სტილი

„ოსკარამდე“ 2 დღით ადრე: 5 ვარსკვლავი, რომლებმაც პლასტიკური ქირურგიით სახე დაიმახინჯეს?

„ოსკარამდე“ 2 დღით ადრე: 5 ვარსკვლავი, რომლებმაც პლასტიკური ქირურგიით სახე დაიმახინჯეს?

„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. სანამ დიზაინერები კაბებს ასრულებენ, ჰოლივუდის ვარსკვლავები კოსმეტოლოგებისა და პლასტიკური ქირურგების კაბინეტებში „დაბინავდნენ“. ზოგმა მათგანმა იდეალური ფორმის ძიებაში იმდენად გადააჭარბა, რომ წითელ ხალიჩაზე მათი ამოცნობა გაგიჭირდებათ.

წარმოგიდგენთ 2026 წლის „ოსკარის“ ყველაზე რადიკალურ ტრანსფორმაციებს:

1. მარგო რობი: „ბარბიდან“ – გოთიკურ სტილამდე



„ბარბის“ ეპოქა წარსულს ჩაბარდა. ახალი ფილმის, „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ პრემიერაზე მარგო სრულიად შეცვლილი გამოჩნდა. პარიზის მოდის კვირეულზე კი გულშემატკივრებმა შეამჩნიეს, რომ მსახიობმა საგრძნობლად დაიკლო წონაში, შეიჭრა კარე და, სავარაუდოდ, ლოყებიდან „ბიშის ბალიშები“ ამოიჭრა. 

2. ემა სტოუნი: კიდევ ერთი „ოქროს ქანდაკების“ მოლოდინში



ემას მხოლოდ 37 წელი შეუსრულდა, მაგრამ მას უკვე ორი „ოსკარი“ აქვს. წელს ის მესამესთვის იბრძვის და მზადებაც შესაბამისი ჰქონდა. ექსპერტები ამბობენ, რომ მსახიობმა სახის კანის და ქუთუთოების დაჭიმვა (ბლეფაროპლასტიკა) გაიკეთა. შედეგი მართლაც შთამბეჭდავია - ემა ბრწყინავს, თუმცა ფანები აფრთხილებენ: „მთავარია, დროულად გაჩერდეს!“.

3. ჯენა ორტეგა: ბავშვური მომხიბვლელობა გაქრა?



სერიალ „უენსდეის“ ვარსკვლავი სკანდალის ეპიცენტრში მოექცა. თუ ადრე ჯენას საყვარელი, მომრგვალებული სახე ჰქონდა, ახლა მისი ყვრიმალები ზედმეტად „გოთიკურად“ გამოიყურება. ბევრი მიიჩნევს, რომ 23 წლის მსახიობმა „ბიშის ბალიშების“ ამოჭრის ოპერაციით ბუნებრივი მომხიბვლელობა დაკარგა და წითელი ხალიჩის მიღმა მისი სახე არაბუნებრივად ჩანს.

4. დემი მური: „ოზემპიკის“ მსხვერპლი?



დემი მური ისე სწრაფად ხდება, რომ გულშემატკივრები უკვე შიშით უყურებენ. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ყოველთვის იოგასა და პილატესს ანიჭებდა უპირატესობას, ინტერნეტსივრცეში დარწმუნებულები არიან - ეს მკვეთრი ცვლილება სკანდალური პრეპარატის, „ოზემპიკის“ დამსახურებაა. მისი სახის ნაკვთები იმდენად დაწვრილდა, რომ ძველი დემისგან თითქმის არაფერი დარჩა.

5. ჯიმ ქერი: ყველაზე მოულოდნელი დაბრუნება



2022 წელს კარიერის დასრულების შემდეგ, ჯიმ ქერი იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში. თუმცა, მისმა ბოლო გამოჩენამ „სეზარის“ პრემიაზე ყველა შოკში ჩააგდო. მსახიობის სახე იმდენად შეცვლილია (შეშუპებული და სხვანაირი ნაკვთებით), რომ ექსპერტებიც კი ვერ ხვდებიან, კონკრეტულად რა ტიპის პლასტიკური ჩარევა ჩაიტარა მან. იმედია, „ოსკარამდე“ მისი სახე „დაცხრება“.