პარიზის მოდური მარათონი დასრულებულია. დედაქალაქის პოდიუმზე 80-იანი წლები გამეფდა ყველა თავისი შეშლილობებითა და დისკოს ელემენტებით. ძველის გათანამედროვება ფეხსაცმელებსაც შეეხო.
გამორჩეული ამჯერადაც დემნა გვასალია გახლდათ, რომელიც Balenciaga-ს სახლს წარმოადგენს. დიზაინერის ახალ შეთავაზებას თუ გადავავლებთ თვალს, თამამად შეგვიძლია ვატაროთ ქსელი, ფერადი კოლჰოტები ღია საზაფხულო ფეხსაცმელთან ერთად. ასევე საინტერესო ტრენდია კოლჰოტებთან გაერთიანებული წვეტიანი ბოტფორდები.
ასევე საყოველთაო მოწონება მოიპოვა Louis Vuitton-ის დაბალყელიანმა, განიერი მეტალიზირებულმა ჩექმებმა.
გამორჩეული იყო - Miu Miu, Rochas, Balmain, Ellery, Sacai და სხვ. დიზაინერების მრავალრიცხოვანი პლატფორმები, რომელიც წელსაც მოდურია.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა Dior-ის სპორტულმა თასმებიანმა ფეხსაცმელმა, სადაც აშკარად ჩანდა ჯონათან ანდერსონის ხელწერა: ლუდოვიკოს დროინდელი ქუსლებითა და ბაფთებით.
Haider Ackermann
Acne Sudios
Balenciaga
Balmain
Veronique Branquinho
Chanel
Esteban Cortázar
Christian Dior
Givenchy
Hermes
Kenzo
Louis Vuitton
Margiela
Stella Mccartney
Alexander Mcqueen
Miu Miu
Rochas
<a href="https://www.vogue.ru">https://www.vogue.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია