ყველაზე გიჟური და უცნაური მსხვერპლშეწირვები, რომლებიც მსახიობებმა როლისთვის გაიღეს
- 10.05.2017
ვარსკვლავური ცხოვრება მარტივი ჩანს. ისინი არიან მდიდრები, მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო, აქვთ ყველაფერი რაც სურთ. ადამიანების უმეტესობას შურს მათი ცხოვრების წესის. თუმცა რეალურად მსახიობების ცხოვრება მარტივი არ არის. მათ უდიდესი შრომა და ძალისხმევა სჭირდებათ წარმატებული როლების შესაქმნელად.
ეს საქმე ხშირად მსხვერპლშეწირვასაც მოითხოვს., გთავაზობთ ყველაზე გიჟურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მსახიობებმა როლის გამო მიიღეს:
1. რობერტ დე ნირო ნიუ იორკში ტაქსის მძღოლად მუშაობდა იმისთვის, რომ თავისი როლი ფილმში „ტაქსის მძღოლი“ სრულყოფილად შეესრულებინა - ეს როლი და სამსახიობო შესრულება ითვლება, რომ ყველა დროის საუკეთესო შესრულებაა. რობერტ დე ნიორმ ტაქსის მძღოლის ლიცენზია აიღო. ის ატარებდა მგზავრებს ნიუ-იორკში ყოველ დღე 12 საათის განმავლობაში. ასე იქცეოდა მანამდე, სანამ არ ჩათვალა, რომ როლის ტრევის ბიკლის შესასრულებლად მზად იყო.
2. ფორესტ უაიტეკერმა ფილმისთვის „შოტლანდიის უკანასკნელი მეფე“, აფრიკული ენა ისწავლა - მსახიობმა მართლაც ფანტასტიკურად შეასრულა უგანდის დიქტატორის როლი. როლისთვის მან აფრიკული ენა შეისწავლა.
3. კრისტიან ბეილმა 29კგ დაიკლო ფილმისთვის „მემანქანე“.
4. ჰიტ ლეჯერი ფილმისთვის „შავი რაინდი“ 6 კვირა სამყაროსგან იზოლირებული ცხოვრობდა - ჰიტ ლეჯერმა კინომოყვარულებს ამ ფილმში მართლაც საოცარი პერფორმანსი შესთავაზა. ჯოკერის როლის გასათავისებლად მსახიობი სასტუმროში ჩაიკეტა 6 კვირა და სამყაროსგან იზოლირებული ცხოვრობდა. ადამიანთა დიდი ნაწილი თვლის, რომ სწორედ ამის გამო შეექმნა მსახიობს მენტალური პრობლემები, რამაც ნარკოტიკებისკენ უბიძგა.
5. ედრიენ ბროუდიმ ყველაფერი შესწირა „პიანისტის“ როლს - პოლონელი პიანისტისა და კომპოზიტორის როლი მან მართლაც შთამბეჭდავად შეასრულა. მსახიობმა როლის გამო რეალურ ცხოვრებაში ყველაფერზე უარი თქვა. ბროდიმ უარი თქვა მდიდრული ცხოვრების წესზე, გაყიდა ბინა, მანქანა, მთელი ქონება, მსახიობი უფრო შორსაც წავიდა - დაშორდა შეყვარებულს და ამგვარად მან შეძლო საუკეთესოდ შეესრულებინა როლი და მაქსიმალურად გადმოეცა ემოციები. გახსოვთ ეპიზოდი სადაც ვლადისლავ შპილმანი ტირის? - ეს მსახიობის ნამდვილი ცრემლებია.
6. მსახიობთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობს ფილმში „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, ფსიქიატრიულში რეალურადაც დიდ დროს ატარებდა და ისინი მსახიობების მსდგომარეობას სწავლობდნენ - ფილმი 1975 წელს გადაიღეს. მსახიობთა ჯგუფი და რა თქმა უნდა, ჯეკ ნიკოლსონი როლის უკეთ შესასრულებლად რეალურადაც იყვნენ ფსიქიატრიულში და სწავლობდნენ პაციენტებს. მსახიობების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ფილმი ოსკაროსანი გახდა.
თემები: ურთიერთობა, ფილმები, მსახიობები, ჰოლივუდი, გარდასახვა
<a href="http://www.thevintagenews.com">www.thevintagenews.com</a>