მშობლები

რა უპირატესობა აქვთ ქალებს, რომლებიც შვილს 30 წლის ასაკში აჩენენ? - კვლევის შედეგი

რა უპირატესობა აქვთ ქალებს, რომლებიც შვილს 30 წლის ასაკში აჩენენ? - კვლევის შედეგი

თუ ხართ ქალი, რომელსაც არ ჰყავს შვილი, ალბათ ხშირად უთქვამთ თქვენთვის, რომ დროა შვილი გააჩინოთ, რადგანაც ქალების ნაყოფიერება 30 წლიდან მცირდება. ეს საშინელი მოსასმენია. მიუხედავად იმისა, რომ 30 წლიდან შესაძლოა მამაკაცების ნაყოფიერებაც აღარ იყოს ისეთი, როგორიც 20 წლის ასაკში, მათი მისამართით მსგავს ფრაზებს ვერასოდეს მოისმენთ.

ბევრი ქალი ოჯახს 30, ან 40, ზოგჯერ 50 წლის ასაკშიც ქმნის და აჩენენ შვილებს. დაქორწინებისა და შვილის გაჩენის ასაკი ცივილურ სამყაროში თანდათან იზრდება და ეს შეიძლება სულაც არ იყოს ცუდი.

კვლევის თანახმად, როცა ქალი 30 წლის ასაკში აჩენს შვილს, ეს ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს და ასეთი ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო დიდია.

რა უპირატესობა აქვთ ქალებს, რომლებიც შვილს 30 წლის ასაკში აჩენენ? - კვლევის შედეგი

კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 2004-დან 2013 წლამდე პერიოდში ევროპის 28 ქვეყნის ქალები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ქალები, რომლებიც დედები გახდნენ 30 წლის ასაკშიცოცხლობდნენ უფრო დიდხანს, ვიდრე ისინი, რომლებმაც შვილი 20 წლის ასაკში გააჩინეს.

რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ თუ 30 წლის ასაკში გააჩენთ ბავშვს სიცოცხლე აუცილებლად გაგიხანგრძლივდებათ, თუმცა ეს ტენდენციაა.

გასულ წელს დანიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, 30 წელი უკვე ის ასაკია, როცა ადამიანი უფრო პასუხისმგებლობით უყურებს შვილის აღზრდის პროცესს და ასეთი ქალების შვილებს იშვიათ შემთხვევაში აქვთ ცუდი ჩვევები.

ასე რომ, ახალგაზრდა ქალებში შეძილება უფრო მარტივი იყოს დაფეხმძიმება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათზე უფროსებს არ შეუძლიათ შვილის გაჩენა და ამასთანავე, უფროს ასაკში შვილის გაჩენას უპირატესობაც აქვს - სიცოცხლის გახანგრძლივება.

გადაწყვეტილება - როდის უნდა გააჩინო შვილი, არის ძალიან პირადული და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, როგორც ზემოთ უკვე წაიკითხეთ, არსებობს მკაფიო არგუმენტიც, რატომ არის უკეთესი შვილის გაჩენა 30 წლის ასაკში. 



<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>