ფემინისტი, ცხოველთა უფლებადამცველი, მწერალი - ეს „ფლეიბოის“ ვარსკვლავის“, 50 წლის პამელა ანდერსონის ახლანდელი ცხოვრებაა
- 03.08.2017
პამელა ანდერსონი - ამ სახელის ხსენებისას თვალწინ წარმოგვიდგება ქალი ქერა, გრძელი და ტალღოვანი თმით, რომელსაც სექსუალური ვიზუალით არაერთხელ დაუმშვენებია „ფლეიბოის“ გარეკანი.
სუპერვარსკვლავი უკვე 50 წლისაა, ჰყავს ორი ვაჟი ბრენდონი და დილანი, იცავს ადამიანთა და ცხოველთა უფლებებს, არის ფემინისტი, მწერალი და რა თქმა უნდა, ისევ სექს-სიმბოლო.
ზაფხულს საფრანგეთში, სან-ტროპეში, თავის ძველ მეგობართან, ფოტოგრაფ ლუკ გილფორდთან ერთად ატარებს.
პამელა ანდერსონმა თავისი ცხოვრების, მიზნების, შვილების შესახებ “W Magazine”-თან ისაუბრა.
„ჩვენ ძალიან ცოტა დროს ვუთმობთ მუზეუმებს, კულტურული გამოცდილების მიღებას, სხვა ენების სწავლას და ეს არის ის, რაც რეალურად საუკეთესოა მსოფლიოში. ამის გაკეთება ყოველთვის ჩემს გეგმაში იყო. სანამ 50 წლის გავხდებოდი ვიცოდი, რომ ფრანგულ რივიერაზე ვიცხოვრებდი და დღეს მე აქ ვარ“ - ამბობს ანდერსონი.
მისი ორივე ვაჟი მოდელია და თავადაც ხშირად ჩნდება სხვადასხვა მოდის ჩვენებებზე.
პამელა ამბობს, რომ მოდელობის გარდა მისი შვილები სხვა საქმიანობითაც არიან დაკავებულნი. ბრენდონი მსახიობია, ხოლო დილანი მუსიკოსი.
„მათ დიდი ხანია არჩეული აქვთ თავიანთი პროფესია და ამბიციებსა და ძალისხმევას სწორედ ამ პროფესიებში დებენ. მე არ მსურდა, რომ ჩემი შვილები სამოდელო ბიზნესში ჩართულიყვნენ და არც ჩემს ყოფილ მეუღლეს, ტომის სურდა ეს. ორივე მათგანი ძალიან ჭკვიანია და წარმატების მიღწევის დიდი პოტენციალი აქვთ.
ახლა იმ ასაკში არიან, როცა შეუძლიათ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, თავად აირჩიონ რა სურთ. ჩემი რჩევა კი ასეთია - უბრალოდ იყავით ის ვინც ხართ, ნუ შეგეშინდებათ კრიტიკის, აკეთეთ თქვენი საქმე და იყავით გულწრფელები, - სხვა წესი არ არსებობს“.
„ფლეიბოის“ ვარსკვლავს საკუთარი ვებ-გვერდი აქვს, სადაც დაუცველი ცხოველებისა და ადამიანების შესახებ სტატიებს აქვეყნებს.
“როცა ამ ვებ-გვერდს ხედავენ, მეუბნებიან, რომ როგორც იქნა გავიზარდე, მეზიზღება ეს ფრაზა. მე ვარ აქტივისტი, ვიცავ ცხოველთა უფლებებს და ადამიანებს, რომლებიც დაუცველები არიან და არ შეუძლიათ საუბარი საკუთარ თავზე. ის, რომ ცოტა შევცვალე საქმიანობის სფერო არ ნიშნავს, რომ სხვა ადამიანი ვარ, არ ნიშნავს რომ ჩემი პრიორიტეტები შეიცვალა. ცხოველთა უფლებებს ჯერ კიდევ ბავშვობაში ვიცავდი. ამიტომ, გასაკვირი აქ არაფერია“, - ამბობს პამელა.
ის უკვე ექვსი თვეა არ იყენებს სოციალურ ქსელებს. თვლის, რომ დღეს გამომწერების რაოდენობა წყვეტს ბევრ რამეს შოუ-ბიზნესში და ეს არ მოსწონს.
„მე არ მსურს, რომ ამაში ჩავება. ძალიან მაწუხებს იმ ახალგაზრდა ადამიანების ბედი, რომლებიც წუხხან გამომწერების რაოდენობაზე და თუ ბევრი გამომწერი ჰყავთ უფრო თავდაჯერებულები არიან, თუ ნაკლები ეს ცუდად მოქმედებს მათ თვითრწმენაზე“.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სექს-სიმბოლო მუშაობს წიგნზე - „The Sensual Revolution”. როგორც თავად ამბობს, წიგნი არის დესენსიტიზაციის შესახებ და ეხება იმ შფოთვასა და შიშებს, რომლებსაც სოციალური ქსელები განსაკუთრებით ახალგაზრდებში იწვევენ.
„როცა ვუყურებდი „ინსტაგრამის“ „სთორებს“ ვფიქრობდი - მე არ მსურს ვიცოდე შენ ახლა რას აკეთებ, არ სურს ვიცოდე სად ხარ, რას ჭამ, სად მიდიხარ. არ ადარდებს ეს, არ მინდა და თავი დავანებე. მიყვარს პოეზია და მუდმივად ვკითხულობ. ეს გაცილებით უკეთესია“.
გამოცემასთან საუბრისას პამელა ამბობს, რომ ახლა ფრანგულ ლიტერატურას კითხულობს, ფრანგულ ენაზე და ეს ამ ენის სწავლაში ეხმარება, უსმენს ფრანგულ მუსიკას და უყურებს ფრანგულ ფილმებს. „ფრანგული - ეს სიყვარულის ენაა“, - ამბობს სექს-სიმბოლო.
თემები: ჰოლივუდი, ვარსკვლავები, პამელაანდერსონი
<a href="https://www.wmagazine.com">https://www.wmagazine.com</a>