სტილი

ბებიების ზარდახშა - 5 „ძველმოდური“ სამკაული, რომელიც არასოდეს კარგავს მოდურობას

ბებიების ზარდახშა - 5 „ძველმოდური“ სამკაული, რომელიც არასოდეს კარგავს მოდურობას

დღეს ჭეშმარიტად მოდურია ის ნივთი თუ სამკაული, რასაც ისტორია აქვს.

თუ თქვენ ვინტაჟური და განსხვავებული სამკაულები მოგწონთ, გირჩევთ, გადმოალაგოთ ბებიების სამკაულების ზარდახშა, სადაც უამრავ საინტერესო და განსხვავებულ აქსესუარს იპოვით.

ბეჭდები



მასიური ბეჭდები ქვებითა და სხვადასხვა დეტალებით ჩვენი ბებიებისა და დედების საყვარელი დეკორაციებია. აირჩიეთ ვერცხლი ან ოქრო, თქვენი გემოვნებით, ყურადღება მიაქციეთ ბეჭდების წარწერებს და ქვების ზომას. ასეთი სამკაულები თითებზე ელეგანტურად და ვინტაჟურად გამოიყურება, ამიტომაც მოდის წარსულ ეპოქაში გვაბრუნებს.

ქარვის სამკაულები



წელს აქტიურად შემოდის ქარვის ან ქარვისფერი სამკაულები. გთავაზობთ მსგავსი სამკაულები მოიძიოთ ბებიების სამკაულების კოლექციაში. თუ იქ მხოლოდ ქარვის პატარა ქვებისგან დამზადებულ ყელსაბამებს იპოვით, აიღეთ ისინი და თამამად შეუხამეთ სხვა ჯაჭვებს და გახადეთ უფრო მასიური და პომპეზური.

ფართო სამაჯურები



ფართო სამაჯურების საგაზაფხულო კოლექციები ისევ მოდაშია. მრავალი წლის განმავლობაში მათ უარვყოფდით და უგემოვნოდ მივიჩნევდით, მაგრამ ახლა ის ძალიან მოდურ ტონად ითვლება - ოქრო, ვერცხლი, ქვა ან ტყავი, აირჩიეთ რომელიმე სახლში შენახული სამაჯური. ნუ შეგეშინდებათ ძველი გემოვნებით შთაგონებული მკვრივი სამაჯურების შერწყმა თანამედროვე, მინიმალისტურ მაჯის სამკაულებთან, პირიქით, ეს ხაზს გაუსვამს თქვენს დახვეწილ გემოვნებას.

დიდი მძივები



დიდი ბურთის ქვებისგან დამზადებული მძივები, რომლებიც ძალიან უყვართ ჩვენს ბებიებს, კვლავ პოპულარობას იბრუნებს. აირჩიეთ რომელიმე მძივი და შეუხამეთ სწორ ლუქს ის, რომ მან აქტუალობა და ხასიათი არ დაკარგოს, იგრძენით, თითქოს კისერზე უნიკალური ვინტაჟური სამკაული გაქვთ.

მარგალიტის სამკაულები



პრინცესა დიანას სტილით შთაგონება და საყვარელი აქსესუარები არასოდეს ეძლევა მივიწყებას. ყველაზე რთული წინააღმდეგობის გაწევა სპენსერის მარგალიტის სამკაულების კოლექციაა, იქნებ სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს დიზაინერებმა მათი დაბრუნება ისევ მოდაში?

როგორც წესი, მარგალიტის დახვეწილ და ელეგანტურ სამკაულებს, ყველაზე დახვეწილი და ელეგანტური ქალბატონები ატარებენ, ცხადია, მას ხშირად შეხვდებით ბებიების სამკაულების ყუთშიც.