10 წელი ერთად, საქართველოსა და ევროპის კავშირი: Wizz Air და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება პარტნიორობის იუბილეს აღნიშნავენ
- 01.10.2026
Wizz Air-მა, საქართველოს ბაზრის წილის მიხედვით უმსხვილესმა ავიაკომპანიამ და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ორი მნიშვნელოვანი თარიღი აღნიშნეს:
აეროპორტის დაარსებიდან 14 წლისთავი და ქუთაისში Wizz Air-ის საოპერაციო ბაზის 10 წლის იუბილე.
ერთობლივი საიუბილეო ღონისძიება ათწლეულზე მეტი ხნის წარმატებულ თანამშრომლობასა და ქუთაისის იმ მთავარ საავიაციო კარიბჭედ გარდაქმნას მიეძღვნა, რომელიც საქართველოს ევროპის ქალაქებსა და რეგიონებთან პირდაპირი რეისებით აკავშირებს.
ინიციატივა, რომელიც 2012 წლის 27 სექტემბერს ქუთაისსა და კიევს შორის Wizz Air-ის პირველი ქართული რეისით დაიწყო, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ავიაკომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მყარ და მასშტაბურ საოპერაციო მიმართულებად ჩამოყალიბდა.
საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე, Wizz Air-მა ქვეყნის მიმართულებით და პირიქით. დაახლოებით 9.7 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც საქართველოს საავიაციო ბაზარზე კომპანიის გრძელვადიანი ინვესტიციის მასშტაბს უსვამს ხაზს. დღესდღეობით ავიაკომპანია 12 ქვეყნის მასშტაბით 24 მიმართულებით ოპერირებს და საქართველოს დასავლეთ, ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის წერტილებთან პირდაპირ აკავშირებს.
ამ განვითარების ცენტრალურ კერად კვლავ ქუთაისი რჩება. ამჟამად Wizz Air-ის ქართულ ოპერაციებს 4 საჰაერო ხომალდი და დაახლოებით 190 დასაქმებული უზრუნველყოფს. ავიაკომპანია საქართველოს მთლიანი საავიაციო ბაზრის დაახლოებით 16.8%-ს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 85%-ზე მეტს ფლობს.
Wizz Air-ის ფართო წარმომადგენლობამ აეროპორტს
შესაძლებლობა მისცა, განევითარებინა მდიდარი საერთაშორისო ქსელი და გაეძლიერებინა საკუთარი როლი, როგორც საქართველოსა და ევროპას შორის უმნიშვნელოვანეს საკვანძო პუნქტს.
ღონისძიებას Wizz Air-ის კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელი ოუენ ჯონსი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები, მთავრობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები, Wizz Air-ის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საიუბილეო შეხვედრაზე სპიკერებმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში პარტნიორობის განვითარებაზე, საქართველოს საავიაციო ბაზრის ევოლუციასა და ხელმისაწვდომი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საერთაშორისო ტურიზმის, ეკონომიკური აქტივობისა და ქართველი მოგზაურების მობილობის ზრდის მხარდასაჭერად.
„დღევანდელი დღე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ იუბილე. ეს არის შესაძლებლობა, აღვნიშნოთ პარტნიორობა, რომელიც ათწლეულზე მეტია თანმიმდევრულად ვითარდება და საქართველოსა და ევროპას შორის მილიონობით კავშირის შექმნას შეუწყო ხელი.
როდესაც Wizz Air-მა 2012 წელს საქართველოში პირველი რეისი განახორციელა, ჩვენ მხოლოდ ერთი მარშრუტით დავიწყეთ. დღეს კი გადაყვანილი გვყავს დაახლოებით 9.7 მილიონი მგზავრი, შევქმენით 24 მარშრუტისგან შემდგარი ქსელი 12 ქვეყნის მასშტაბით და ქუთაისის გარშემო
მასშტაბური ოპერაციები დავაფუძნეთ. ეს პროგრესი ასახავს როგორც ქართველი მგზავრების მხრიდან არსებულ განსაკუთრებულ მოთხოვნას, ისე ევროპელი მოგზაურებისთვის საქართველოს მზარდ მიმზიდველობას.
