ჰოროსკოპი

12-18 ოქტომბრის ჰოროსკოპი - ვის ელის კარიერული წინსვლა და ვის სასიყვარულო სიახლე?

12-18 ოქტომბრის ჰოროსკოპი - ვის ელის კარიერული წინსვლა და ვის სასიყვარულო სიახლე?

12-18 ოქტომბრის კვირა ურთიერთობების გადაფასების, ახალი შესაძლებლობებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პერიოდია. ზოგიერთ ნიშანს პროფესიული განვითარების შანსი მიეცემა, სხვებს კი პირად ცხოვრებაში საინტერესო ნაცნობობა ან გულწრფელი საუბარი ელოდებათ.

ვერძი

დიდი ხნის გადადებული საქმეების მოსაგვარებლად მეგობრებისა და კოლეგების დახმარება გამოგადგებათ. იდეების რეალურ გეგმებად ქცევას მეტი დრო დაუთმეთ - ეს მიზნების მიღწევას გაგიადვილებთ. პირად ცხოვრებაში კი შესაძლოა მოულოდნელი რომანტიკული დასაწყისი, სიყვარულის აღიარება ან გულწრფელი საუბარი გელოდებოდეთ.

კურო

ურთიერთობებში საერთო პასუხისმგებლობებისა და შეთანხმებების გადახედვა მოგიწევთ. პარტნიორთან ისაუბრეთ იმაზე, რამდენად გაკმაყოფილებთ ურთიერთობის არსებული ფორმა და ერთად გატარებული დრო. სამსახურში კი დააკვირდით, ხომ არ იღებთ საკუთარ თავზე კოლეგების მოვალეობებს. მარტოხელა კუროებმა ახალი ურთიერთობის დაწყება არ უნდა დააჩქარონ.

ტყუპები

სამსახური და კარიერული გეგმები წინა პლანზე გადმოვა. პროექტის წარდგენა, გასაუბრება ან დაწინაურების საკითხის განხილვა შესაძლოა მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდეს. ამასთან, უკეთ გააცნობიერებთ, რა გსურთ სამომავლოდ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ძვირადღირებული შენაძენები შაბათ-კვირამდე გადადეთ.

კირჩხიბი

კარიერული შესაძლებლობების გამოსაყენებლად საკუთარი ინიციატივა გამოავლინეთ. ახალი იდეების ხელმძღვანელობასთან განხილვამ შესაძლოა მომავალში სასიამოვნო შედეგი მოგიტანოთ. კვირის შუა ნაწილი გამოგადგებათ რემონტის, გადასვლისა და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. უქმეებზე ოჯახთან ერთად დასვენება ან მეგობრებთან მცირე მოგზაურობა განტვირთვაში დაგეხმარებათ.

ლომი

მოლაპარაკებები, სწავლა, მოგზაურობა და ახალი ნაცნობობა თქვენთვის საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის. თუ მიზნის მისაღწევად რამდენიმე კვირის მუშაობაა საჭირო, ახლავე განსაზღვრეთ ვადები და დაიწყეთ მოქმედება. ამასთან, ზედმეტ დატვირთვას მოერიდეთ - ყველა საქმის ერთდროულად შესრულების მცდელობამ შესაძლოა გადაღლა გამოიწვიოს.

ქალწული

ფინანსური საკითხების მოწესრიგების დროა. შეგიძლიათ ხელმძღვანელობას ხელფასის მომატებაზე ესაუბროთ ან პროექტის დაფინანსებისა და თანამშრომლობის პირობები განიხილოთ. ასევე შესაძლებელია ძველი ვალის დაბრუნება. პირად ცხოვრებაში დაგროვილი უთანხმოებების მოგვარებას ნუ გადადებთ - გულწრფელი საუბარი სიტუაციის გარკვევაში დაგეხმარებათ.

სასწორი 

ეს კვირა თქვენთვის განსაკუთრებით აქტიური და მრავალფეროვანი იქნება. პროფესიულ სფეროში ახალი წამოწყებებისა და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების შესაძლებლობა გამოჩნდება. სიყვარულშიც სასიამოვნო სიახლეებია მოსალოდნელი: წყვილებს პარტნიორისგან სიურპრიზები ელოდებათ, მარტოხელა სასწორებს კი შესაძლოა პერსპექტიული ნაცნობობა გამოუჩნდეთ. ჯანმრთელობის მხრივ განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა გაციებისგან თავის დაცვა ღირს.

მორიელი

დაფიქრდით, რა გსურთ ურთიერთობებისგან, ფინანსებისა და პირადი ცხოვრებისგან. რომანტიკულ საკითხებში გადაწყვეტილების მიღებამდე საკუთარ მოლოდინებში გარკვევა მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ცვლილებები შეეხოს ოჯახურ ან საცხოვრებელ საკითხებსაც. თუ ახლობლებთან რთული საუბარი დიდი ხანია გადადებული გაქვთ, ახლა მისი თავიდან არიდება უფრო გაგიჭირდებათ. სამუშაო საკითხებსაც დროულად მიხედეთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი მოგეცეთ. ახალი შეთავაზებები ყურადღებით განიხილეთ და სხვადასხვა სფეროში საკუთარი თავის გამოცდას ნუ მოერიდებით. კარგი დროა სპორტის დასაწყებად, სწავლის განახლებისა და მოგზაურობის დასაგეგმადაც. თუმცა, ყველა სიახლეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით - ცვლილებები ეტაპობრივად დანერგეთ და გეგმებს ოქტომბრის ბოლომდე მიჰყევით.

თხის რქა

სამსახურში კოლეგებისა და ხელმძღვანელების მხარდაჭერა დაგეხმარებათ, უკეთ განსაზღვროთ გრძელვადიანი მიზნები. თუ მნიშვნელოვანი საკითხი დიდი ხანია გადაუჭრელი რჩება, შეეცადეთ, სამუშაო კვირის დასრულებამდე გარკვეულ პასუხამდე მიხვიდეთ. უქმეები კი თვითგანვითარებას დაუთმეთ - როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ მიმართულებას.

მერწყული

შესაძლოა, დაიძრას საკითხი, რომელიც გაზაფხულიდან გაწუხებთ. განსაკუთრებით ეს პირად საზღვრებს, გარშემომყოფებთან ურთიერთობასა და პროფესიულ გარემოში საკუთარ ადგილს ეხება. სიყვარულში გარკვეული მერყეობა მოსალოდნელია, ამიტომ ემოციების მართვას ყურადღება მიაქციეთ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურად გამოიყურება და დიდი ხნის ნანატრი შენ