LIFE

თუ გსურთ რომ ცხოვრება გაიმარტივოთ - ფსიქოლოგიური რჩევები ყველასთვის

თუ გსურთ რომ ცხოვრება გაიმარტივოთ - ფსიქოლოგიური რჩევები ყველასთვის

ყველა ადამიანი უნიკალურია, მაგრამ ფსიქოლოგების დაკვირვებული თვალი, რომელიც ორიენტირებულია დეტალებზე, ამჩნევს ისეთ ქცევებს, რომლებიც სათავეს ბავშვობიდან იღებს და შეიძლება ყველა ჩვენგანისთვის საერთო იყოს.

გთავაზობთ ფსიქოლოგიურ რჩევებს, რომლებიც ყველასთვისაა გათვლილი. შესაძლლოა ამან პოზიტიურად იმოქმედოს თქვენს საკომუნიკაციო შესაძლებლობებზე და რაღაც კუთხით ცხოვრება გაგიმარტივოთ:

1. იმის გასარკვევად ადამიანს მოსწონხართ თუ არა, აირჩიეთ სიტყვა და ყოველ ჯერზე როცა ის ამ სიტყვას, ან მის სინონიმს გამოიყენებს, გაიღიმეთ და დააკვირდით, თუ ის ამ სიტყვის გამოყენებას გაახშირებს, ე.ი მოსწონხართ.

2. გსურთ, რომ ადამიანებმა თქვენი სიტყვები სერიოზულად მიიღონ - ყოველ ჯერზე, როცა მათ რაიმეს ეტყვით, თქვით რომ, ეს მამისგან ისწავლეთ. ადამიანები, როგორც წესი, მშობლების რჩევებს იჯერებენ.

3. თუ გსურთ, რომ ადამიანები დაგეთანხმონ, შეინარჩუნეთ თვალებით კონტაქტი საუბრის დროს.

თუ გსურთ რომ ცხოვრება გაიმარტივოთ - ფსიქოლოგიური რჩევები ყველასთვის

4. თუ რომელიმე სიმღერა გონებაში გაქვთ ჩარჩენილი და გსურთ, რომ თავიდან „ამოიგდოთ“ - სცადეთ იფიქროთ სიმღერის დასასრულზე. ტვინი, როგორც წესი, იმახსოვრებს იმ ნაწილს, როცო მოსმენა შეწყვიტეთ. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ თუ იფიქრებთ სიმღერის დასასრულზე ვიფიქრებთ, მარტივად შევძლებთ მის დავიწყებას.

5. თუ გსურთ, რომ ბავშვებს აჭამოთ ბროკოლი - დაუკონკრეტეთ მათ, რა რაოდენობის ბროკოლი უნდა მიირთვან. როცა აკონკრეტებთ რაოდენობას, ისინი თლიან, რომ ეს საჭმელი მხოლოდ მათთვისაა და აუცილებლად მიირთმევენ. იგივე ხერხი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სიტუაციაში.

6. თუ აპირებთ, რომ ხელი ჩამოართვათ ვინმეს - დარწმუნდით, რომ თქვენი ხელი არის საკმარისად თბილი. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თბილი ხელის ჩამორთმევა მეგობრულ ატმოსფეროს ქმნის, ხოლო ცივი ხელის ჩამორთმევას აქვს საპირისპირო ეფექტი 

თუ გსურთ რომ ცხოვრება გაიმარტივოთ - ფსიქოლოგიური რჩევები ყველასთვის

7. გააკეთეთ პერიფრაზი წინადადების, რომელსაც თანამოსაუბრე ამბობს და თქვით თავიდან - ამ დროს ადამიანი ქვეცნობიერად თვლის, რომ თქვენ შესანიშნავი მსმენელი ხართ.

8. თუ გსურთ რომ ვინმე დაგეხმაროთ, დაიწყეთ ფრაზა სიტყვებით, „მე მჭირდება შენი დახმარება“ - ადამიანები ვერ იტანენ, როცა დამნაშავედ გრძნობენ თავს და ამიტომ ისინი დიდი ალბათობით დახმარებაზე უარს არ გეტყვიან.

9. თუ გჯერათ, რომ ადამიანს არ მოსწონხართ, სთხოვეთ მას გათხოვონ ფანქარი, ან კალამი - ერთი მხრივ, ადამიანები, როგორც წესი, არ გაუწვდიან დახმარების ხელს მას, ვინც არ მოსწონთ, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთ მცირე თხოვნაზე თქვენი სასტიკი მოძულეც კი ვერ გეტყვით უარს. საბოლოოდ ის მივა იმ დასკვნამდე, რომ თქვენ არც ისე ცუდი ხართ.



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>