აპლიკაციად აქცია, ასე რომ, თუ  ემზადებით მომავალი სასწავლო წლისთვის, განიხილეთ Rakuten Viber-ის დამატება თქვენს ხელსაწყოებში, რათა კომუნიკაცია  გაამარტივოთ და  თქვენი აკადემიური მოსწრება გააუმჯობესოთ.