5 რჩევა რთული პერიოდის გადასალახად მათთვის, ვინც სირთულეებსა და პრობლემებს ებრძვის
- 01.10.2026
ალბათ, ყველას გამოგვიცდია მომენტი, როცა თავს ცუდად ვგრძნობთ, თუმცა თავადაც არ ვიცით, რატომ. შესაძლოა, დიდი ხანია, რაღაცას გულში ვინახავთ და უკვე აღარ ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ მას.
შეიძლება, არც გვეგულებოდეს ადამიანი, ვისთანაც ამაზე საუბარს შევძლებთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ამ მდგომარეობიდან გამოსვლასა და კვლავ კარგად ყოფნაში დაგეხმარებათ.
1. იტირეთ
უბრალოდ იტირეთ! თუ ტირილს ვერ ახერხებთ, სცადეთ, აიძულოთ საკუთარი თავი და დაიწყოთ. დამიჯერეთ, ეს შეიძლება ცრემლების მთელი ნაკადის დასაწყისი აღმოჩნდეს.
ცრემლებით სხეულისა და გონებისგან ემოციური დაძაბულობის გათავისუფლება ძალიან სასიამოვნოა. ეს თქვენი სხეულის საშუალებაა, გამოხატოს საკუთარი თავი ისე, რომ არც კი გჭირდებოდეთ იმის გაგება ან ახსნა, თუ რატომ გრძნობთ თავს ასე.
2. ჩართეთ YouTube-ზე „კარგი განწყობის დასაკრავი სია“
სერიოზულად, მოძებნეთ ეს დასაკრავი სია და მოუსმინეთ სიმღერებს. იცეკვეთ და ცოტა ხნით ყველაფერი დაივიწყეთ.
მთავარია, მოეშვათ და მუსიკისა და სხეულის რიტმს მიჰყვეთ. ასე შეძლებთ დაძაბულობის მოხსნასა და მოდუნებას.

3. წადით ცხოველების სანახავად
ცხოველებს მხოლოდ თავიანთი არსებობითაც კი ბევრი რამის მოცემა შეუძლიათ. სცადეთ მათთან ურთიერთობა, ესაუბრეთ და გამოხატეთ თქვენი გრძნობები.
ისინი უბრალოდ ცხოველები არ არიან - იმდენად სავსენი არიან სიცოცხლით, იმედითა და სიხარულით, რომ ამ ყველაფრის გაზიარება მთელი სამყაროსთვის შეუძლიათ. ეს მართლაც ჯადოსნურია.
4. დაიძინეთ
გაგიკვირდებათ, რამდენად შეუძლია არასაკმარის ძილს დაღლა, ზედმეტი ფიქრი, დეპრესიული განწყობა და იზოლაციის განცდა გამოიწვიოს.

მიეცით სხეულს ის, რაც დღის განმავლობაში ენერგიის შესანარჩუნებლად სჭირდება, მაგრამ ნუ დაივიწყებთ გონებასაც. ძილის დროს სიზმრებს ხედავთ და ამ დროს თქვენს სულს შეუძლია, თავისუფლად იმოგზაუროს ნებისმიერი მიმართულებით და ისე გამოხატოს თავი, როგორც სურს. მიეცით მას ის მცირე შემოქმედებითი თავისუფლება, რომელსაც იმსახურებს.
5. გადით გარეთ
გადით გარეთ და დატკბით მზის სხივებით! ბუნება ყველაფრისთვის საუკეთესო თერაპიაა.
გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რათა ფიზიკურადაც და მენტალურადაც გაძლიერდეთ. მაშინაც კი, თუ ამინდი არ არის კარგი, გადით გარეთ და შეიგრძენით ქარი და წვიმა - ეს ბუნების საჩუქარია თქვენთვის.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია