პიპა მიდლტონი დაქორწინდა - ნახეთ, რა ეცვათ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ცერემონიაზე - შთამბეჭდავი ფოტოები წლის ქორწილიდან
- 21.05.2017
ქეით მიდლტონის დის, პიპა მიდლტონისა და ჯეიმს მათეუსის ქორწილი უკვე შეფასდა წლის ქორწილად. ცერემონიაზე ბრიტანეთის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი.
ბრიტანელები დიდი ხანია ელოდნენ ამ ქორწილს.
პიპას Giles Deacon-ის საქორწინო კაბა ეცვა. პატარძალზე არანაკლებ მომხიბვლელი იყო მისი და ქეითი, ალექსანდერ მაკქუინის დახვეწილ და გლამურულ, ღია ვარდისფერ კაბაში.
ქეითმა პატარძლის დამხმარეს როლი შესანიშნავად მოირგო. ის დას კაბის გასწორებაშიც კი ეხმარებოდა.
ქორწილს პრინცი უილიამი და პრინცი ჰარიც დაესწრნენ.
ცერემონია არ გამოუტოვებიათ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პატარებს, ქეითისა და უილიამის შვილებს, პრინც ჯორჯსა და პრინცესა შარლოტას.
როგორც ჩანს, ისინი არც თუ ისე კარგად იქცეოდნენ. პაპარაცების ფოტოებზე კარგად ჩანს თუ როგორ ცდილობს ქეითი ბავშვების დამშვიდებას და ჟესტით ანიშნებს მათ, რომ გაჩუმდნენ.
თემები: ქორწილი, ოჯახი, სამეფო, კეიტ მიდლტონი, პიპა მიდლტონი
<a href="http://www.vanityfair.com">http://www.vanityfair.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია