ESHVI ქართველების მიერ შექმნილი ბრიტანული ბრენდია, რომელიც წარმოგიდგენთ მონუმენტურ, მასიურ სამკაულებს მკვეთრი სტილით, განსხვავებული ფორმებით და დინამიური ფერებით.
ბრენდის დამფუძნებლები არიან ნათია ჩხარტიშვილი და თამარ სვანიძე. დიზაინის განხრით სწავლის დამთავრების შემდეგ, გადაწყვიტეს შეექმნათ სამკაულების ხაზი და გადავიდნენ ლონდონში, სადაც პირველი ინსპირაციის წყარო იპოვნეს.
თითოეული სამკაული ჩვეულებრივ ჩაცმულობას გარდაქმნის არაჩვეულებრივად! ‘ეშვის ქალი’ მზადაა ჩაატაროს ექსპერიმენტები და თავდაჯერებულია.
წარმოგიდგენთ Eshvi-ს ახალ კოლექციას, რომლის სახელწოდებაა ლავა. შთაგონების წყაროს კრეატიული აზროვნებიის პროცესია: ნებისმიერი იდეის ჩამოყალიბება იწყება უბრალო აზრით, რომელიც გაირბენს ჩვენს აზროვნებაში, შემდეგ კი ყალიბდება რაღაც განსხვავებული და შესანიშნავი. სწორედ ეს პროცესი აისახება Eshvi-ს ახალ კოლექციაში. ფორმები თხევადი სახისაა ენერგიული ფერებით გაჯერებული.
ბრენდმა შექმნა განსაკუთრებული კოლექცია სოლოს მომხმარებლებისთვისაც, მათი შეძენა სოლოს ფილიალებში არის შესაძლებელი.