მსხვილი ტუჩები ინიექციის გარეშე - 6 მარტივი და ეფექტური მეთოდი
- 04.08.2017
სულაც არ არის აუცილებელი მიმართოთ ტუჩების ინიექციური კორექციის პროცედურას, რომელიც არც ისეთი უსაფრთხოა. დიახ, ყველა ჩვენს მიერ ნაპოვნი საშუალება - პრობლემის დროებითი გადაწყვეტილებაა, მაგრამ სამაგიეროდ სრულიად უსაფრთხო.
1. პიტნის ზეთი
ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება: ზეთი იწვევს სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას ტუჩებში. სხვათაშორის, შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი პიტნის ზეთი თხევად ტუჩსაცხში, მაშინ საიდუმლო იარაღი ყოველთვის ხელთ გექნებათ.
2. წიწაკა ჩილის ზეთი
მისი მოქმედების პრინციპი ჰგავს ზემოაღწერილს, მხოლოდ გამოყენების დროს ის კი არ აციებს ტუჩებს, პირიქით, აცხელებს. ნუ გეშინიათ, არ დაგწვავთ, თუ, რა თქმა უნდა, გამოიყენებთ ზეთის სწორედ ერთ წვეთს, და არა ერთბაშად მთლიან ფლაკონს.
3. ქოქოსის კარაქი და შაქარი
ეს შინაური სკრაბი-კარაქი კვებავს ტუჩებს და ასწორებს მის ზედაპირს, შეზელისას მოძრაობით გამოწვეული სისხლის მიმოქცევა კი ზრდის მის მოცულობას.
4. ტონი + ფანქარი
ძველებური მეთოდი: ტუჩებს გაუკეთეთ ტონირება, რომ ისინი პრაქტიკულად არ ჩანდეს, შემდეგ კი ტუჩის ფანქრით ისე დაიხატეთ კონტური, რომ ოდნავ გადასული იყოს ბუნებრივ ხაზს. შემდეგ გამოიყენეთ პომადა ან მკვეთრი თხევად ტუჩსაცხი.
5. ჰაილაითერი
მკვრივი ფუნჯით დაიტანეთ ჰაილაითერი ზედა ტუჩის შუა ნაწილზე და ასევე ქვედა ტუჩის შუა ნაწიზე, ოღონდ ტუჩსაცხის ზემოდან. ვიზუალურად ეს გაადიდებს ტუჩებს.
6. გაიხეხეთ ტუჩები!
სასაცილოა, მაგრამ მუშაობს, თუ გაიხეხავთ ტუჩებს კბილის ჯაგრისით პიტნის საცხის გამოყენებით, ეფექტი უახლოვდება პიტნის ზეთის გამოყენებას.
თემები: სილამაზე ყველა ასაკში, რჩევები, სხეულის კორექცია, ტუჩები
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>