LIFE

სილამაზის უჩვეულო სტანდარტები სხვადასხვა ქვეყნებში, რომელსაც სექსუალურად და მომხიბვლელად მიიჩნევენ

სილამაზის უჩვეულო სტანდარტები სხვადასხვა ქვეყნებში, რომელსაც სექსუალურად და მომხიბვლელად მიიჩნევენ

როგორია ნამდვილი სილამაზე? - სხვადასხვა ქვეყნებში სილამაზის განსხვავებული აღქმა აქვთ.

1. უსწორმასწორო კბილები, იაპონია - დასავლეთში სწორად და ლამაზად ჩამწკრივებული კბილები სილამაზის ერთ-ერთი წინაპირობაა და ლამაზი ღიმილის განმსაზღვრელი გახლავთ და შეიძლება ვერც კი წარმოგიდგენიათ, რომ სადღაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასე არ ფიქრობენ. მაგალითად, იაპონიაში მიიჩნევენ, რომ არასწორი კბილებით ადამიანი უფრო საყვარელი და მომხიბვლელია. 

სილამაზის უჩვეულო სტანდარტები სხვადასხვა ქვეყნებში, რომელსაც სექსუალურად და მომხიბვლელად მიიჩნევენ

2. სკარიფიკაცია, ნაჩხვლეტები კანზე, ტატუს ეფექტი, დასავლეთ აფრიკა, ახალი გვინეა - ახალ გვინეასა და აფრიკის რამდენიმე სხვა ქვეყნაში მოდურად ითვლება კანის დაჩხვლეტა და ამას ხელოვნებად მიიჩნევენ. ასე ირთვებიან ქალები რაიმე განსაკუთრებულიო შემთხვევის დროს. ქალი, რომელსაც ამგვარი „ტატუ“ აქვს, ძალიან ლამაზად მიიჩნევა.

სილამაზის უჩვეულო სტანდარტები სხვადასხვა ქვეყნებში, რომელსაც სექსუალურად და მომხიბვლელად მიიჩნევენ

3. გულის ფორმის სახე, სამხრეთ კორეა - სამხრეთ კორეაში გარეგნობის ცვლილება პლასტიკური ქირურგიით, ნორმად ითვლება. აქ ბევრგან ნახავთ რეკლამებს, რომლებიც ადამიანებს მოუწოდებენ გაიუმჯობესონ გარეგნობა. აქ გულის ფორმის სახე ითვლება სილამაზის ერთ-ერთ განმსაზღვრელად. ამის გამო ისინი ოპერაციას მიმართავენ.

სილამაზის უჩვეულო სტანდარტები სხვადასხვა ქვეყნებში, რომელსაც სექსუალურად და მომხიბვლელად მიიჩნევენ

4. ზედმეტი წონა, მავრიტანია - მავრიტანიელ ქალს მამაკაცის მოხიბვლის შანსი საერთოდ არ აქვს, თუ პუტკუნა არ არის. იმისთვის, რომ გოგონებმა მიიღონ სასურველი ფორმები, მშობლები მათ გზავნიან სპეციალურ ადგილას, სადაც დღეში 16 000 კალორიას იღებენ. სამწუხაროდ, ამ ტრადიციის გამო, ბევრ ქალს კუჭის დაავადება აწუხებს. 

სილამაზის უჩვეულო სტანდარტები სხვადასხვა ქვეყნებში, რომელსაც სექსუალურად და მომხიბვლელად მიიჩნევენ

5. ვიზუალი, თითქოს ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაქვთ გაკეთებული, ირანი - რინოპლასტიკა ირანში ძალიან პოპულარულია. კაცებიც და ქალებიც მზად არიან გადაიხადონ ნებისმიერი თანხა სწორი და ლამაზი ცხვირისთვის, რომელიც არის სიმბოლო სილამაზის და ასევე მაღალ სოციალურ სტატუსს უსვამს ხაზს.

სილამაზის უჩვეულო სტანდარტები სხვადასხვა ქვეყნებში, რომელსაც სექსუალურად და მომხიბვლელად მიიჩნევენ

მაგრამ არის ერთი უცნაური რამ - აქ შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ცხვირის ოპერაცია გაკეთებული, მაგრამ ქმნიან იმიტაციას, თითქოს გაიკეთეს და საჯარო სივრცეებში ასე დადიან.

6. ფერმკრთალი კანი, ჩინეთი, ტაილანდი - აზიის ბევრ კუთხეში ფერმკრთალი კანი სილამაზის სტანდარტად მიიჩნევა. 

სილამაზის უჩვეულო სტანდარტები სხვადასხვა ქვეყნებში, რომელსაც სექსუალურად და მომხიბვლელად მიიჩნევენ

7. მაღალი შუბლი, ფულას ტომი - ამ აფრიკულ ტომში ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი მაღალი შუბლია. ამის გამო ისინი შუბლზე თმას იცლიან. მსგავსი რამ მოდური იყო შუა საუკუნეების ევროპაში. 

სილამაზის უჩვეულო სტანდარტები სხვადასხვა ქვეყნებში, რომელსაც სექსუალურად და მომხიბვლელად მიიჩნევენ

8. გრძელი კისერი, ბირმი - ბირმის ერთ ერთ რეგიონს „ჟირაფი ქალების ქვეყანას უწოდებენ“. ეს სახელი განსაზღვრავს აქ მცხოვრებ კაიანებს. აქ ქალები ყელზე უამრავ რგოლს იკეთებენ და სჯერათ, რომ ამ მეთოდით მათი კისერი უფრო გრძელი ჩანს და უფრო ლამაზად გამოიყურებიან.

სილამაზის უჩვეულო სტანდარტები სხვადასხვა ქვეყნებში, რომელსაც სექსუალურად და მომხიბვლელად მიიჩნევენ

9. უჩვეულო ფორმის ტუჩები, რომელზე სპეციალური დისკი აქვთ დამაგრებული, მურსის ტომი, ეთიოპია - ტუჩებისთვის ამ უჩვეულო ფორმის მისაცემად გოგონები იყენებენ სპეციალურ დისკებს. ეს განმსაზღვრელია მათი მაღალი სოციალური სტატუსის. ლეგენდის მიხედვით, ეშმაკი ადამიანის სულში აღწევს პირიდან, ხოლო დისკი ხელს უშლის მას.

სილამაზის უჩვეულო სტანდარტები სხვადასხვა ქვეყნებში, რომელსაც სექსუალურად და მომხიბვლელად მიიჩნევენ

10. გადაბმული წარბები, ტაჯიკეთი - ტაჯიკეთის ზოგიერთ რეგიონში გაერთიანებული წარბი ქალის სილამაზის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. თუ ქალი ბუნებამ არ დააჯილდოვა ასეთი წარბებით, ის მიმართავს მაკიაჟს და შავი ფანქრის საშუალებით ორ წარბს აერთიანებს. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ქალს, რომელსაც აქვს გაერთიანებული წარბები, ბედნიერი მომავალი ელოდება. 

სილამაზის უჩვეულო სტანდარტები სხვადასხვა ქვეყნებში, რომელსაც სექსუალურად და მომხიბვლელად მიიჩნევენ



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>