სილამაზე

„გაყინული მაკიაჟი“ - სილამაზის ახალი ტენდენცია, რომელიც იდეალურია საახალწლო მაკიაჟისთვის

„გაყინული მაკიაჟი“ - სილამაზის ახალი ტენდენცია, რომელიც იდეალურია საახალწლო მაკიაჟისთვის

"გაყინული მაკიაჟი“ მოულოდნელად გახდა ამ ზამთრის მთავარი ტრენდი. მართალია შემოდგომის შინდისფერი ჩრდილების მაკიაჟი აქტუალობას ისევ არ კარგავს, მაგრამ ეს ფაქტი ვიზაჟისტებს დიდად არ აღელვებთ.

დეკემბერი დაიწყო და ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ახალი ტრენდი - Frozen Makeup - ის ინგლისურიდან ითარგმნება როგორც "გაყინული მაკიაჟი" და მისი არსი მდგომარეობს მაკიაჟში ცივი ჩრდილების გამოყენებაში და ყველაზე კაშკაშა ტექსტურებში. ტენდენცია, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, მაგრამ სულაც არაა აუცილებელი პროფესიონალი ვიზაჟისტი იყოთ.
TREND გირჩევთ როგორ გავაკეთოთ „გაყინული მაკიაჟი“ მარტივი ტექნიკების გამოყენებით.

ტონი

ნებისმიერი სრულფასოვანი მაკიაჟი კანის საფუძვლიანი მომზადებით იწყება. დაიტანეთ თქვენი საყვარელი დამატენიანებელი სუფთა, მშრალ სახეზე და დაელოდეთ მის შეწოვას. ამის შემდეგ შეგიძლიათ უსაფრთხოდ დაიწყოთ დეკორატიული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.



აიღეთ შესაფერისი ჩრდილის ტონალური კრემი და წაისვით თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი გზით - ფუნჯით, ღრუბლით ან თითის წვერებით. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ სახეს დამატებითი რელიეფი მისცეთ და მას ბუნებრივი ჩრდილები დაუბრუნოთ.

რუჟი

შემდეგი საფეხური არის რუჟი. აირჩიეთ ისეთი ჩრდილები, რომელიც ყველაზე ახლოსაა თქვენი კანის ფერთან. წაისვით პროდუქტი ლოყების კუთხეებისკენ და აწიეთ საფეთქლისკენ, ასევე შეგიძლიათ ცოტაოდენი რუჟი დაუმატოთ ცხვირის წვერს და შუბლის კუთხეებს.



იმისთვის, რომ შედეგით იმედგაცრუებული არ დარჩეთ, გამოიყენეთ მაღალი ხარისხის პროდუქტი და თქვენთვის შესაფერისი ტონი.

ჰაილაითერი

თვალისმომჭრელი ბზინვარება მაკიაჟის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. მასზე პასუხისმგებელია ჰაილაითერი. შეგახსენებთ, რომ უპირატესობა ცივ ტონებს უნდა მიანიჭოთ.
„გაყინული მაკიაჟის“ ეფექტისას ჰაილაითერის ნაპერწკალი უნდა წააგავდეს ცქრიალა ყინულის ფიფქებს. პროდუქტის დაზოგვის გარეშე, წაისვით ჰაილაითერი ლოყებზე, შუბლზე, ცხვირის წვერზე, წარბების ქვეშ და თვალების კუთხეებში. ნუ შეგეშინდებათ გადამეტების, ცივი მაკიაჟისთვის ის არასოდეს იქნება ზედმეტი.

ჩრდილები

ყველაზე საინტერესო და, ალბათ, რთული ეტაპი თვალის მოხატვაა. ამისთვის ლურჯი და ნაცრისფერი ჩრდილები დაგჭირდებათ. ნაცრისფერით ქუთუთოს ნაკეცს ოდნავ გაამუქებთ, ლურჯი ჩრდილებით კი მოძრავ ქუთუთოს დაიჩრდილავთ. არ დაგავიწყდეთ ბზინვარება. წაისვით მბზინავი ჰაილაითერი ან ბრჭყვიალა თვალის ჩრდილი. თუ სასურველია, შეგიძლიათ დახაზოთ ისრები თეთრი, ვერცხლისფერი ან ლურჯი ლაინერით.



ბოლო შტრიხია ტუში, ეს შეიძლება იყოს კლასიკური შავი ან ფერადი. მაქსიმალური მოცულობისა და ექსპრესიულობისთვის გამოიყენეთ ხელოვნური წამწამები.

ტუჩსაცხი

ბოლო დეტალი არის პომადა. ისიც ცივ ფერებში უნდა იყოს გადაწყვეტილი. თუმცა, ამ ნაბიჯამდ აუცილებლად მოამზადეთ ტუჩები სკრაბით და დამატენიანებელი საცხით. თუ გსურთ მკაფიო საზღვრები და გეომეტრია თქვენს მაკიაჟში, დახაზეთ კონტური მსგავსი ჩრდილის ფანქრით. პომადის ნაცვლად შეგიძლიათ წაისვათ პრიალა ტუჩსაცხი და ზამთრის ცივი მაკიაჟიც მზადაა!