17 პროდუქტი, რომლებიც შეიძლება ჭამოთ დღის ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით და არ გასუქდეთ
- 31.05.2017
1. ნიახური
ნიახური 95 %-ით შედგება წყლისგან და შეიცავს სულ 6 კკალ, სამაგიეროდ მასში ვიტამინი K სადღეღამისო დოზის 30 %. ეცადეთ იყიდოთ ეს მცენარე ახალი, ვინაიდან ის კარგავს სასარგებლო თვისებების უმეტესობას მოჭრიდან 5 დღის შემდეგ.
2. რუკოლა
ორი ჭიქა რუკოლა შეიცავს მხოლოდ 10 კკალ, ამიტომ მცენარეს არ შეუძლია ავნოს ფიგურას. არ არის აუცილებელი რუკოლას ჭამა ნატურალურ მდგომარეობაში. ის შეიძლება გადაურიოთ თეთრ ყველთან და დაამატოთ ზეითუნის ზეთი.
3. კვერცხის ცილა
1 კვერცხში - 17 კკალ. დიდი რაოდენობით კვერცხის ცილა შეიძლება მათთვისაც, ვინც მკაცრ დიეტაზეა. შეიძლება აურიოთ ტომატთან და გააკეთოთ ომლეტი. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ ფიგურაზე ზრუნავთ, ცილების შეწვა ცხიმში მაინც არ ღირს.
4. სალათის ფურცლები
სალათი შეიცავს A და C ვიტამინებს, ასევე ფოლიუმის მჟავას და რკინას. ამასთანავე მცენარე მოკლებულია ენერგეტიკულ ფასეულობებს, მისი გამოყენება დიდი რაოდენობით ვერ მიაყენებს ზიანს ფიგურას.
5. კიტრი
როგორც ნიახური, კიტრი თითქმის მთლიანად შედგება წყლისგან. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე სასარგებლო ითვლება ქორფა ხრაშუნა კიტრი. საკვებში გამოყენებისას, არ უნდა მოაცილოთ კანი - მასში დიდი რაოდენობის ბეტა-კაროტინია.
6. ყვავილოვანი კომბოსტო
ყვავილოვანი კომბოსტო უზრუნველყოფს ჩვენ ორგანიზმს C და K ვიტამინებით და ამასთანავე არანაირად არ ავნებს ფიგურას. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე სასარგებლოა უმი ყვავილოვანი კომბოსტოს გამოყენება.
7. პომიდორი
პომიდორი შეიცავს ლიკოპენს, ვიტამინებს A, C და B2, ფოლიუმის მჟავას, უჯრედისს, ქრომს და კალიუმს. ამასთანავე ის თითქმის არ ამარაგებს ჩვენ ორგანიზმს კალორიებით სავსე მკვებავი ნივთიერებებით.
8. ბროკოლი
ბროკოლი - იმ უამრავი ადამიანის საყვარელი პროდუქტია, ვისაც გახდომა სურს. გარდა ვიტამინებისა A, C, E, I, K კომბოსტოს ეს სახეობა შეიცავს უხეში ბოჭკოს სადღეღამისო დოზის 20 %.
9. პოპკორნი
არ ავნებს ფიგურას ასევე მარილიანი პოპკორნი. ეს „კინოს“ დასაყოლებელი ძირითადად შედგება ჰაერისგან, ჰაერისგან კი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია გასუქდე.
10. ზღვის კომბოსტო
ზღვის კომბოსტო შეიცავს იოდის დიდ რაოდენობას და პრაქტიკულად მოკლებულია ენერგეტიკულ ფასეულობას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეიძლება უსაფრთხოდ მიირთვათ სუში წყალმცენარეებით. გახსოვდეთ, რომ ბრინჯს მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს, ასეთი პროდუქტები კი არ უწყობენ ხელს სწრაფ გახდომას.
11. ქორფა ბარდა
1 ჭიქა ქორფა ტკბილი ბარდაც არ გახდება წონის მომატების მიზეზი. ამ პროდუქტში ენერგეტიკული ფასეულობა დაბალია, სამაგიეროდ საკმარისია უჯრედისი და ცილა.
12. გრეიფრუტი
გრეიფრუტი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას. თანაც ის მდიდარია C ვიტამინით. ამასთანავე ხილს გააჩნია დაბალი ენერგეტიკული ფასეულობა, რაც სასიკეთოდ აისახება თქვენს ფიგურაზე.
13. ნესვი
ნესვით წახემსება ალბათ გაახარებს ტკბილეულის მოყვარულებს, რომლებმაც გადაწყვიტეს მოიშორონ ზედმეტი კილოგრამები. მას დაბალი ენერგეტიკული ფასეულობა და შესანიშნავი გემოს თვისებები აქვს. მხოლოდ ერთი ულუფა ნესვი შეიცავს A და C ვიტამინების სადღეღამისო დოზაზე მეტს.
14. მარწყვი
მარწყვი შეიცავს დიდი რაოდენობის კალიუმსა და უჯრედისს. თანაც კენკრას ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები. კალორიები კი მასში ძალიან ცოტაა.
15. მაყვალი
მაყვალი სავსეა ანტიოქსიდანტებით და ვიტამინი C. ამასთან ერთად ის ძალიან გემრიელია. მისი ჭამა თამამად შეუძლიათ მათაც, ვინც დიდი ხანია დიეტაზეა. ენერგეტიკული ფასეულობა პროდუქტს შედარებით არა აქვს მაღალი.
16. ფორთოხალი
დაბალკალორიული ფორთოხალი მდიდარია C ვიტამინით. სხვათაშორის, გამოყენებისას არ არის საჭირო რბილობისა და კანს შორის თეთრი ფენის მოშორება. მასში უჯრედისის დიდი რაოდენობაა.
17. ლურჯი მოცვი
ლურჯი მოცვი - ერთ-ერთი ოქსიდანტებით ყველაზე მდიდარი პროდუქტია. ამიტომ ერთი ჭიქა კენკრა ხელს შეუწყობს თქვენს დიეტას. პროდუქტის ენერგეტიკული ფასეულობა არ არის მაღალი, ამიტომ ის თქვენს ფიგურას საფრთხეს არ უქმნის.
თემები:
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>