LIFE

“საყვარელო, როგორ გეძინა?” - აირჩიე ის, ვინც დილით გწერს!

“საყვარელო, როგორ გეძინა?” - აირჩიე ის, ვინც დილით გწერს!

ამთქნარებ. მიდიხარ სარკესთან, ისწორებ თმას, იბან სახეს. გეძინება, ძლივძლივობით გადიხარ სამზარეულოში, იკეთებ ყავას და ახალი დღისთვის მზადებას იწყებ.
უცებ მოგდის მესიჯი, იღიმი, რადგან იცი, ვინც მოგწერა. ის ხომ ყოველ დილას გწერს.

“საყვარელო, როგორ გეძინა?”

“საყვარელო, როგორ გეძინა?” - აირჩიე ის, ვინც დილით გწერს!

იმზადებ საუზმეს, თან გეღიმება. იღებ მობილურს და პასუხობ: ”კარგად, შენ?”, ისიც არ აყოვნებს პასუხს და გწერს: “კარგად, ძალიან მომენატრე”. ისევ იღიმი, დილის 8 საათია, შენ კი თავს კარგად გრძნობ, რადგან იცი, რომ ვიღაცას უყვარხარ. პასუხობ, რომ შენც მოგენატრა, შემდეგ გწერს, რომ უყვარხარ და ელოდება საღამოს, როცა შენ შეგხვდება.

ასეთ მამაკაცს უნდა გაჰყვე ცოლად.

შენ იყავი პირველი, ვისზეც მან იფიქრა. შენ ხარ პრიორიტეტი მის ცხოვრებაში.დილა დღის დატვირთული ნაწილია, ვცდილობთ გამოფხიზლებას, სასწრაფოდ კოფეინის მიღებას და დღის დაწყებას.

ამავდროულად 1000 საქმე გაქვს გასაკეთებული. დაწყებული იმაზე ფიქრით, თუ რა ჩაიცვა, დამთავრებული დროის მენეჯმენტით - რომელ საათზე უნდა გახვიდე სახლიდან, რომ შეხვედრაზე არ დაგაგვიანდეს და ა.შ.

შენი ბიჭი ამ ყველაფერზე არ ფიქრობს. სამაგიეროდ, პირველი, რაზეც მან იფიქრა, იყავი შენ. როგორ გეძინა, როგორ გრძნობ თავს, ხარ თუ არა ბედნიერი? შენ ხარ მისთვის ნომერი პირველი პრიორიტეტი და ეს არის ყველაზე მთავარი ქორწინებაში.

“საყვარელო, როგორ გეძინა?” - აირჩიე ის, ვინც დილით გწერს!

ის სანდოა ერთ რამეში: გაგრძნობინებს სიყვარულს. ქორწინებისთვის აუცილებელია, იცოდე, რომ უყვარხარ. შენ გჭირდება ეს გრძნობა ყოველდღე, ყოველ დილას. ის გწერს შენ დილას, გაღიმებს, გაცინებს, სცალია შენთვის დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მას არც კი სჭირდება გითხრას „მე შენ მიყვარხარ“ (მაგრამ მაინც ყოველთვის გეუბნება), რადგან ეს ისედაც იცი. თავისი ქცევით გაჩვენებს, რომ უყვარხარ. ცოლად სწორედ ისეთ მამაკაცს უნდა გაჰყვე, ვინც თავისი საქციელით გაგრძნობინებს, რომ უყვარხარ.

შენ გჭირდება ისეთი ადამიანი, ვინც ყველაფერს ქცევით ამტკიცებს, ყველას შეუძლია გითხრას „მე შენ მიყვარხარ“, მაგრამ ცოტა თუ გაიღვიძებს შენ გამო 8 საათზე, რომ მოგიკითხოს. მას უნდა, რომ იცოდე, რომ მას შენ აინტერესებ.

“საყვარელო, როგორ გეძინა?” - აირჩიე ის, ვინც დილით გწერს!

შენ გჭირდება ადამიანი, ვისი ქმედებაც უფრო მეტს ამბობს, ვიდრე მისი სიტყვები.
ადამიანს, ვინც დილას გწერს, გააჩნია ყველა ის თვისება, რომლებიც შენს მომავალ მეუღლეს უნდა ჰქონდეს. ის გაგრძნობინებს სიყვარულს, მნიშვნელოვანებას, შეგიძლია ენდო და დაეყრდნო მას.
მას შენ უყვარხარ. გაჰყევი ცოლად :)