1. როდესაც გეუბნებიან - „მასესხე 500 $“
დაბალი თვითშეფასება - არ შემიძლია უარი ვუთხრა.
ადეკვატური თვითშეფასება - შემიძლია უარი უთხრა დანაშაულის გრძნობის გარეშე.
2. დაბალი თვითშეფასება - მინდა ყველას მოვწონდე.
ადეკვატური თვითშეფასება - რა მინდა მე?
3. დაბალი თვითშეფასება - სხვებს ყველაფერი კარგად აქვთ.
ადეკვატური თვითშეფასება - მე არავისი არ მშურს, მე ჩემი გზა მაქვს.
4. დაბალი თვითშეფასება - ვაი თუ არასწორად გამიგონ და გამსაჯონ?
ადეკვატური თვითშეფასება - არა აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ სხვები, თუ ის, რასაც ვაკეთებ, მათ არ აწუხებთ, მე კი სიამოვნებას მანიჭებს.
5. დაბალი თვითშეფასება - მინდა რაც შეიძლება ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე, უნდა ვიყიდო მოკლე ქვედაბოლო.
ადეკვატური თვითშეფასება - მინდა, რომ ჩემი გარეგნობა ჰარმონიული იყოს. ამიტომ ვყიდულობ ტანსაცმელს, რომელიც შეეფერება ჩემს ასაკს.
6. დაბალი თვითშეფასება - მე არ შემიძლია გადაწყვეტილების მიღება, თუ რჩევა არ ვკითხე ყველას.
ადეკვატური თვითშეფასება - მე თავად ვიღებ გადაწყვეტილებას და მასზე პასუხს ვაგებ.
7. დაბალი თვითშეფასება - თანახმა ვარ შევიდე ნებისმიერ ურთიერთობებში, რომლებსაც შემომთავაზებენ.
ადეკვატური თვითშეფასება - ურთიერთობები უნდა იყოს ჰარმონიული. მე არ მოვითმენ იმას, რაც არ მომწონს.
8. დაბალი თვითშეფასება - გააკეთო 99 %-ით - ჩავარდნაა ჩემთვის.
ადეკვატური თვითშეფასება - ის, რასაც ვაკეთებ, არ არის სავალდებულო იყოს იდეალური. მთავარია, რომ მუდმივად ავიმაღლო საკუთარი დონე.
9. დაბალი თვითშეფასება - ყველაფერი ძალიან ცუდად არის!
ადეკვატური თვითშეფასება - მე პოზიტიურად ვუყურებ სამყაროს, და ის იგივეთი მპასუხობს.
10. დაბალი თვითშეფასება - უარის თქმა კომპლიმენტებზე და შექებაზე: „მეპირფერებით“, „რას ამბობთ, შეწყვიტეთ“.
ადეკვატური თვითშეფასება - მადლიერება კომპლიმენტებისა და შექებისთვის: „მადლობა, სასიამოვნოა“.
თემები: ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია