როგორ უნდა ეცვას თანამედროვე მამაკაცს? - ჩაცმის 7 წესი, რომელიც უნდა დაივიწყოთ
- 01.08.2017
არსებობს სტილის წესები, რომლებიც გვაწვდიან ცნობებს მოდის შესახებ. წესები გვეხმარება იმაში, რომ გავერკვეთ რა არის მოდური და რა გადავიდა მოდიდან, გვეხმარება, რომ გამოვიყურებოდეთ თანამედროვედ.
არსებობს წესები, როგორ უნდა ჩაიცვათ ბიზნეს შეხვედრაზე, წვეულებაზე, ჩველებრივ ოჯახურ გარემოში, სასეირნოდ და ა.შ.
მოდა იცვლება და რაც მეოცე საუკუნეში ტრენდი იყო, შეიძლება ყველაფერი აღარ გამოგვადგეს.
გთავაზობთ მამაკაცების სტილის 7 წესს, რომელიც მოდიდან გადავიდა:
1. არ ჩაიცვათ თეთრი სამოსი - ადრე თეთრი სამოსის ჩაცმას მამაკაცები ერიდებოდნენ. ეს არ ითვლებოდა მოდურად, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. თეთრი კლასიკური და ზაფხულის ფერია. ზაფხულში გამართულ წვეულებებზე შეგიძლიათ თამამად ატაროთ თეთრი სამოსი.მოდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ თეთრ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი გამსაკუთრებით ელეგანტურია.
2. ყოველთვის შეუსაბამეთ ქამარი ფეხსაცმელს - ესეც მოძველებული წესია. ტყავის ფეხსაცმელი ადრე ყოველთვის ტყავის ქამრისთვის უნდა შეგესაბამებინათ. ასევე, ქამარი და ფეხსაცმელი ერთი და იგივე ფერი უნდა ყოფილიყო. მოდის თანამედროვე ტენდენციები უფრო მეტ თავისუფლებას გაძლევთ. შეგიძლიათ თამამად ატაროთ სხვადასხვა ფერის ქამარი და ფეხსაცმელი.
3. შარვალთან ერთად ყოველთვის ატარეთ წინდა - წინდების აუცილებლობა ჩვენ დროში გადაჭარბებულია. ახლა ზაფხულში წინდების გარეშე სიარულია მოდაში. წინდები აღარ არის საჭირო, თუ ფეხებზე რაიმის დამალვას არ ცდილობთ.
4. ყოველთვის ატარეთ ქამარი, თუ შარვალს აქვს ქამრისთვის განკუთვნილი თოკები - ესეც მოძველებული წესია, რომელიც შეგიძლიათ თამამად უგულებელყოთ. 2017 წელს შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ - თუ არ გსურთ რომ ქამარი ატაროთ, არ ატაროთ. ეს არამოდურად აღარ ითვლება.
5. შეუსაბამეთ წინდები შარვალს - ეს ძალიან კონსერვატიული წესია. ათწლეულების წინ აუცილებლად ისეთი ფერის წინდა უნდა გცმოდათ, რა ფერის შარვალსაცატარებდით. მაგ: შავ შარვალზე აუცილებლად შავი წინდა უნდა ჩაგეცვათ. იდეა კი ის იყო, რომ თუ ერთი ფერის წინდასა და შარვალს ჩაიცვამდით უფრო მაღალი გამოჩნდებოდით.
ეს წესი მოდიდან გადავიდა. ახლა შეგიძლიათ სხვა ფერის წინდა ჩაიცვათ, შარვლის ფერისგან განსხვავებული.
6. არასოდეს ჩაიცვათ ნაკეცებიანი შარვალი - ნაკეცებიანი შარვლები ათწლეულის წინ მოდიდან გადავიდა, მაგრამ ახლა ეს ისევ მოდაში ბრუნდება, როგორც ყველაზე რეტრო ტენდენცია. მთავარია, დარწმუნებული იყოთ, რომ შარვალი თქვენი ზომისაა.
7. არასოდეს ჩაიცვათ სამოსი, რომელიც შავისა და ყავისფერის კომბინაციაა - მამაკაცებს ეუბნებოდნენ, რომ არასოდეს ჩაეცვათ ყავისფერი ფეხსაცმელი, ან პალტო შავ შარვალზე. თუმცა ახლა ამ წესს ყურადღებას აღარავინ აქცევს.
თემები: სტილი, სად რა ჩავიცვა, ტანსაცმელი, მამაკაცები
<a href="http://www.independent.co.uk">http://www.independent.co.uk</a>