თანამედროვე წყვილები ქორწინების ტრადიციულ წესებს სულ უფრო ხშირად არღვევენ და ამით ცდილობენ ეს მნიშვნელოვანი დღე უნიკალური გახადონ.
გთავაზობთ ქორწინების ტრადიციულ წესებს, რომელთა დარღვევაც შეგიძლიათ:
1. ტრადიციული საქორწინო თეთრი კაბა - პატარძალმა უნდა ჩაიცვას ისეთი სტილისა და ფერის კაბა, რომელიც მოსწონს და რომელიც უხდება. სულაც არაა სავალდებულო გეცვათ თეთრი კაბა. ეს შეიძლება იყოს ვარდისფერი, ცისფერი ან ნებისმიერი ფერი.
2. თაიგული - მშვენიერია ლამაზი თაგული, მაგრამ შეგიძლიათ იყოთ უფრო ორიგინალურები და ტრადიციული თაიგულის ნაცვლად, ყვავილების გვირგვინი გაიკეთოთ, ან ყელსაბამი ლამაზი ყვავილებისგან.
3. მეჯვარეები მსგავსი კაბებით - მსგავსი კაბებით მეჯვარეები საქართველოში ჯერ კიდევ ტრენდულია, თუმცა ამერიკასა და ევროპაში ეს უკვე გადავიდა მოდიდან. მოდის კრიტიკოსები თვლიან, რომ სულაც არაა მომხიბვლელი გოგონები ერთნაირ კაბებში.
4. ფოტოების გადაღება ჭამის დროს - რა თქმა უნდა, ქორწილი ფოტოების გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ უმჯობესი იქნება ფოტოგრაფს სთხოვოთ შესაბამისი დრო შეარჩიოს მათ გადასაღებათ. მიეცით თქვენ თავსა და სტუმრებს საშუალება გაერთონ, მიირთვან, დალიონ და არ იფიქრონ იმაზე, თუ როგორ პოზაში გამოიჭერთ მათ ფოტოგრაფი.
5. ნეფესაც და პატარძალსაც ერთი და იგივე რაოდენობის მეჯვარეები უნდა ჰყავდეთ - შეგიძლიათ თამამად დაემშვიდობოთ ამ წესს.
6. წინასწარ დადგმული ცეკვა - უმეტეს შემთხვევაში, დადგმული ცეკვა მაინც სასაცილოდ გამოიყურება, შეიძლება ითქვას უფრო სასაცილოდაც კი, ვიდრე ბუნებრივად იცეკვებდით. შეგიძლიათ, უბრალოდ გაერთოთ, იცეკვოთ თავდავიწყებით და არ იფიქროთ წინასწარ მომზადებულ ილეთებზე.
7. საქორწინო ტორტი - დიდი საქორწინო ტორტი შეგიძლიათ გემრიელი „ქაფქეიფებით“ ჩაანაცვლოთ.
თემები: ქორწილი, წესები, რჩევები, ტრადიცია, დარღვევა
<a href="http://www.thisisinsider.com">http://www.thisisinsider.com</a>