ზოგისთვის მაკიაჟი უბრალოდ ჰობი არ არის, ეს ცხოვრების სტილია! მაკიაჟის გურუების რჩევების კითხვა, Youtube-ზე ვიდეობის ყურება, instagram-ზე ახალი ტრენდების შემოწმება დღის ჩვეულებრივი საქმიანობაა. ამიტომაც გთავაზობთ რამდენიმე მობილურის აპლიკაციას, რომელიც კიდევ უფრო დაგეხმარებათ მაკიაჟის გაკეთებაში და გაგაცნობთ მის უახლეს ინოვაციებს!
1. YouCam Makeup
თუ Snapchat-ის ფილტერები არ არის თქვენთვის საკმარისი, ამ აპლიკაციის საშუალებით სელფის დამუშავება და ვირტუალურად მაკიაჟის წასმა შესაძლებელია.
2. Beautylish
ეს აპლიკაცია არის ყველაფერი რაც ჩვენ, მაკიაჟით შეპყრობილებს გვჭირდება. პროდუქტების განხილვით დაწყებული, მაკიაჟის გაკვეთილებით დამთავრებული!
3. Teach Me Makeup
არ აქვს მნიშვნელობა გამოუცდელი ხარ თუ უბრალოდ ეძებ კარგ ტონალურ კრემს, ეს აპლიკაცია ყველასთვის მისწრაფებაა. ვიდეობის საშუალებით მარტივად ისწავლი ამა თუ იმ პროდუქტის სწორად მოხმარებას.
თემები: მაკიაჟი, მაკიაჟის კეთება, აპლიკაციები, მობილური აპლიკაცია
წყარო: <a href="https://flipboard.com/">flipboard</a>