LIFE

პირველი სექსი ახალ პარტნიორთან - 7 ძირითადი წესი, რომელიც უნდა დაიცვათ

პირველი სექსი ახალ პარტნიორთან - 7 ძირითადი წესი, რომელიც უნდა დაიცვათ

მოდით გავარკვიოთ, როგორ გადავაქციოთ ახალგაცნობილ მამაკაცთან პირველი სექსი დაუვიწყარ გამოცდილებად, რომელიც მაქსიმალურ სიამოვნებას მოგანიჭებთ ორივეს.

ზოგი რაც შეიძლება სერიოზულად ეკიდება ახალ პარტნიორთან სექსს: დიდხანს ფიქრობს და აწყობს გეგმას, აწონ-დაწონის დადებით და უარყოფით მხარეებს, წარმოიდგენს სიუჟეტის ათას ვარიაციას, ზოგი კი ამაზე არც ფიქრობს და სპონტანურობას ამჯობინებს.



ურთიერთობის და კომუნიკაციის ამ ფორმაში, არსებობს რამდენიმე გამოუთქმელი წესი, თავისუფალი და კომფორტული ატმოსფეროს შექმნისთვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტიმურ ურთიერთობაში.

იზრუნეთ უსაფრთხოებაზე

პირველი სექსი ახალ პარტნიორთან სულაც არ იქნება ბედნიერი ურთიერთობის დასაწყისი. სავსებით შესაძლებელია, რომ ყველაფერი იმავე ღამეს ისევე დასრულდეს, როგორც დაიწყო. თუმცა, თქვენი მთავარი ამოცანაა, შეხვედრა უსიამოვნო შედეგების გარეშე დასრულდეს. ამიტომ, მთავარი პირობაა პარტნიორმა აუცილებლად გამოიყენოს პრეზერვატივი - ამ გზით თავს დაიცავთ არასასურველი ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.

მოერიდეთ ბევრ ალკოჰოლს სექსამდე. რამდენიმე ჭიქა ღვინო მოდუნებაში დაგეხმარებათ, მაგრამ რამდენიმე ბოთლმა შეიძლება უკონტროლო შედეგები გამოიწვიოს. საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ უბრალოდ არაფერი გემახსოვრებათ ამ აქტიდან, უარეს შემთხვევაში კი, შეიძლება უსიამოვნო "სიურპრიზები" გამოგიჩნდეთ, რის შესახებაც მაშინვე ვერ გაიგებდით.

შეაქეთ ხმამაღლა

ბევრს მიაჩნია, რომ ყველა მამაკაცი მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს, მაგრამ, სინამდვილეში, ეს უფრო მითია. ყველა მამაკაცი ვერ გრძნობს მაქსიმალურ კმაყოფილებას, თუ არ არის დარწმუნებული, რომ პარტნიორიც კმაყოფილია. იმის ცოდნა, რომ აღგზნებული ხართ, პარტნიორსაც აღაგზნებს.



არ დაგავიწყდეთ, რომ პირველი სექსი ამოუცნობი სფეროა. მამაკაცს, ისევე როგორც თქვენ, არ შეუძლია დაუყოვნებლივ მიხვდეს თქვენთვის მნიშვნელოვან ყველა ნიუანსს და რეაქციას, ასე რომ, არ დაგავიწყდეთ უპასუხოთ მას არა მხოლოდ მიმიკით, არამედ სიტყვებითაც. მაგალითად, უთხრათ: „მომწონს ის, რასაც ახლა აკეთებ“ - ეს მარტივი ფრაზა, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს პარტნიორისთვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეაქოთ იმისთვის, რამაც არ მოგანიჭათ სიამოვნება. მოგვიანებით ამაზე ლაპარაკი გაცილებით უხერხული იქნება.

პატივი ეცით მის გრძნობებს

პირველი სექსი ახალ პარტნიორთან იშვიათად არის სრულყოფილი. განურჩევლად იმისა, თუ კონკრეტულად რით არ დაკმაყოფილდით - თქვენი როლით, მისი დამოკიდებულებით თუ უხერხულობით ამ პროცესში - ნუ დაფრთხებით და ნუ დაიწყებთ ყველაფრის გაანალიზებას პირველივე წამიდან. ასე პარტნიორს დაუცველ მდგომარეობაში აყენებთ, რადგან ცხადყოფთ, რომ რაღაც არასწორად მოხდა, მაგრამ არ ხსნით კონკრეტულად რა.



მაშინაც კი, თუ აშკარად გადაწყვიტეთ, რომ ეს იყო პირველი და ბოლო ღამე მასთან, პატივი ეცით პარტნიორის გრძნობებს, გულწრფელად აუხსენით, რატომ აღარ მიგიწევთ გული მისკენ და ნუ მისცემთ ცრუ იმედებს.

ნუ იჩქარებთ ექსპერიმენტებს

ახალ პარტნიორთან სექსის დროს, არ შეეცადოთ ერთდროულად აჩვენოთ ყველა „ხრიკი“ და პრეფერენციები. სექსის ექსპერიმენტები კარგია, მაგრამ ყველა მათგანი არ არის შესაფერისი "დებიუტისთვის". უპირველეს ყოვლისა, ყველა თქვენი ტექნიკა არ შეიძლება „მუშაობდეს“ ახალ პარტნიორთან (და ეს აბსოლუტურად ნორმალურია), მაგრამ მისმა თავშეკავებულმა რეაქციამ შეიძლება გაგაბრაზოთ. მეორეც, შეიძლება ისე გაგიტაცოთ თქვენი უნარების დემონსტრირებამ, რომ სრულიად დააბნიოთ პარტნიორი.

უხერხულობას ღიმილით შეეგებეთ

უხერხულობა წყვილების სექსუალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ერთიანობა და სინქრონულობა პირველი შეხების შემდეგ არ ჩნდება, ამიტომ, თუ უხერხულობას შეამჩნევთ, ნუ გაკიცხავთ პარტნიორს. იყავით თავდაჯერებული, რადგან სექსი არის დიალოგი, რომელიც თავისთავად არ ხდება. ნუ შეგეშინდებათ გაუგებრობების და ეცადეთ ის ღიმილით, ან რაიმე მხიარული ფრაზით განმუხტოთ.

შეეცადეთ მოდუნდეთ

თუ ზედმეტად ნერვიულობთ სექსის წინ, შეეცადეთ მოდუნდეთ. იმის ნაცვლად, რომ წინასწარ იდარდოთ იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა, სცადეთ მედიტაცია.
დაბნეულობა და ფიქრი უარყოფით გავლენას მოახდენს თქვენზე და ყველა შესაძლო კარგ მომენტს გააფერმკრთალებს.
განწყობა და შინაგანი დამოკიდებულება სექსზე ბევრად მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.



მოხერხებულობა და კომფორტი თქვენი მთავარი უპირატესობაა
საკმაოდ ბანალური, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი წესი - იგრძენით თავი მშვიდად და კომფორტულად: ჩაიცვით საცვლების მიმზიდველი ნაკრები, რომელიც აგიმაღლებთ თვითშეფასებას, დაისხით საყვარელი სუნამო, წაისვით არომატული ტანის კრემი, თქვენი საყვარელი თმის კონდიციონერი ან მანიკიური - ყველაფერი, რაც სასიამოვნო ემოციებს და თავდაჯერებულობას განიჭებთ, თამამად ჩართეთ ყველა ატრიბუტი და ეცადეთ მაქსიმალური სიამოვნება აჩუქოთ საკუთარ თავს.