ბიონსე და სხვა ცნობილი სახეები, რომლებსაც ვარცხნილობის ცვლილება არ მოუხდათ
- 23.07.2017
ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც სარკეში ჩახედვისას მივხვდებით, რომ ვარცხნილობის შეცვლით ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით, დაახლოებით იგივე დაემართათ ამ ვარსკვლავებსაც.
ბიონსე
ის ყოველთვის სრულყოფილად გამოიყურება. თუმცა ერთ-ერთია იმ ვარსკვლავებს შორის, რომლებმაც კარიერის მანძილზე საშინელი შეცდომა დაუშვეს. ერთ დღეს მომღერლმა სქელი, მოკლედ მოჭრილი უხეში „ჩოლკით“ გაიღვიძა. რაც ძალიან არ მოუხდა. წარმოიდგინეთ რამდენი ხანი დასჭირდებოდა მის გასაზრდელად.
ანჯელინა ჯოლი
რთულია, ანჯელინა ჯოლის რომელიმე ვარცხნილობამ იმიჯი გაუფუჭოს, რადგან კარიერის მანძილზე ყველაფერი სცადა, იყო ქერა, შავგვრემანი, გძელი და მოკლე თმით, მაგრამ ყველაზე წარუმატებელი მისი ექსპერიმენტებიდან ჩოლკა აღმოჩნდა.
კიმ კარდაშიანი
ის დიდი ხანი იყო გატაცებული ჩოლკის ტარებით, სანამ ერთ დღეს არ მიხვდა, რომ მაღალი და ლამაზი შუბლის გამოჩენა ძალიან უხდება.
შერონ სთოუნი
58 წლის ასაკშიც იდეალურად ინარჩუნებს სილამაზეს და საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა ის პერიოდი როდესაც შერონი ჩოლკას ატარებდა.
სელენა გომესი
მომღერლმა და მსახიობმა დაანგრია თავისი მშვენიერი იმიჯი, როდესაც ჩოლკის ტარება გადაწყვიტა, თუმცა მალე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა.
ბრიტნი სპირსი
მომღერალი დაახლოებით ათი წლის მანძილზე ატარებდა ჩოლკას. საბედნიეროდ, მისი სტილისტები გვიან, მაგრამ მაინც გამოფხიზლდნენ.
კელი ოსბორნი
ის „ღირსეულად“ ასრულებს წარუმატებელი ვარცხნილობების სამეულს. მართალია, ექსპერიმენტები განსაკუთრებულად უყვარს, მაგრამ ეს უკანასკნელი ყველაზე ცუდი აღმოჩნდა.
თემები: ვარცხნილობა, ვარსკვლავები
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია