თუ ფულის დაზოგვა და შენახვა არ შეგიძლიათ, თუ მფლანგველ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით, გთავაზობთ მარტივ და ეფექტურ გზას, რომელიც დაგეხმარებათ.
„დაამრგვალე თანხა“ - ეს არის გენიალური წესი, რომლის საშუალებითაც ფულს დაზოგავთ.
ყოველ საღამოს დათვალეთ თქვენი თანხა, შემდეგ დაამრგვალეთ და თანხა, რომელიც დამრგვალების გამო „ჩამოაჭერით“, შეინახეთ.
მაგ: თუ გაქვთ 539 ლარი, შეგიძლიათ დაზოგოთ 9 ლარი და დასახარჯად დაიტოვოთ 530 ლარი, ასევე შეგიძლიათ შეინახოთ 32 ლარი და დარჩენილი 500 ლარი დასახარჯად დაიტოვოთ.
თუ ამ მეთოდით თანხას ყოველ დღე შეინახავთ, თვის ბოლოს შედეგით მოიხიბლებით.
მეთოდის უპირატესობები:
1. დილით ყოველთვის იცით რამდენი ფული გაქვთ და ეს ყოველთვის მრგვალი რიცხვია.
2. შეძლებთ თავი აკონტროლოთ რამის ყიდვის დროს და შეეშვათ უსარგებლო ნივთების შეძენას.
3. და რაც მთავარია, თქვენ რეალურად შეინახავთ ფულს.
თემები: მამაკაცები, ქალები, რჩევები, ფული
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია