LIFE

Wizz Air ათენი-ქუთაისის მიმართულებით გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

Wizz Air ათენი-ქუთაისის მიმართულებით გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

Wizz Air ადასტურებს, რომ ფრენები W6 7927 და W6 7928 გაუქმდა უამინდობის გამო. ყველა დაზარალებულ მგზავრს ოპერატიულად მიეწოდათ ინფორმაცია ფრენების გაუქმების შესახებ, მათ მიიღეს შესაბამისი შეტყობინებები, მათ შორის ბოდიშის წერილი.

Wizz Air-ის პოლიტიკის შესაბამისად, დაზარალებულ მგზავრებს უზრუნველყოფილი აქვთ განთავსება და სახმელეთო მომსახურება. ამასთან, დაგეგმილია სპეციალური სარეზერვო ფრენა, რათა ავიაკომპანიამ მხარი დაუჭიროს აღნიშნული შეფერხების შედეგად დაზარალებულ მგზავრებს.

თვითმფრინავის ჩამოსვლა ათენის აეროპორტში დაგეგმილია ადგილობრივი დროით 19:15 საათზე, ხოლო გაფრენა ათენიდან ქუთაისის მიმართულებით მოხდება 20:00 საათზე.

Wizz Air აგრძელებს აქტიურ მუშაობას შეფერხების შედეგების მინიმიზაციისა და ყველა დაზარალებული მგზავრის მხარდასაჭერად. ავიაკომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის და მადლობას უხდის მათ გაგებისა და მოთმინებისთვის.