LIFE

6 ნიშანი იმისა, რომ შეყვარებული ხართ

6 ნიშანი იმისა, რომ შეყვარებული ხართ

ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, რომ შეყვარებულები არიან, თუმცა რეალურად, ეს ზოგ შემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამება. არის შემთხვევები, როცა ადამიანის მიმართ ვნება გვამოძრავებს, მოგვწონს და გატაცებულები ვართ მისით, თუმცა ეს სიყვარული არ არის.

სიყვარული გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ ვნება და ლტოლვა ერთმანეთისადმი.

როგორ უნდა გაარკვიოთ ადამიანი ნამდვილად გიყვართ თუ არა? - ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ დავაკვირდეთ საკუთარ თავს, ქმედებებსდა თუ საკუთარ თავში ქვემოთ ჩამოთვლილი ექვსი ნიშნიდან რომელიმე მაინც შენიშნეთ, თქვენ ნამდვილად შეყვარებული ხართ:

1. გრძნობთ, რომ ის თქვენი ნაწილია - გსურთ, მასთან ერთად იყოთ სამუდამოდ. გრძნობთ, რომ ის თქვენი ნაწილია. არ ატყუებთ, არ ხართ ურთიერთობაში ყალბი და მოქმედებთ პატიოსნად. ეს ნიშნავს, რომ პარტნიორთან ღრმა კავშირი გაქვთ.

6 ნიშანი იმისა, რომ შეყვარებული ხართ

 2. მხოლოდ მას ხედავთ - შეყვარებული ადამიანები ერთმანეთზე არიან კონცენტრირებულები. ურთიერთობის სიმყარის მთავარი განმაპირობებელი არის ის, თუ რამდენად ყურადღებიანები არიან პარტნიორები ერთმანეთის მიმართ. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანი, რომელიც თვალებით სხვა პარტნიორს ეძებს, ეს ნიშნავს, რომ თავის ახლანდელ პარტნიორზე არ არის შეყვარებული.

6 ნიშანი იმისა, რომ შეყვარებული ხართ

3. სექსი თქვენთვის განსაკუთრებული რამ არის - შეყვარებული ადამიანების სექსი არის იმაზე მეტი, ვიდრე სექსი. სიყვარული დადებით გავლენას ახდენს სექსუალურ აქტივობაზე.

6 ნიშანი იმისა, რომ შეყვარებული ხართ

4. მოტივირებული ხართ, რომ პარტნიორს ცხოვრება გაუმარტივოთ - ვნება მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ღელავდეთ და დარდობდეთ მასზე. შეყვარებული ადამიანი სწორედ ასე იქცევა. შეყვარებული ადამიანი ცდილობს იზრუნოს პარტნიორზე და გაუმარტივოს ცხოვრება. გვედრით დაუდგეს და ყველაფერში მხარი დაუჭიროს საყვარელ ადამიანს.

 

6 ნიშანი იმისა, რომ შეყვარებული ხართ

5. პარტნიორთან ერთად მზად ხართ გადადგათ სარისკო ნაბიჯები - როცა გიყვართ, სრულ ნდობას უცხადებთ ადამიანს და მზად ხართ აჰყვეთ ნებისმიერ წამოწყებაში, რამდენადაც ავატიურულად უნდა გეჩვენებოდეთ ის. რისკავთ მასთან ერთად.

6 ნიშანი იმისა, რომ შეყვარებული ხართ

6. გსიამოვნებთ და არასოდეს გბეზრდებათ თქვენს პარტნიორთან ერთად ყოფნა - თქვენ მოხიბლული ხარ ამ ადამიანით. შეგიძლიათ მოუსმინოთ დაუსრულებლად, იყოთ მის გვერდით და ეს არასოდეს გბეზრდებათ. თქვენ ნამდვილად შეყვარებული ხართ და გახსოვდეთ, რომ სიყვარული ბედნიერი გრძელვადიანი ურთიერთობის საზრდოა.

6 ნიშანი იმისა, რომ შეყვარებული ხართ



<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>