ქუთაისი ჩვენი ქართული ოპერაციების ცენტრშია და
ვამაყობთ იმით, რასაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან, ჩვენს გუნდთან და ჩვენს
მგზავრებთან ერთად მივაღწიეთ. საქართველო Wizz Air-ის ქსელის მყარი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილია და მოუთმენლად ველით ამ გზის ერთობლივ გაგრძელებას.“
ოუენ ჯონსი Wizz Air-ის კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელი: ეს საიუბილეო თარიღი ემთხვევა პერიოდს, როდესაც საქართველოში Wizz Air-ის სერვისებზე
მგზავრთა მყარი მოთხოვნა ნარჩუნდება.
2026 წელს ავიაკომპანია ქვეყანაში დაახლოებით 1.8
მილიონ სავარძელს სთავაზობს მომხმარებლებს.
მნიშვნელოვნად გაძლიერდა საოპერაციო მაჩვენებლებიც: 2026 წლის განმავლობაში Wizz Air-მა საქართველოში 5,500-ზე მეტი რეისი შეასრულა 99.95%-იანი შესრულების სიზუსტით; ამასთან, გაუმჯობესდა რეისების პუნქტუალურობაც, რაც Wizz Air-ის მხრიდან საიმედოობასა და საოპერაციო მდგრადობაზე მუდმივ ფოკუსირებას უსვამს ხაზს.
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ზეიმის მთავარი მონაწილეები თავად მგზავრები გახდნენ. აეროპორტის ტერმინალში სპეციალური აქტივობა გაიმართა: 30 იღბლიან მგზავრს Wizz Air-ის 30-ევროიანი სამოგზაურო ვაუჩერები და სპეციალური სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცა, რომლებიც
მგზავრობის კიდევ უფრო კომფორტულად და დასამახსოვრებლად გადასაქცევად იყო შექმნილი.
მგზავრებისთვის გამართული ეს აქტივობა ხაზს უსვამს როგორც აღნიშნულ ორ საიუბილეო ეტაპს, ისე თავად მოგზაურთა როლს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და Wizz Air-ის ქართული ოპერაციების მრავალწლიან განვითარებაში. იმ ფონზე, როდესაც Wizz Air საქართველოში გადაყვანილი 10 მილიონი მგზავრის ნიშნულს უახლოვდება, ავიაკომპანია განაგრძობს ქვეყნის
განხილვას საკუთარი ევროპული ქსელის განუყოფელ ნაწილად.
მისი დღევანდელი ყოფნა ქუთაისში
წარმოადგენს არა მხოლოდ ფართო მარშრუტების პორტფელს, არამედ გრძელვადიან ინვესტიციას
ავიაციაში, ადამიანებში, კავშირებსა და საქართველოს ეკონომიკაში.
WIZZ AIR-ის შესახებ
Wizz Air ოპერირებს 276 Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ავიაპარკით. ავიაციის
ერთგული პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი უზრუნველყოფს უმაღლესი დონის მომსახურებასა და
ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air 2025 წელს 68.6 მილიონი მგზავრის რჩეული გახდა. WIZZ
Holidays-ის მეშვეობით ავიაკომპანია მომხმარებლებს კონკურენტუნარიან პაკეტურ ტურებს სთავაზობს,
რომლებიც Wizz Air-ის ფრენებსა და საგულდაგულოდ შერჩეულ სასტუმროებსა და სამოგზაურო სერვისებს
აერთიანებს. Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე (ტიკერით: WIZZ). airlineratings.com-ის -
უსაფრთხოებისა და პროდუქტის შეფასების მსოფლიოში ერთადერთი სააგენტოს - მიერ კომპანია დასახელდა
მსოფლიოს 10 ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიას შორის, ხოლო Air Transport Awards-ის მიერ 2019 და 2023
წლებში მიენიჭა „წლის ავიაკომპანიის“ ტიტული. Wizz Air ასევე აღიარებულ იქნა „ყველაზე მდგრად
დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად“ World Finance Sustainability Awards-ზე 2021–2025 წლებში. 2026 წელს,
გამონაბოლქვის ინტენსივობის შემცირების მიმართულებით გაწეული მუშაობისთვის, საავიაციო
ანალიტიკურმა კომპანია Cirium-მა Wizz Air-ს გლობალური ავიაკომპანიების ემისიების რეიტინგში მეორე
ადგილი მიანიჭა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მართავს, წარმოადგენს ქვეყნის მთავარ დაბალბიუჯეტიან საავიაციო ჰაბს, რომელიც საქართველოს რეგიონებს ევროპის ათეულობით ქალაქთან პირდაპირი რეისებით აკავშირებს.
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია