LIFE

„მიცვალებულს ჰგავხარ!“ – კელი ოსბორნმა ტროლებს, რომლებიც წონის გამო თავს დაესხნენ, საკადრისი პასუხი გასცა

„მიცვალებულს ჰგავხარ!“ – კელი ოსბორნმა ტროლებს, რომლებიც წონის გამო თავს დაესხნენ, საკადრისი პასუხი გასცა

როკ-ლეგენდის, ოზი ოსბორნის ქალიშვილი, 41 წლის კელი ოსბორნი, სოციალურ ქსელში სასტიკი ბულინგის მსხვერპლი გახდა. მას შემდეგ, რაც ვარსკვლავი ლონდონის მოდის კვირეულზე გამოჩნდა, ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა მისი ვიზუალი მკაცრად გააკრიტიკა და მის წონაში კლებას „საშინელი“ უწოდა.

„ვერ ვიჯერებ, რამდენად ბოროტები არიან ადამიანები“

კელიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ერთ-ერთი კომენტარი, სადაც მომხმარებელი წერდა, რომ ის „მიცვალებულს ჰგავს“. მსახიობმა და მომღერალმა ამას ემოციური პოსტით უპასუხა:

„უბრალოდ ვერ ვიჯერებ, რამდენად ამაზრზენები არიან ზოგიერთი ადამიანები! არავინ იმსახურებს ასეთ შეურაცხყოფას,“ – დაწერა კელიმ.

წონაში კლება თუ გლოვა?

მიუხედავად იმისა, რომ კელი კატეგორიულად უარყოფს გასახდომი ინიექციების (ე.წ. „ოზემპიკის“) გამოყენებას, კრიტიკოსები მაინც მის გარეგნობაზე საუბრობენ. თუმცა, ვარსკვლავის ახლობლები აღნიშნავენ, რომ მისი ვიზუალური ცვლილება მამის, ოზი ოსბორნის გარდაცვალებით გამოწვეულ სტრესს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მუსიკოსი 2025 წლის ივლისში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. კელიმ ცოტა ხნის წინ გულახდილად ისაუბრა იმ აუტანელ ტკივილზე, რომელსაც მამის დაკარგვის გამო განიცდის:

„ზოგიერთი გლოვა არ სრულდება, ის უბრალოდ ფორმას იცვლის. ის ხდება სიმძიმე, რომლის ტარებასაც სწავლობ... წინ სვლა არ ნიშნავს იმას, რომ ტკივილს უკან ტოვებ. ეს ნიშნავს, იპოვო ძალა, რომ იცოცხლო და გიყვარდეს მაშინაც კი, როცა გული მუდმივად დამძიმებულია.“

ბრძოლა ბავშვობის კომპლექსებთან

კელი ოსბორნი ყოველთვის გულახდილი იყო წონასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მან გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ თინეიჯერობისას, რეალითი შოუში The Osbournes მონაწილეობის დროს, სააგენტოს ხელმძღვანელებმა პირდაპირ უთხრეს, რომ ის „ზედმეტად მსუქანი იყო ტელევიზიისთვის“.

დღეს კელი ცდილობს, საკუთარი თავი დაიცვას და საზოგადოებას შეახსენოს, რომ ცნობილი ადამიანების მიღმაც ჩვეულებრივი, მგრძნობიარე ადამიანები დგანან.